დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • პერიოდიზაცია ბოდიბილდინგში. სწორხაზოვანი პერიოდიზაცია.

დამწყებებისთვის

17 Mar

პერიოდიზაცია ბოდიბილდინგში. სწორხაზოვანი პერიოდიზაცია.

  • In დამწყებებისთვის

წლების განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ დგება მომენტი, როცა სპორტსმენი მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს და სავარჯიშო წონების პროგრესი შეჩერდება. ამ დროს უნდა გამოიყენოთ პერიოდიზაცია, უნდა შეამციროთ სავარჯიშო წონები, რათა ორგანიზმმა შეძლოს დასვენება და ძალების აღდგენა, ასე პროგრესი უფრო სწრაფად მიიღწევა და გამოირიცხება სავარჯიშო პლატო, წინსვლის შეჩერება. რამოდენიმე ხნის შემდეგ თანდათანობით უმატებთ წონას. ვარჯიშის ინტენსიურობის ასეთი ცვლილება დადებითად მოქმედებს მასის და ძალის მომატებაზე.

პერიოდიზაცია არის განსხვავებული სავარჯიშო სქემებით ვარჯიში გარკვეული დროის პერიოდის (ციკლების) მონაცვლეობით.

დამწყებებს პერიოდიზაცია არ სჭირდებათ, რადგან მათი სავარჯიშო წონები შორსაა მაქსიმალურიდან და ვერ გამოიწვევს ორგანიზმის გამოფიტვას. რაც შეეხებათ გამოცდილ ათლეტებს, პერიოდიზაცია აუცილებელია.

პერიოდიზაციას უნდა ქონდეს კონკრეტული მიზანი, არ შეიძლება ერთდროულად მასაზეც იმუშავოთ და გამოშრობაზეც, ან ძალაზე. როცა მიაღწევთ კონკრეტულ შედეგს, მერე გადადიხართ შემდეგ მიზანზე.

დღეისათვის არსებობს სავარჯიშო გეგმის შედგენის სხვადასხვა შეხედულებები.

რაში მდგომარეობს ეს პრინციპები და როგორ გამოვიყენოთ პრაქტიკაში?

განვიხილოთ სწორხაზოვანი პერიოდიზაცია (მომავალში სხვა პერიოდიზაციებსაც შემოგთავაზებთ). მისი დედააზრი მდგომარეობს თანდათანობით წონის გაზრდასა და პარალელურად გამეორებების შემცირებაში. ციკლის დასაწყისში ვიღებთ შედარებით დაბალ წონებს. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს სპორტსმენს აღიდგინოს ძალები.

მაგ. ავიღოთ წოლჭიმი. ვთქვათ შეგიძლიათ 100 კგ-ის შტანგა აწიოთ 6-ჯერ. პირველ ვარჯიშზე იღებთ 70 კგ-ით 10 გამეორება, მეორე ვარჯიში – 80*10, მესამე – 90*8, მეოთხე – 95*8, მეხუთე – 100*6, მეექვსე – 105*6, მეშვიდე – 110*5 და მეერვე -115*4 გამეორება. შემდეგ იწყება ახალი ციკლი, ოღონდ 80 კგ-დან. ეს სქემა შეიძლება გამოიყენოთ სხვა ვარჯიშებზეც.

ბბ-ები იყენებენ 6 თვეზე გათვლილ პერიოდიზაციის შემდეგ ციკლს:

1. ძალისმიერი პერიოდი – 3-4 კვირა
2.
მასაზე ვარჯიში – 8-12 კვირა
3.
გამოშრობა 8-10 კვირა

ყველა ფაზა წარმოდგენილია სავარჯიშო კვირეებით, რომლებშიც არის მიკროციკლები. ნახევარწლიან პერიოდს ეძახიან მაკროციკლს. ამ ციკლის სახელწოდებაა კლასიკური, ან სწორხაზოვანი.

ბბ-ში ასევე გამოიყენება ერთკვირიანი პერიოდიზაცია. ანუ მაკროციკლი იკუმშება 1-2 კვირაში. ეს საშუალებას იძლევა თანაბარი დრო დავუთმოთ ძალის და გამძლეობის განვითარებას. მაგ. ერთი კვირა ვმუშაობთ ძალაზე მაქსიმალური წონებით და ცოტა გამეორებებით, ხოლო მეორე კვირას გამძლეობაზე, წონები მცირდება 60-80%-მდე, მაგრამ მატულობს გამეორებები.

გამოცდილმა სპორტსმენებმა არ უნდა ივარჯიშონ მხოლოდ მაქსიმალური წონებით, მათ უნდა იარონ ტალღისებურად, ასე პროგრესი უფრო სწრაფად მიიღწევა და გამოირიცხება სავარჯიშო პლატო. შემდეგში გაგაცნობთ ტალღურ პერიოდიზაციას.

Tags:პერიოდიზაციასავარჯიშო პლატოსწორხაზოვანი პერიოდიზაცია
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.