ტრანს – ცხიმები.
მწარმოებლებმა მოინდომეს მიეღოთ ძვირადღირებული ნაღების კარაქის იაფფასიანი ანალოგი – მარგარინი. აიღეს ყველაზე იაფფასიანი მცენარეული, არანაჯერი ზეთი და გააჯერეს წყალბადით, რის შედეგადაც ზეთი გარდაიქმნა მყარ ნაჯერ ცხიმად – მარგარინად.
ტრანს-ცხიმები მიიღება არანაჯერი ცხიმების მაღალ ტემპერატურაზე ჰიდროგენიზაციით (წყალბადის დამატებით). გაცხელებით და ჰიდროგენიზაციით მცენარეული ზეთი მყარ მარგარინად გადაიქცა, ანუ არანაჯერი ცხიმი გახდა ნაჯერი ცხიმი.
მარგარინს ასევე ეძახიან: მყარი სინთეტიკური ცხიმი;
ჰიდროგენიზირებული მცენარეული ცხიმი. ტრანს–ცხიმი;
ცუდი ისაა, რომ არანაჯერი ცხიმის მოლეკულა გაჯერებისას დაიგრიხა, მიიღო ტრანსკონფიგურაცია. ამიტომ ქვია მათ ტრას-ცხიმები. ეს არის სახიფათო – მოლეკულის დაგრეხა და ტრანსფორმირება. რადგან ბუნებაში არ არსებობს ასეთი ცხიმები, მარგარინი არის სინთეტიკური ცხიმი. ორგანიზმს არ შეუძლია გადაამუშავოს ასეთი ცხიმები, იმიტომ რომ ისინი სინთეტიკურია. ორგანიზმში ყველაფერი და მათ შორის ფერმენტების სისტემაც მოწყობილია ბუნებრივი და არა ხელოვნური ცხიმების დაშლაზე.
ორგანიზმს არ შეუძლია გაარჩიოს ტრანს–ცხიმი ნორმალური ცხიმისაგან და იყენებს ყველა ბიოქიმიურ პროცესებში როგორც ბუნებრივ ცხიმს.
ცხიმების ფუნქციებია: ენერგეტიკული ფუნქცია, ტვინის მშენებლობა, სხვადასხვა ქსოვილების მშენებლობა, სუნთქვის ფუნქცია, ჰორმონების გამომუშავება. ტრანს-ცხიმები არ არის ნამდვილი ცხიმები, ჩვენი სხეულის სამშენებლო მასალა არასრულფასოვანია და ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. უჯრედების მემბრანა შედგება ცხიმებისაგან და თუ მის ადგილზე აღმოჩნდება ტრანს–ცხიმი, ასეთი უჯრედი სიმსივნის პოტენციური უჯრედი ხდება. ამიტომ ტრანს-ცხიმების მოხმარებით სხეულის ბევრი ფუნქცია შეიძლება მოიშალოს. ტრანს-ცხიმები სიმსივნის და იმუნური სისტემის დაავადებების გამომწვევია.
ტრანს – ცხიმები ზრდიან „ ცუდი“ ქოლესტერინის დონეს სისხლში, არღვევენ უჯრედების მემბრანულ ნორმალურ მუშაობას, ხელს უწყობენ სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, ზრდის გულის დაავადების და უშვილობის რისკს, უარყოფითად მოქმედებს პოტენციაზე. ხელს უწყობს მეორე ტიპის დიაბეტის, ათეროსკლეროზის, ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას და სიმსუქნეს.
სხეული აგროვებს ცხიმს იმ ფორმით, რა ფორმითაც იღებს და მიღებული ტრანს–ცხიმი გროვდება როგორც ტრანს–ცხიმი, რომლის დაშლაც უჭირს ჩვენ სხეულს.
ვნახოთ რომელ პროდუქტებშია ტრანს–ცხიმები.
სპეციალურად ტრანს-ცხიმებს არავინ არ ამზადებს. რაფინირებული მცენარეული ზეთები არ შეიცავს ტრანს-ცხიმებს. ზეთის თერმული დამუშავების დროსაც არ წარმოიქმნება ტრანს–ცხიმები. რაფინირებული მცენარეული ზეთები ტრანს-ცხიმებს არ შეიცავს (ისევე, როგორც ქოლესტერინს), იმიტომ რომ:
ის არ არის მყარი;
ზეთის რაფინირება, ანუ გაწმენდა სულ სხვა პროცესია ჰიდროგენიზაციისგან განსხვავებით;
ზეთების თერმული დამუშავებით ტრანს–ცხიმები არ წარმოიშობა, ის ხდება კანცეროგენული.
რომელი პროდუქტები შეიცავენ ტრანს–ცხიმებს.
მარგარინი და მასზე მომზადებული პროდუქტი. რძის პროდუქტების უმრავლესობა შეიცავს მარგარინს, მწარმოებელი არ უთითებს პროდუქტში ტრანს-ცხიმების რაოდენობას. მაგ. მდნარი ყველი, ხაჭო, მაიონეზი, არაჟანი რომელთა შემადგენლობაში წერია მცენარეული ზეთი და არ წერია ტრანს-ცხიმი. თუ ასეთი პროდუქტი მყარია, არ დნება და ფორმას არ კარგავს ე.ი. იქ მარგარინია. ნაყინშიც ტრანს-ცხიმებია. თუ აწერია ჰიდროგენიზირებული ცხიმი, ესეც ტრანს-ცხიმია.
თუ პროდუქტში არ უნდა იყოს მცენარეული ზეთი და მაინც აწერია, მაშინ აქ არის მარგარინი სქელი მასის მისაღებად. ან თუ პროდუქტის შემადგენლობაში უნდა იყოს მცენარეული ზეთი, მაგრამ ის არის ძალიან სქელი და მკვრივი, მაშინ აქაც მარგარინია.
ყველა გამოცხობილი ნაწარმი, ხაჭაპურები, ტორტები, ნამცხვრები, ფასთ–ფუდები ყველაფერი მზადდება მარგარინზე, რადგან ნაღების კარაქს არავინ იყენებს მისი სიძვირის გამო.