კუნთის ჰიპერტროფია.
არსებობს კუნთის ჰიპერტროფიის 2 სახეობა:
მიოფიბრილების ჰიპერტროფია
სარკოპლაზმის ჰიპერტროფია
ორივე თავისებურად მოქმედებს კუნთზე, ამიტომ უნდა მივმართოთ სხვადასხვა დატვირთვებს და ვარჯიშებს, რათა მივაღწიოთ კუნთის მაქსიმალურ ზრდას.
მიოფიბრილების ჰიპერტროფია.
კუნთოვან უჯრედში განთავსებულია მიოფიბრილები და მათ ჰიპერტროფიას იწვევს სავარჯიშო წონების გაზრდა. ანუ, რაც უფრო დიდ დატვირთვას მისცემთ ორგანიზმს, მით მეტ მიკროტრავმას მიიღებს უჯრედი.
იმისათვის, რომ ორგანიზმმა თავი დაიცვას ახალი სტრესისაგან, ორგანიზმი რთავს დამცავ, საკომპენსაციო ფუნქციას, რომელიც აღადგენს დაზიანებულ ბოჭკოებს მარაგით (სუპერკომპენსაცია), რითაც იზრდება მიოფიბრილების სიმჭიდროვე და მოცულობა. სხვა დროს იგივე დატვირთვა უკვე გამოიწვევს კუნთის ნაკლებ სტრესს და ტრავმას. ამიტომ ეცადეთ მუდმივად მიაყენოთ შოკი კუნთებს, ისე კუნთს ვერ გაზრდით.
სარკოპლაზმის ჰიპერტროფია.
სარკოპლაზმა – ეს არის წყლოვანი სტრუქტურა, რომლითაც გარშემორტყმულია მიოფიბრილები და წარმოადგენს ენერგიის წყაროს. მის შემადგენლობაში შედის: წყალი, გლიკოგენი, ატფ და კრეატინ ფოსფატი.
სარკოპლაზმის ჰიპერტროფია ჰგავს მიოფიბრილების ჰიპერტროფიას, ანუ ენერგეტიკული მარაგების გამოფიტვის შემდეგ, ორგანიზმი აღდგენის პროცესში ახდენს დაკარგულის კომპენსაციას, რითაც ზრდის ენერგიის საერთო რაოდენობას გლიკოგენის და ატფ–ის სახით. შემდგომში, ასეთი ენერგეტიკული ფუნქციის ჩართვა ორგანიზმს საშუალებას აძლევს აირიდოს ამ მარაგების გამოფიტვა. მსგავსი ჰიპერტროფიაა კაპილარიზაცია, სისხლძარღვების გაგანიერება.
არსებობს 2 ტიპის კუნთოვანი ბოჭკოები: ნელი და სწრაფი ბოჭკოები. სწრაფი ბოჭკოები იყოფა კიდევ „ა“ და „ბ“ ტიპის ბოჭკოებად. სხვადასხვა ტიპის ბოჭკოები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ვარჯიშზე, ანუ მათ აქვთ აღგზნების, შეკუმშვის და დაღლის სხვადასხვა სიჩქარე.
თავდაპირველად სხვადასხვა ტიპის ბოჭკოების რაოდენობა განსაზღვრულია ათლეტის გენეტიკით და ცუდად ექვემდებარება ვარჯიშს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გენეტიკას ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ, ამისათვის საჭიროა სპეციალური ვარჯიში.
აი ამაზე ვისაუბრებთ შემდეგ სტატიაში.