დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • ნელი და სწრაფი ბოჭკოების თანაფარდობის ტესტი.

დამწყებებისთვის

15 მარ

ნელი და სწრაფი ბოჭკოების თანაფარდობის ტესტი.

  • In დამწყებებისთვის

წითელი და თეთრი ბოჭკოების თანაფარდობის ტესტით წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ მომავალი სპორტსმენის შესაძლებლობები ამა თუ იმ სპორტში.

თუ გეცოდინებათ წითელი და თეთრი ბოჭკოების თანაფარდობა, ადვილად შეაფასებთ თქვენს პოტენციალს ბბ-ში და სხვა სპორტის სახეობებში.

რაც მეტია სწრაფი ბოჭკოების წილი თქვენს კუნთებში, მით მეტ შედეგს მიღებთ ბბ-ში, პაუერლიფტინგში, კრივში, სირბილში მოკლე დისტანციებზე და ყველა იმ სპორტის სახეობებში, სადაც საჭიროა ფეთქებადი ძალა.

ხოლო თუ თქვენში ჭარბობს ნელი ბოჭკოები, მაშინ გაცილებით შესაფერისია სპორტის შემდეგი სახეობები: მარათონი, ველოსპორტი, ცურვა და სხვა, ანუ სადაც არის აერობული დატვირთვა.

როგორ ჩავატაროთ ტესტირება.

ტესტისთვის საჭიროა წინასწარ განსაზღვროთ ერთხელ აწევის მაქსიმალური წონა.

მაგ. თუ დაკავებული ხართ ბოდიბილდინგით, მაშინ უნდა დაადგინოთ ხელების, ფეხების და მკერდის ნელი და სწრაფი ბოჭკოების თანაფარდობა. ამისათვის უნდა დაადგინოთ მაქსიმალური წონები სამ ვარჯიშში: წოლჭიმში, ფეხების ჭიმი და შტანგის აწევა ბიცეპსით.

როცა გაიგებთ მაქსიმალურ წონას ყველა ვარჯიშში შეგიძლიათ გადახვიდეთ ტესტის შესრულებაზე:

დაისვენეთ 15 წუთი, აიღეთ მაქსიმალური წონის 80%, შეასრულეთ მაქსიმალური რაოდენობის აწევები.

ჩაატარეთ ტესტი ყველა ვარჯიშისთვის

შედეგების ანალიზი:

თუ შეასრულეთ 7-8 გამეორებაზე ნაკლები, ე.ი. თქვენში ჭარბობს სწრაფი ბოჭკოები.
თუ შეასრულეთ 9 გამეორება, ბოჭკოების თანაბარი რაოდენობა გაქვთ.
თუ აწევთ 10-12 გამეორებას, მაშინ ნელი ბოჭკოები ჭარბობს.

თუ დაადგინეთ, რომ თქვენში ჭარბობს ნელი ბოჭკოები, ვარჯიშის შედეგად მაინც შესაძლებელია ლამაზი სხეულის დაყენება, მაგრამ სამწუხაროდ რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევას ბბ-ში ვერ შეძლებთ.

Tags:თანაფარდობის ტესტითეთრი ბოჭკოებინელი და სწრაფი ბოჭკოების თანაფარდობის ტესტიტესტიწითელი ბოჭკოები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
მაისი 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.