დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • კუნთის ჰიპერპლაზია.

დამწყებებისთვის

15 Mar

კუნთის ჰიპერპლაზია.

  • In დამწყებებისთვის, მასის მომატება

რა არის კუნთის ჰიპერპლაზია?

ჰიპერპლაზია არის კუნთიs ბოჭკოების/უჯრედების გაზრდის პროცესი მისი გამრავლების ხარჯზე. ძალისმიერი ვარჯიშისას დგება კრიტიკული მომენტი, როცა ორგანიზმს აღარ აწყობს მოცულობაში გაზარდოს უჯრედი და საკითხს ჭრის ახალი უჯრედის შექმნით.

ეს არის საშუალება შეცვალოთ თქვენი გენეტიკა!

თუკი შევადარებთ ძალოსნებს ბბ-თან, მათ აქვთ უფრო მეტი კუნთოვანი ბოჭკოები, ვიდრე ბბ-ებს. საკმარისია მათ გაბერონ უჯრედები და მათი კუნთები გახდება გაცილებით დიდი. თქვენ ვერ აჯობებთ იმას, ვისაც ეს ბოჭკოები აქვს თქვენზე მეტი (ძალოსნობის ან გენეტიკის ხარჯზე). ამიტომ მეტი ყურადღება დაუთმეთ ბოჭკოების გამრავლებას და მერე გაზარდეთ ისინი.

ჰიპერპლაზია უჯრედის დონეზე.

კუნთებში გვაქვს 2 ტიპის უჯრედები: კუნთოვანი უჯრედები და სატელიტი უჯრედები – რომლებიც პასუხს აგებენ დაზიანებულ ბოჭკოების რეგენერაციაზე.

სატელიტ უჯრედებს აქვთ უნარი გადაადგილდნენ ბოჭკოს დაზიანებულ ადგილზე ბოჭკოსთან შერწყმით. ამ პროცესს მოყვება ბირთვების რაოდენობის გაზრდა კუნთის ბოჭკოებში მის ზრდასთან ერთად.

ცნობილია, რომ ძალოსნებს ბოჭკოები და ბირთვები მეტი აქვთ. საიდან ჩნდება ახალი ბირთვები უჯრედში? კუნთის ზრდასთან ერთად დამატებით ბირთვებს ქმნიან სატელიტი უჯრედები. მათი რაოდენობა ნაკლებია, კუნთის უჯრედების საერთო რაოდენობის 5-10%-ია.

სატელიტი უჯრედები მდებარეობს კუნთის უჯრედთან და წარმოადგენს ცალკე ბირთვს. ჰიპერპლაზიის მიზეზს წარმოადგენს სატელიტი უჯრედების გახლეჩა და შემდგომში მათი შერწყმა კუნთის ძირითად უჯრედთან.

ძალისმიერ ვარჯიშზე კუნთის უჯრედის დაშლა ააქტიურებს სატელიტი უჯრედების გახლეჩას. ამის მერე ხდება გამრავლებული სატელიტი უჯრედების შერწყმა კუნთის ბოჭკოსთან, რასაც მივყავართ ბოჭკოში ბირთვების რაოდენობის გაზრდასთან. ამას მივყავართ დაკარგული და ახალი ბოჭკოების წარმოქმნასთან, ამას მოითხოვს ორგანიზმის ადაპტაცია ახალ დატვირთვაზე.

არსებობს კუნთის უჯრედის ზღვრული ზომა, რასაც შეუძლია მოემსახუროს ბირთვი. კუნთის უჯრედის გაზრდა შესაძლებელია იმ მოცულობამდე, სანამ მისი შიგთავსი – ციტოპლაზმა არ გადააჭარბებს ბირთვის ზომას 20-ჯერ. თუ აუცილებელია მოცულობის კიდევ გაზრდა, მაშინ საჭიროა დამატებითი ბირთვი, ან ახალი უჯრედის წარმოქმნა. ორგანიზმისთვის უფრო ხელსაყრელია უჯრედში ბირთვების გაზრდა, ვიდრე ახალი უჯრედების წარმოქმნა. აქ აქტიურად ერთვებიან სატელიტი ბირთვები. დამატებითი ბირთვები შედიან უჯრედში და ცვლიან ბირთვი/ციტოპლაზმას თანაფარდობას უჯრედის ზრდის სასარგებლოდ.
ამრიგად ციტოპლაზმაც იზრდება (გაიზრდება თვითონ უჯრედი) ბირთვი/ციტოპლაზმას თანაფარდობის 1/20-თან პროპორციის შენარჩუნებით.

სატელიტი უჯრედების მუშაობას უშვებენ ანაბოლური ჰორმონები. ისინი ახალი ცილის სინთეზით აძლევენ სიგნალს კუნთის უჯრედის მოცულობის ზრდისთვის. ეს პროცესი გაეშვება ვარჯიშზე, ცილების დაშლის გზით. სატელიტი ბირთვების მხოლოდ ნაწილი წარმოქმნის ახალ ბირთვებს კუნთოვან უჯრედში, მეორე ნაწილი გამოიყენება ძველი ბირთვების შესაცვლელად.

Tags:ბირთვიბოჭკოკუნთიკუნთის ჰიპერპლაზიაკუნთოვანი ბოჭკოსატელიტი ბირთვებისინთეზიუჯრედის ბირთვიცილის სინთეზიჰიპერპლაზიაჰორმონი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.