როგორ გავზარდოთ მოზარდი სიმაღლეში.
არსებობს გენეტიკურად გადმოცემული მემკვიდრეობა – თუ გყავთ მაღალი მშობლები, გაქვთ კარგი კვება, ხართ ჯანმრთელი, საკმარისად გძინავთ, კარგად ითვისებთ საკვებს, ფიზიკურად არ ხართ გადატვირთული, მაშინ დაემსგავსებით თქვენს მაღალ მშობლებს.
დაბალი სიმაღლის მიზეზები.
გენეტიკურად გადმოცემულ სიმაღლეს ვერ მიაღწევთ თუ გაქვთ ცუდი კვება, საჭმლის მონელებაში გაქვთ პრობლემა და ვერ ითვისებთ, ან იღებთ უხარისხო საკვებს, რომელიც აჩერებს ზრდას. (მაგ.კოკა-კოლა ხელს უშლის კალციუმის ათვისებას ძვლების მიერ და პროვოცირებს მის სწრაფ გამოყოფას თირკმელების მიერ). ან ხდება ორგანიზმის ფიზიკური გადატვირთვა, რომელიც ბლოკავს ზრდას და განვითარებას.
დაბალ მშობლებს ყავთ მაღალი ბავშვები, თუ კი მშობლები გაიზარდნენ ცუდ პირობებში.
ზრდის ჰორმონი.
ზ. ჰ. ორგანიზმი გამოიმუშავებს მთელი ცხოვრება, განსაკუთრებით როცა ვიზრდებით. ის უზრუნველყოფს ძვლების გაზრდას სიგრძეში. მაგრამ ძვლებთან ერთად უნდა ვითარდებოდეს კუნთები, სისხლძარღვები, შინაგანი ორგანოები, გული. თუ რაღაცა ჩამორჩება, ეს გამოწვეულია ცუდი კვებით.
მითია, რომ თუ ბავშვი დაკავდება ბბ-ით, ის სიმაღლეში აღარ გაიზრდება, რადგან საკვები მოხმარდება კუნთის ზრდას და ძვლების ზრდა შეჩერდება. მოზარდის სწრაფი ზრდა თუ გამყარებულია სწორი კვებით, სწორი დატვირთვებით და საკმარისი დასვენებით, ზრდა იქნება ნორმალური, დარღვევების გარეშე.
მოზარდი რომ გაიზარდოს, უნდა ვკვებოთ შესაბამისად. მას სჭირდება კალციუმი, რკინა, იოდი, სელენი, გოგირდი, სპილენძი, ლეციტინი, ომეგა-3, ცილები, ვიტამინები და მინერალები, ანტიოქსიდანტები. თუ მოზარდი არ მიიღებს ამ ნივთიერებებს ის ვერ მიაღწევს სიმაღლეში ზრდის გენეტიკურ ზღვარს, ძვლები ექნება სუსტი, ხშირად იავადმყოფებს და ეყოლებათ წამლებზე, რაც შეაფერხებს ზრდას.
დიდ ქალაქებში ბავშვი სუნთქავს დაბინძურებულ ჰაერს და რომ გაიზარდოს აუცილებელია მათი სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში.
როგორ გავზარდოთ ზრდის ჰორმონის გამომუშავება?
ვარჯიშები, ძილი და ნორმალური კვება – ზ. ჰ. გამომუშავების ძირითადი ფაქტორებია.
ნორმალური კვება – როცა ზ. ჰ. აქტიურად გამოიყოფა, ის იწყებს სხეულის აქტიურად ზრდას, მაგრამ გულის, კუნთების, სისხლძარღვების, შინაგანი ორგანოების, ძვლების ზრდას სჭირდება ხარისხიანი საკვები. აუცილებელია დაბალანსებული სრულფასოვანი კვება. გამორიცხეთ ტოქსიკური საკვები, აკრძალეთ ფასტ-ფუდები. საჭიროა იდეალური მომნელებელი სისტემა, არ უნდა აწუხებდეს კუჭ-ნაწლავი, დისბაქტერიოზი, შეკრულობა ან აშლილობა.
აუცილებელია საკმარისი ძილი – ძილში გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. საჭიროა მინიმუმ 8-10 სთ. ღამის სრულფასოვანი ძილი და 1 სთ. დღე ძილი. დაძინებიდან 1.5-2 სთ. შემდეგ ღრმა ძილში იწყება ზ. ჰ. გამოყოფა. ზ. ჰ. გამოყოფის პიკია ღამის 11 სთ-დან 3 სთ-მდე, ეცადეთ დაიძინოთ 11 სთ. დაიძინეთ წყნარ გარემოში, ხმაურისა და სინათლის გარეშე, მყარ ლეიბზე ბალიშის გარეშე, ან დაბალ ბალიშზე.
ვარჯიშები გონივრულ რეჟიმში – ბავშვი არ უნდა იყოს მსუქანი, კომპიუტერზე მიჯაჭვული, მაგრამ არც ვარჯიში უნდა იყოს გადამეტებული. ბავშვმა უნდა ივარჯიშოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ზრდის ჰორმონი მნიშვნელოვანია არა მარტო მოზარდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. ზრდის ჰორმონი გვეხმარება არ დავბერდეთ, არ გავსუქდეთ, ვიცხოვროთ აქტიურად, არ დაავადდეთ ალცჰეიმერით და შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა.
სიმაღლეში გაზრდა შეიძლება თუ ღიაა ზრდის ზონები.
ძვლების სიგრძეში გაზრდის სტიმულირება შესაძლებელია, თუ ღიაა ზრდის ზონები. მოზარდის ძვლები ეპიფიზური ფირფიტების ხარჯზე იზრდება, რომელიც ხრტილოვანი ქსოვილია დაძვლის სასახსრე დაბოლოებაზე მდებარეობს (ეს არის ზ. ზ.) და დროთა განმავლობაში ეს ქსოვილი ძვალდება. როცა ეპიფიზური ფირფიტები ქრება (ზ. ზ. იხურება), წყდება ძვლის ზრდა. რენტგენით შესაძლებელია დადგინდეს ზ. ზ. დახურულია თუ ღიაა. ამისათვის საჭიროა გადავიღოთ მაჯის რენტგენი.
როგორ დავაჩქაროთ ბავშვის სიმაღლეში ზრდა, თუ არ არის ჰიპოფიზის პრობლემა და ზ. ზ. არაა დახურული:
უნდა მოვაწესრიგოთ ბავშვის მომნელებელი მიკროფლორა. ვამცირებთ კალორიებს და ზედმეტ წონას, რომლებიც ხელს უშლიან ზ. ჰ. გამომუშავებას. მივაწოდოთ კალციუმი, რკინა, ცილები, ვიტამინები და მინერალები.
ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, კარგია ღერძზე გაწელვები, ცურვა. ფიზიკური აქტივობა რამოდენიმე საათის განმავლობაში სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ჭიდაობა, ბალეტი ბავშვებში ტრავმას აყენებს და თრგუნავს ზ. ზ, ზედმეტად განვითარებული და შეკრული კუნთები აფერხებენ ძვლების ზრდას, თანაც ამ სახეობებში ბავშვებს უნიშნავენ დიეტას, ფაქტიურად აშიმშილებენ, ასევე არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა ანელებს ზრდას.
ასევე ანელებს ზრდას არასაკმარისი ძილი.
რომელი პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ ბავშვის ზრდის დასაჩქარებლად.
პეპტოვიტი + ვიტამინი C ძილის წინ, ზ.ჰ-ის გამოსამუშავებლად.
გრეპაინი – ანტიოქსიდანტი, იცავს ორგანოებს ტოქსინებისგან და კვებავს ტვინს.
ხლოროფილი დილით უზმოზე, სუფრის კოვზი – შეიცავს იოდს ფარისებრი ჯირკვალისათვის.
კალციუმი და რკინა.
ლიციტინი.
ომეგა 3.
მიეცით პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ B3, ხელს უწყობს ზ.ჰ-ის სეკრეციას.
ვიტამინი D, ეხმარება ძვლებისა და კუნთების ზრდას.
თუ ბავშვის ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ზ. ჰ, ექიმის დანიშნულებით შეიძლება პრეპარატის სახით ზ. ჰ. გამოყენება და ამით ბავშვის 5-დან 10 სმ-მდე გაზრდა.
რა ხდება როცა ზ. ჰ. გამოიყოფა ჭარბი რაოდენობით?
ბავშვებში ზ. ჰ. ჭარბი რაოდენობა შეიძლება ჰიპოფიზის სიმსივნით იყოს გამოწვეული, რაც არ არის საშიში, მაგრამ ზრდასრულ ადამიანში ზრდის ზონები უკვე დახურულია, იზრდება არა ძვლები, არამედ იცვლება სახის ფორმა, ცხვირი, ყურები, სადაც ხრტილოვანი ქსოვილია.
ბბ-ები, რომლებიც ზ. ჰ. პრეპარატს იყენებენ კუნთების ზრდისთვის და ცხიმის დასაწვავად, ეცვლებათ სახის ფორმა, ზ.ჰ. გამოყენება იწვევს სახსრების ტკივილს, შეშუპებას, მე-2 ტიპის დიაბეტის და სიმსივნის პროვოცირებას.
დავუბრუნდეთ ბუნებრივად გამომუშავებულ ზ, ჰ.
ზ. ჰ. ეხმარება ამინომჟავებს უჯრედში მოხვედრაში, ხელს უშლის კუნთების დაშლას, ეხმარება ცილის სინთეზს.
ზ. ჰ. მოქმედებს ნახშირწყლოვან ცვლაზეც, ის ეხმარება ინსულინის დაშლას და ბლოკავს გლუკოზის ცხიმში გარდაქმნას.
თუ კვება დაბალანსებულია სწორად, საკმარისადაა ზ. ჰ, ან გააქტიურეთ ვარჯიშებით, კვებით – ცილები + ვიტამინი C ძილის წინ და საკმარისად გძინავთ, არ დაგიგროვდებათ ცხიმი და დარჩებით ახალგაზრდა.
ასაკის მატებასთან ერთად ზ. ჰ-ნის სეკრეცია ეცემა.
რა გვიშლის ხელს ზ.ჰ.-ის გამომუშავებაში?
უხარისხო კვება, სწრაფი ნახშირწყლები;
კოფეინი, გამორეცხავს კალციუმს და ხელს გვიშლის ნორმალურ ძილში;
სიმსუქნე;
ზედმეტი შაქარი სისხლში;
ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში;
ზედმეტი მიღებული კალორიები;
მომნელებელი სისტემის პრობლემები, როცა ორგანიზმი ვერ ითვისებს საკვებს და როცა ვიღებთ წამლებს;
ნარკოტიკები, ალკოჰოლი, მოწევა, სტეროიდები;
გაუწყლოვნება – დალიეთ მინიმუმ 2-3 ლიტრი წყალი.
როგორ მოიმატოს სიმაღლეში ასაკოვანმა ადამიანმა.
უნდა გაწელოს ხერხემალი და კარგად იკვებოს. არ მოწამლოს ორგანიზმი ტოქსინებით, არავითარი მოწევა და ალკოჰოლი.
რა არის საჭირო.
კალციუმი, ხონდროატინი, გოგირდი, ამინომჟავები (პეპტოვიტი), ომეგა 3, ვიტამინები (ვიტამინი C) და მინერალები. ესენი საჭიროა ზ.ჰ-ნის, ახალგაზრდობის, მეტაბოლიზმის შენარჩუნებისთვის.
სპორტის სახეობები რომლებიც ხელს უწყობენ სიმაღლეში ზრდას:
გაწელვები, ცურვა, სირბილი, იოგა, კალათბურთი. მხრებში მოხრილობაც აპატარავებს ადამიანს.
უშლის თუ არა ხელს სიმაღლეში ზრდას ძალისმიერი ვარჯიში.
ძალისმიერი ვარჯიში არ უნდა იყოს 45- 60 წუთზე მეტი. ივარჯიშეთ კვირაში 3-ჯერ. ვარჯიშის მერე გაიწელეთ, რაც კუნთების ელასტიურობისთვის და ხერხემლის დეკომპრესიისთვის არის საჭირო. ასეთი ვარჯიში კუნთებს გაზრდის და არ შეგკრავთ.
პროდუქტები რომლებიც ხელს უწყობენ ზრდას:
კვერცხი, რძე და რძის პროდუქტი, სოიო, შვრია, ქათმის ხორცი, გოგრა, სტაფილო, – რომელიც შეიცავს ბეტა – კაროტინს და გარდაიქმნება ზრდის ვიტამინ A-დ, ასევე შეიცავს რკინას და კალციუმს. ყოველდღე მიირთვით 2-3 საშუალო ზომის სტაფილო, არ გადააჭარბოთ.