ინსულინური ინდექსი. 
ინსულინი არის ანაბოლური ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი. ის იცავს კუნთს დაშლისგან და გვეხმარება კუნთის ზრდაში. ამავე დროს ის აგროვებს ცხიმს და ხელს გვიშლის ცხიმის წვაში. ამიტომ გამოშრობისას ინსულინი უნდა იყოს დაბალი.
გ.ი. გვიჩვენებს, რამდენით მოიმატებს სისხლში გლუკოზის დონე თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავენ ნახშირწყლებს და არ წევენ შაქარს, მაგრამ იწვევენ ინსულინის სეკრეციას.
როცა ვჭამთ ტკბილს, ინსულინი გამოიყოფა იმაზე მეტი, ვიდრე არის საჭირო, შესაბამისად სისხლში შაქარი ეცემა ნორმაზე დაბლა, რაც საშიშია. დიაბეტიანი კვდება ჰიპო გლიკემიური კომისგან, როცა შაქარი ეცემა. ეს რომ არ მოხდეს, გამოიყოფა ჰორმონი გლუკაგონი, რომელიც ღვიძლში მომარაგებულ გლუკოზას აწვდის სისხლში. ამით შაქრის დონე სისხლში ნორმალიზდება.
ხაჭოს აქვს მაღალი ი. ი. და მიღების შემდეგ გამოიყოფა ინსულინი, რომელსაც შაქარი მიაქვს უჯრედებში, ამან შეამცირა შაქრის დონე სისხლში, ხოლო გლუკაგონმა დაარეგულირა შაქარი. შაქრის მცირე რაოდენობაც კი გაცილებით მაღლა სწევს ინსულინს და გლუკაგონი ვერ ახერხებს დაარეგულიროს სისხლში შაქარი, ეს იწვევს ჰიპოგლიკემიას, რაც არ ხდება ბევრი ხაჭოს მიღებისას.
ე.ი. ერთი ბრიკეტი ხაჭოც რომ ვჭამოთ, ის ვერ შეძლებს შეგვიშალოს ხელი ცხიმის წვაში.