დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • მასის მომატება
  • ინსულინი ბოდიბილდინგში.

მასის მომატება

17 Mar

ინსულინი ბოდიბილდინგში.

  • In მასის მომატება

ინსულინს გამოყოფს პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი). ის ანაბოლური ჰორმონია, ხელს უწყობს ცილის სინთეზს და ქსოვილების მშენებლობას. ინსულინი უზრუნველყოფს კუნთის და ძალის ზრდას. ამავე დროს ის სტიმულს აძლევს ცხიმის სინთეზს.

ინსულინს იყენებენ დიაბეტის სამკურნალოდ. მისი მთავარი ფუნქცია არის სისხლში გლუკოზის დონის შემცირება. 

ჩვენი საკვებია ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ყველა ნახშირწყალს აქვს თავისი გლიკემიური ინდექსი, რაც უფრო მაღალია გ. ი, მით უფრო მეტად იზრდება შაქრის დონე სისხლში.

შაქრის მომატებასთან ერთად გამოიმუშავდება ინსულინი, რადგან სისხლში შაქრის მაღალი დონე სახიფათოა და ინსულინს გამოაქვს ზედმეტი გლუკოზა სისხლიდან. ის ეხმარება შაქარს სისხლიდან უჯრედის შიგნით მოხვედრაში. როცა ინსულინი საკმარისი არ არის, შაქარი რჩება სისხლში, რაც იწვევს სისხლის შედედებას.

ზედმეტი გლუკოზა ინსულინს მიაქვს ცხიმის ქსოვილებში, სწორედ ამიტომ, როცა ადამიანი მოიხმარს ბევრ ტკბილს მას აქვს ზედმეტი წონა.

როცა ზიან დიეტაზე, თითქმის არაფერს არ ჭამენ დღის განმავლობაში, მაგრამ საღამოს ჭამენ ცოტა ხილს და შოკოლადს. ასეთი კვებით ბევრ კალორიას ვერ მიიღებ, მაგრამ როცა მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამ, სისხლში შაქრის დონე დაბალია და როგორც კი მიიღებ მარტივ ნახშირწყლებს შაქრის დონე მკვეთრად გაიზრდება. შესაბამისად ორგანიზმი მკვეთრად გამოყოფს ინსულინს და ინსულინი ამ გლუკოზას გადაიტანს ცხიმის ქსოვილში, სადაც ინახავს მარაგის სახით. უფრო მეტიც, ეს პროცესი ავტომატურად გრძელდება, ინსულინის გამომუშავება მუდმივად გრძელდება. ორგანიზმი ინსულინის მკვეთრ მომატებაზე პასუხობს შესაბამისად, შემდგომი საკვების მიღებაც წავა ცხიმის მარაგში. ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ ხშირად ჭამას, 3-4 საათში ერთხელ, ნახშირწყლები მივიღოთ უფრო ნელი ნახშირწყლების სახით და არ მივიღოთ ბევრი ტკბილეულობა.

აქვე შევეხოთ ცილოვან–ნახშირწყლოვან ფანჯარას. ეს არის 40 წთ. პერიოდი ვარჯიშის შემდეგ. ვარჯიშზე ამოწურეთ გლიკოგენის მარაგი ღვიძლში და კუნთებში. ვარჯიშის მერე თუ ჩვენ მივიღებთ ნახშირწყლებს ცილებთან ერთად, ჩვენ სწრაფად აღვადგენთ გლიკოგენის მარაგს ღვიძლში და კუნთებში. ამ დროს ინსულინი გლიკოგენს არ წარმართავს ცხიმის უჯრედში, საკვებიდან მიღებულ ნივთიერებებს და მათ შორის ამინომჟავებს ის გადაიტანს კუნთის უჯრედში. თუ ადამიანმა ნორმალურად არ მიიღო საკვები და არ გამოიძინა (ღამე მიმდინარეობს ძირითადი ჰორმონების გამომუშავება), მისი კუნთები ცარიელია გლიკოგენისგან და ადამიანი სწრაფად იღლება.

(არის მოსაზრება, რომ ვარჯიშის მერე ნახშირწყლების მიღებით ვბლოკავთ ზრდის ჰორმონის მოქმედებას, ნახშირწყლოვანი ფანჯარა კი გრძელდება 12 სთ. და მეტ ხანსაც. ამის საპასუხოდ: ვარჯიშის შედეგად აქტიურად გამოიყოფა სტრესის ჰორმონები ადრენალინი და კორტიზოლი, რომელთა ანტაგონისტია ინსულინი, რომელიც ბლოკავს სტრესის ჰორმონებს. ინსულინისთვის კი საჭიროა შაქრის აწევა სისხლში, ანუ სწრაფი ნახშირწყალი)

ბბ-ში ინსულინს იყენებენ მისი ანაბოლური ეფექტის გამო. ინსულინი ზრდის უჯრედის მემბრანის გამტარობას გლუკოზის შეღწევისთვის, ააქტიურებს გლიკოლიზის ფერმენტებს, სტიმულს აძლევს ღვიძლში და კუნთში გლუკოზიდან გლიკოგენის წარმოქმნას. აძლიერებს ცილის და ცხიმის სინთეზს.

ინსულინი ახშობს გლიკოგენის და ცხიმის დამშლელი ფერმენტების აქტივობას, ანუ ანაბოლური მოქმედების გარდა ინსულინი ფლობს ანტიკატაბოლურ ეფექტსაც.

არის შეხედულება, რომ ინსულინი არის ყველაზე ეფექტური პრეპარატი კუნთის ზრდაში, შემდეგ მოდიან სტეროიდები და ზრდის ჰორმონი. რაც შეეხება მყესებს, ჯერ მოდის ზრდის ჰორმონი, სტეროიდები და მერე ინსულინი.

რატომ არის ინსულინი სტეროიდზე ეფექტური?

ინსულინი არის მთავარი სატრანსპორტო ჰორმონი, ის ამარაგებს უჯრედებს ზრდისთვის საჭირო მკვებავი ნივთიერებებით. ნახშირწყლები არის ენერგიის წყარო, ამინომჟავები კი კუნთის საშენი მასალა. ინსულინს აქვს ანტიკატაბოლური თვისებებიც. ის ეწინააღმდეგება კუნთის უჯრედების დაშლას ვარჯიშზე და ვარჯიშის მერე.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც იყენებენ ინსულინს ბბ-ბი. ისინი იღებენ დიდი რაოდენობით საკვებს და მათ შორის სწრაფ ნახშირწყლებს. ამიტომ მათი კუჭქვეშა ჯირკვალი გადატვირთულია და მუდმივად გამოიმუშავებს ინსულინს დიდი დოზებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი. ამიტომ თავი რომ დაიცვან დიაბეტისგან ბბ-ები იკეთებენ ინსულინს მცირე დოზებით.

ინსულინის გამოყენება საშიშია, რისგანაც ბევრი ბბ-რია გარდაცვლილი. ისინი ვარდებიან გლიკემიურ კომაში, რაც იწვევს სიკვდილს.

Tags:გლიკოგენიგლუკოზაზრდის ჰორმონიინსულინიკუჭუკანა ჯირყვალიპანკრეასისტეროიდებიფერმენტებიშაქრიანი დიაბეტიცილის სინთეზიცილოვან-ნახშირწყლოვანი ფანჯარაცხიმის დეპოცხიმის სინთეზი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რამდენი გამეორება უნდა გაკეთდეს სხვადასხვა კუნთზე? (კუნთის ზრდისთვის)

  • January 27, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
მაქსიმუმის 30%-ით ვარჯიშით ნელი ბოჭკოები უკეთესად იზრდება, ვიდრე სწრაფი ბოჭკოები და პირიქით, 50%-ზე მეტი წონით ვარჯიშისას სწრაფი ბოჭკოები...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022
მკერდის სავარჯიშო პროგრამა FST-7
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.