დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • გენეტიკის როლი ბოდიბილდინგში (პირველი ნაწილი).

დამწყებებისთვის

18 Mar

გენეტიკის როლი ბოდიბილდინგში (პირველი ნაწილი).

  • In დამწყებებისთვის

გენეტიკა მნიშვნელოვანია სპორტის ყველა სახეობაში. გენეტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს ბბ-შიც. მარტო ვარჯიში არ არის საკმარისი, უნდა გვქონდეს კუნთის ზრდისთვის შესაფერისი მონაცემები. ზოგ ბბ-ს აქვს პრესის 6 კუბიკი, ზოგს 8. ესეც გენეტიკის დამსახურებაა და არა ვარჯიშის შედეგად გაზრდილი კიდევ 2 კუბიკი.

თუ შევადარებთ 2 ათლეტს, რომლებსაც აქვთ ერთი ასაკი, სიმაღლე, წონა, ერთად დაიწყეს ვარჯიში და ერთი წლის შემდეგ ერთერთმა გაცილებით მეტი მოიმატა მასაში, ეს უკვე გენეტიკის დამსახურებაა.

ვისაც არ აქვს კარგი გენეტიკა და ხედავს კარგი მონაცემების ათლეტს, გონია, რომ ეს სტეროიდების დამსახურებაა. მას არ უნდა აღიაროს, რომ არსებობენ კარგი ბუნებრივი მონაცემების ათლეტები. გენეტიკა მნიშვნელოვანია როგორც ნატურალისთვის, ასევე ქიმიკოსისთვის.

ადამიანები ვერ აფასებენ თავის გენეტიკას. შეიძლება არ გქონდეს ბბ-თვის კარგი გენეტიკა, მაგრამ საუკეთესო იყო სპორტის სხვა სახეობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები.

ისე არ გაიგოთ, რომ თუ არ გაქვთ კარგი გენეტიკა, თავი უნდა დაანებოთ ბბ-ში ვარჯიშს. თუ ვინმეს აქვს კარგი გენეტიკა და არ აქვს მოტივაცია, ცუდი გენეტიკით შეიძლება აჯობოთ კიდეც მას.

ბბ-ში ყველაზე კარგი მოტივაციაა შედეგი – როცა ხედავ შედეგს, ეს გაძლევს სტიმულს მეტი ივარჯიშო. ვისაც აქვს კარგი გენეტიკა და ადვილად აღწევს შედეგს, აცდენს ვარჯიშს, არ იცავს რეჟიმს, მისი ტალანტი იკარგება.

გენეტიკაში იგულისხმება პროპორციები, მეტაბოლიზმი, კუნთის სიგრძე, კუნთების სტრუქტურა – რამდენად სავსეა, დამაგრება ძვალზე, ნელი და სწრაფი ბოჭკოების თანაფარდობა, მიოსტატინის დონე, ფასციების დრეკადობა და ა.შ.

ჩვენ შეგვიძლია მივცეთ კუნთს ფორმა, მაგრამ მოკლე კუნთი ვერ გახდება გრძელი, ან ვარჯიშით არ შეიცვლება პროპორციები, ნელი და სწრაფი ბოჭკოების თანაფარდობა. შეგვიძლია ასევე მცირედით შევცვალოთ მეტაბოლიზმი, ეკტომორფი ან ენდომორფი მივუახლოვოთ მეზომორფს, თუმცა დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება რომ წარმატებას მივაღწიოთ ბბ-ში, ვიდრე ეს მეზომორფისთვისაა შესაძლებელი.

შეიძლება თუ არა ერთი შეხედვით განვსაზღვროთ კუნთის ზრდის პოტენციალი და ათლეტში ამოვიცნოთ მომავალი ბბ–რი?

ფიტნესში გენეტიკა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც პროფესიონალურ ბბ-ში. შეჯიბრის დონეზე გენეტიკა გადამწყვეტია, სცენაზე ყველაფერი ჩანს. ბბ-ების ელიტა გამორჩეულები არიან გენეტიკურად, ასეთები მილიონებში ერთეულები იბადებიან.

კარგ ტრენერს შეუძლია შეარჩიოს ყველაზე კარგი პოტენციალის მქონე ათლეტი, ვისაც უფრო სწრაფად გაეზრდება კუნთები. ბბ-ში ყველაზე კარგი ტიპია მეზომორფი, რომელსაც აქვს სწრაფი ბოჭკოების მეორე ტიპი, ეკტომორფი შედგება ნელი ბოჭკოებისგან და ნელა გაიზრდება.

ბბ-ში მნიშვნელოვანია პროპორციები. ძვლები ასახავს პოტენციალს ბბ-ში. განიერი მხრები, დიდი მკერდის უჯრედი. ფეხების და ტანის თანაფარდობა. მენჯის ძვლები უნდა იყოს ვიწრო, რათა წელი იყოს წვრილი, ფეხის ძვლები უნდა იყოს სწორი. ძალიან დაბალი ათლეტი, ისევე როგორც ძალიან მაღალი, ან არაპროპორციულად გრძელი ტანი და მოკლე ფეხები, განიერი მენჯები, ვიწრო მხრები არ იქნება ლამაზი სცენაზე. მხრებსა და მენჯების სიგანეს შორის უნდა იყოს აშკარა განსხვავება. ვიწრო წელი, თხელი კანი, არ არის ზედმეტად განვითარებული მუცლის გვერდითა ირიბი კუნთები, წვრილი მუხლი. კუნთის გრძელი კონები, რომელიც იწყება პირდაპირ სახსრიდან.

არის ბევრი ფაქტორი, რაც თავიდანვე ჩადებულია დნმ-ში და ან შეგიწყობენ, ან ხელს შეგიშლიან კუნთის ზრდაში. მაგ. თუ თქვენ თავიდანვე კუნთში 2-ჯერ მეტი ბოჭკოები, ან კაპილარები გექნებათ ვიდრე მე, მაშინ თქვენი კუნთები უფრო სწრაფად გაიზრდება და უფრო დიდი გახდება, ვიდრე ჩემი. თუ კუნთი დამაგრებული გაქვთ უფრო მომგებიან წერტილში ვიდრე მე, მაშინ თქვენი კუნთი უკეთესად გაიზრდება. თუ ჩემ კუჭ-ნაწლავში გამომუშავდება ნაკლები ფერმენტები, ვიდრე თქვენსაში, მაშინ თქვენი ცილის სინთეზი გაცილებით სწრაფად წავა, ვიდრე ჩემი. თუ ჩემში გამოიყოფა მეტი კორტიზოლი და მიოსტატინი, მაშინ თქვენ უფრო დიდ კუნთს გაზრდით, ვიდრე მე. თუ ჩემი ტესტოსტერონის ყოვედღიური გამომუშავება არის 5 მგ. ხოლო თქვენი 10 მგ-ია, მაშინ თქვენ უფრო მალე მოიმატებთ მასაში.

ხშირად ბბ-ბი სცენაზე უფრო დიდები ჩანან, ვიდრე სინამდვილეში არიან. კუნთების მრგვალი ფორმები, მოკლე მყესები, განიერი მხრები ვიწრო წელთან შედარებით, შუქჩრდილები ქმნის ილუზიას, თითქოს ისინი ძალიან დიდები არიან.

თუ თქვენ გაქვთ მოკლე კუნთები არ არსებობს საშუალება, რომ ისინი დაგრძელდეს. კუნთის დამაგრებას, ფორმას, სიგრძეს თქვენ ვერ შეცვლით სტეროიდებით, ამას ვერც ზრდის ჰორმონით და ინსულინით შეძლებთ და ვერც სინტოლი გიშველით.

გაგრძელება მეორე ნაწილში.

Tags:გენეტიკამიოსტატინი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.