სასარგებლო და მავნე ცხიმები.
გახდომისას უშვებენ შეცდომას, როცა საერთოდ იღებენ ცხიმებს რაციონიდან.
ცხიმები უჯრედის ერთერთი მთავარი კომპონენტია, მონაწილეობს მემბრანის ფორმირებაში. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობენ ჰორმონების წარმოქმნასა და ფუნქციონირებაში. ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ჰორმონალური ფონის დარღვევას პროვოცირებს.
სასარგებლო და შეუცვლელი ცხიმებია არანაჯერი ცხიმები. მავნე ცხიმებად თვლიან ნაჯერ ცხიმებს.
ნაჯერი ცხიმები.
ნაჯერ ცხიმებს შეიცავს ხორცის და რძის ნაწარმი. ცხოველური ცხიმების მთავარი მავნე კომპონენტია ქოლესტერინი. ნაჯერი ცხიმების მოლეკულები გაჯერებულია წყალბადით, ისინი სისხლში მოხვედრისას წარმოქმნიან სფეროსებურ შენაერთს, რომლებიც ადვილად გროვდება ცხიმის ქსოვილებში. გავრცელებულია ასევე მცდარი მოსაზრება, რომ ნაჯერი ცხიმები იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს და სიმსუქნეს. ამიტომ მათ მიიჩნევენ მავნე ცხიმებად და ცდილობენ მთლიანად ამოიღებას.
მხოლოდ ტრანს–ცხიმებმა შეიძლება გამოიწვიოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი, რაც ნაჯერ ცხიმებში არ შეიმჩნევა. ხორციც და კვერცხიც შეიცავენ ისეთ ცხოველურ ცხიმებს, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ცხიმოვან მჟავებს.
ცხოველური ცხიმების დიდი რაოდენობით გამოყენება დაგიგროვებთ ცხიმს ისევე, როგორც ნახშირწყლების დიდი რაოდენობა – თუმცა ნაჯერი ცხიმების ზომიერად მიღება თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
ნაჯერი ცხიმების დადებითი მხარეები:
1. ენერგიის წყაროა ორგანიზმისთვის.
2. მონაწილეობს ჰორმონების სინთეზსა და უჯრედების მემბრანების მშენებლობაში.
3. ხელს უწყობს ვიტამინების და მიკროელემენტების ათვისებას.
4. დადებითად მოქმედებს ქალებში რეპროდუქციულ სისტემაზე და ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზაციას.
პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ნაჯერ ცხიმებს:
ნაღების კარაქი. ერბო და რძის პროდუქტები, კვერცხი;
ხორცი და ცხოველური ცხიმები;
პალმის, ქოქოსის და კაკაოს ზეთი;
არანაჯერი ცხიმები.
ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს არანაჯერ ცხიმებს, ამიტომ უნდა მივიღოთ საკვებიდან. ნაჯერი ცხიმებისგან განსხვავებით არანაჯერი ცხიმების მოლეკულები სისხლში მოხვედრისას არ ერთიანდებიან, ამიტომ თავისუფლად გადადგილდებიან არტერიაში.
არანაჯერი ცხიმები იყოფა: მონო–არანაჯერი ომეგა-9 და ნახევრად არანაჯერი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმებად.
მონო–არანაჯერი ცხიმების დადებითი მხარეები:
1. მონაწილეობენ სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებაში და „კარგი“ ქოლესტერინის გაზრდაში, რითაც ამცირებენ გულის დაავადებების და ათეროსკლეროზის რისკს.
2. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
3. დადებითად მოქმედებს გულზე.
მონო–არანაჯერი, ომეგა-9 ცხიმების შემცველი პროდუქტებია:
მცენარეული ზეთი – ზეითუნის, არაქისის, მზესუმზირის ზეთი.
ავოკადო;
ზეთისხილი;
თხილეული (არაქისი, ნუში და სხვ.);
ფრინველის ხორცი.
ნახევრად არანაჯერი–ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმები:
1. აუმჯობესებს იმუნიტეტს.
2. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.
3. ემსახურება სიმსივნის უჯრედების წარმოქმნის პროფილაქტიკას.
4. ამაღლებს კანის სინოტივეს და სირბილეს.
გვირჩევენ მოვიხმაროთ ორჯერ მეტი ომეგა-3, ვიდრე ომეგა-6 (მცენარეული ზეთი).
ომეგა-3 ცხიმების შემცველი პროდუქტები:
თევზი და თევზის ქონი;
სელის ზეთი;
ნიგოზის ზეთი;
ხორბლის ზეთი.
ნახევრად არანაჯერი–ომეგა-6 ცხიმები:
მზესუმზირის ზეთი;
სიმინდის ზეთი;
მზესუმზირა და თხილეული;
სოიოს ზეთი.
ზეთის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რისი ზეთია, არამედ როგორ არის მიღებული ზეთი.
ნედლეულიდან (ზეთისხილი, მზესუმზირა, სიმინდი, სოიო) ზეთის მიღება შესაძლებელია დაწნეხვით ან ექსტრაქციის მეთოდით, ანუ გამხსნელში (ბენზინი, დიქლორეთანი და სხვა) გახსნით. დაწნეხვით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა. ექსტრაქციით მიღებული, უფრო იაფია ვინაიდან ზეთის მეტ გამოსავალს იძლევა, მაგრამ ბევრად უფრო ღარიბია სასარგებლი ნივთიერებებით. გარდა ამისა ასეთ ზეთში შეიძლება იყოს გამხსნელი ნივთიერების ნარჩენები.
ზეთის ხარისხისთვის აგრეთვე მნიშვნელოვანია ცივად დაწნეხეს ნედლეული, თუ გააცხელეს (მოხალეს) დაწნეხვის წინ. გაცხელება ნედლეულიდან ზეთის გამოსავალს ზრდის, თუმცა ზეთში კანცეროგენული ნივთიერებების მოხვედრის შანსიც იზრდება. ამიტომ ცივი დაწნეხვით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცხელი დაწნეხვით მიღებული.
ზეთის გამოწურვის შემდეგ მას ფილტრავენ. თუ იყენებენ მხოლოდ ფიზიკურ მეთოდებს (გაფილტვრა, სალექარში გაჩერება და ნალექის მოშორება) – ზეთის ხარისხი მხოლოდ უმჯობესდება.
თუმცა ამის შემდეგ ხშირად იყენებენ ზეთის ქიმიურ გაწმენდას, ანუ რაფინირებას. სრულ რაფინაციას ექვემდებარება ექსტრაქციით მიღებული ზეთები. რაფინირებას იმიტომ მიმართავენ, რომ ასეთი გაწმენდის გარეშე ზეთი დიდხანს არ ინახება და კულინარულ დამუშავებასაც ცუდად იტანს (გაცხელებისას შეიძლება აქაფდეს). თუმცა ქიმიური გაწმენდისას ზეთი ადამიანისთვის სასარგებლო ბევრ ნივთიერებას კარგავს და ნაკლებად სასარგებლოა. არ არის გამორიცხული ქიმიური დამუშავებისას ზეთში ქიმიური ნივთიერებების მოხვედრაც.
ნაჯერი და არანაჯერი ცხიმების გარდა არსებობენ ტრანს–ცხიმები – ყველაზე მავნე ცხიმები.