კუნთის სწრაფი და ნელი ბოჭკოები.
კუნთები შედგება 2 ტიპის ბოჭკოებისგან – სწრაფი, იგივე თეთრი ბოჭკოები და ნელი, წითელი ბოჭკოები.
ნელი/წითელი ბოჭკოები.
ნელი ბოჭკოების შეკუმშვის სიჩქარე ნელია, თუმცა მათ შეუძლიათ შეასრულონ სამუშაო შეუსვენებლივ და ხანგრძლივად.
ნელი ბოჭკოები უკეთესად მარაგდება სისხლით, ვიდრე სწრაფი ბოჭკოები, ამიტომ ისინი წითელი ფერისაა და უკეთესად მარაგდება ჟანგბადით. ეს ბოჭკოები შეიცავენ ცილას, რომლებიც იმარაგებენ ჟანგბადს. აერობული დატვირთვისას წითელი ბოჭკოების მიტოქონდრიები იღებენ ენერგიას ჟანგბადით გლუკოზის დაჟანგვით.
რისთვისაა საჭირო ნელი/წითელი ბოჭკოები
ნელი ბოჭკოები ორგანიზმში ასრულებენ დინამიურ სამუშაოს, ანუ აერობული დატვირთვა – ხანგრძლივი სირბილი, ცურვა, ველოსიპედი. ეს ბოჭკოები ჭარბობს მარათონელებში, ველოსიპედისტებში და მძლეოსნებში.
წითელი ბოჭკოები და ბოდიბილდინგი.
ნელი ბოჭკოები ნაკლებად განიცდიან ჰიპერტროფიას. სპეციალური ვარჯიშითაც არ იცვლება სწრაფი და ნელი ბოჭკოების თანაფარდობა. ანუ თუ თქვენს ორგანიზმში ჭარბობს ნელი ბოჭკოები, თქვენი შედეგები იქნება უარესი ბბ-ში და პაუერლიფტინგში, სამაგიეროდ უკეთესი შედეგები გექნებათ მძლეოსნობაში.
სწრაფი/თეთრი ბოჭკოები.
სწრაფი ბოჭკოები შეკუმშვისათვის ენერგიის მისაღებად იყენებენ ანაერობულ (უჟანგბადო) მეტაბოლიზმს. ისინი ასრულებენ მაღალ სიჩქარიან მოძრაობებს, რომლებიც ხასიათდება დიდი, ფეთქებადი ძალით, თუმცა იღლება უფრო სწრაფად, ვიდრე ნელი ბოჭკოები. ორივე ტიპის ბოჭკოები ერთი შეკუმშვით ასრულებენ ერთი და იგივე რაოდენობის სამუშაოს, თუმცა სწრაფი ბოჭკოები უფრო სწრაფად ვიდრე ნელი ბოჭკოები.
სწრაფი ბოჭკოები იყოფა 2 ტიპად: ა და ბ ქვეტიპად.
ა ქვეტიპის ბოჭკოები არის შუალედური, გარდამავალი. მათ შეკუმშვისთვის ენერგიის მისაღებად შეუძლიათ გამოიყენონ როგორც აერობული ასევე ანაერობული მეტაბოლიზმი. ეს ბოჭკოები წარმოადგენენ შუალედურს ნელ და სწრაფ ბოჭკოებს შორის.
ბ ქვეტიპის ბოჭკოები იყენებენ მხოლოდ ანაერობულ მეტაბოლიზმს, ფლობენ მაქსიმალურ ძალას და შეკუმშვის სისწრაფეს. სწორედ ეს ბოჭკოები ასრულებენ მთავარ როლს კუნთის ზრდასა და მასის მომატებაში.
სწრაფი ბოჭკოები უფრო მეტად ჰიპერტროფირდება, ვიდრე ნელი.
სპორტის სახეობები, სადაც საჭიროა სწრაფი ბოჭკოები:
ძალოსნობა, ბბილდინგი, პაუერლიფტინგი, საბრძოლო ხელოვნება, სირბილი მოკლე დისტანციებზე.