დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • ბოლო ცხიმის მოშორება მუცლიდან. რა არის ჩიტ მილი (Cheat meal).

გახდომა

18 Mar

ბოლო ცხიმის მოშორება მუცლიდან. რა არის ჩიტ მილი (Cheat meal).

  • In გახდომა

ყველას გვქონია მსგავსი პრობლემა, როცა ადვილად ვიწყებთ გახდომას და მერე თანდათან უფრო გვიჭირს ცხიმის დაწვა და ბოლო კგ-ებს ვერანაირად ვერ ვიშორებთ. მოდით ჯერ გავერკვეთ მიზეზებში და მერე გავიგოთ როგორ ვებრძოლოთ ამ მიზეზებს.

ერთერთი მიზეზი არის ინსულინი. ინსულინი ხელს უშლის ცხიმის წვას და აგროვებს ცხიმს ორგანიზმში. რაც მეტს ვიკლებთ წონაში, მით ნაკლები ცხიმი გვრჩება და მით ნაკლები ინსულინია საჭირო, რომ არ შეჩერდეს ცხიმის წვა. 

ცხიმის უჯრედის რეცეპტორს ჰორმონი მოერგება როგორც გასაღები კლიტეს, მაგრამ ყველა ჰორმონი ვერ შედის კონტაქტში რეცეპტორთან. სულ რამდენ ჰორმონზე რეგირებენ რეცეპტორები დამოკიდებულია მათ მგრძნობელობაზე. რეცეპტორების მგრძნობელობა ინსულინზე დამოკიდებულია თუ რამდენი ცხიმი გვაქვს ორგანიზმში. რაც მეტი ცხიმი გვაქვს, მით ნაკლებია ინსულინის მიმართ მგრძნობელობა. ამას უწოდებენ ინსულინ რეზისტენტობას.

ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად ვხდებით, მით უფრო რთული ხდება ცხიმის დაწვა მუცელზე. თუ კი დიეტის დასაწყისში შეიძლებოდა რაიმე ტკბილის ჭამა და წონა მცირდებოდა, უკვე დიეტის ბოლოს ესეთი კვებით წონას ვეღარ ვიკლებთ. ინსულინი, რომელიც გამომუშავდება უკვე საკმარისი გახდა, რათა შეაჩეროს ლიპოლიზი.

მეორე, ცხიმის უჯრედის ზედაპირზე არის სხვადასხვა რეცეპტორები, რომელთა ნაწილი პასუხისმგებელია ლიპოლიზზე, ცხიმის დაშლაზე, ხოლო ნაწილი ცხიმის დაგროვებაზე, ლიპოგენეზზე. არის ბეტა 1 რეცეპტ-ები რომლებიც პასუხს აგებენ ლიპოლიზზე და არის ალფა 2 რეცეპტ-ები, რომლებიც ხელს გვიშლიან ცხიმის წვაში.

ჩვენ გვაქვს სხეულზე ადგილები, სადაც ცხიმი სწრაფად გროვდება და იწვება ცუდად. ეს ადგილები განისაზღვრება გენეტიკურად. ცხიმის დაგროვება ხდება იქ, სადაც ალფა 2 რეცეპტორები მეტია, ვიდრე ბეტა 1.

თქვენ ხდებოდით კარგად იქ, სადაც ბეტა 1 იყო მეტი და შემდგომში დაკლება თანდათან შენელდა, რადგან მივადექით იმ ადგილებს, სადაც ალფა 2 რეცეპტ-ები მეტია, ვიდრე ბეტა 1. ალფა და ბეტა რეცეპტორებს შორის პროპორცია სხვადასხვა ქსოვილებში სხვადასხვაა. მაგ. ქალებს წელს ქვევით 9-ჯერ მეტი ალფა რეცეპტორები აქვთ, ვიდრე წელს ზევით, ამიტომ ქალებს უჭირთ წელს ქვევით გახდომა.

არის კიდევ დესენსიტიზაცია – მგრძნობელობის შესუსტება. ალფა 2 და ბეტა 1 რეცეპტ-ბზე მოქმედებს ნივთიერება კატექოლამინი – ადრენალინი და ნორადრენალინი. დესენსიტიზაცია არის რეცეპტორების მგრძნობელობის დაკარგვა კატექოლამინის მიმართ. ანუ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა იმატებს, ხოლო კატექოლამინის მიმართ, რომელიც გვეხმარება გახდომაში, მგრძნობელობა კლებულობს. 

ეს ყველაფერი თანდათან ანელებს წონის კლებას, სანამ არ მივადგებით წერტილს, როცა წონა აღარ იძვრის, რასაც დიეტურ პლატოს ეძახიან. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სიტუაცია, როცა ალფა რეცეპტორების მგრძნობელობა დაითრგუნება, ხოლო ადრენალინის და ნორადრენალინის რაოდენობა მოიმატებს, რომელიც გაუშვებს ცხიმის დაშლის პროცესს და რომელიც გამომუშავდება დაბალი ინსულინის პირობებში და სტრესის დროს, მაგ. ძალისმიერი ვარჯიშის დროს.

გახდომა თანდათან რომ ნელდება, ეს არ ნიშნავს რომ რაღაცას ისე არ აკეთებთ. პრობლემური ზონები რომ ბოლოს მიდის, ეს ნორმალურია. ნუ უყურებთ იმათ, ვისაც გენეტიკურად ერგოთ სხეული ნაკლები ალფა 2 რეცეპტორებით და აქვთ გამოკვეთილი პრესი.

სწრაფად გახდომის მიზნით არასოდეს არ მიმართოთ ყველა ხერხს ერთდროულად, თქვენ სწრაფად დაიკლებთ პირველ კგრ-ებს, მაგრამ მერე წონა გაიყინება ერთ ადგილზე იმიტომ, რომ კატექოლამინების დიდი რაოდენობის გამო მალე დადგება დესენსიტიზაცია და რეცეპტორები დაკარგავენ მგრძნობელობას. რაც უფრო ნელა და თანდათანობით შეამცირებთ ნახშირწყლებს და კალორიულობას, მხოლოდ 1-2 თვის შემდეგ დაიწყებთ ცხიმისმწველების გამოყენებას, მით მეტ ცხიმს დაწვავთ გახდომის ყოველ ეტაპზე.

ეს პროცესი ყველასთან ინდივიდუალურია, მაგრამ როცა ყველა ინსტრუმენტი უკვე გამოყენებულია და წონა გაიყინა, აუცილებელია გააკეთოთ პაუზა. ანუ თქვენ სრულიად შეგნებულად ოდნავ მოუმატეთ ნახშირწყლებს და გაზარდეთ კალორაჟი, რაც გამოიწვევს წონის მცირედით მომატებას. ეს იმისთვის კეთდება, რომ აღადგინოთ რეცეპტორების მგრძნობელობა კატექოლამინების მიმართ. ეს ეტაპი უნდა გაგრძელდეს 1-2 კვირა, რის შემდეგაც შეგიძლიათ ჩართოთ ცხიმისმწველებიც და კვლავ შექმნათ კალორიების დეფიციტი. ამას ეძახიან ჩიტ მილს (Cheat meal), როდესაც დაბალ ნახშირწყლოვანი, ან ცილოვანი დიეტის დროს შეგნებულად არღვევ დიეტას და ჭამ ყველაფერს რაც გინდა და რამდენიც გინდა. ამას აკეთებენ რამოდენიმე მიზნით: 1. აჩქარებს მეტაბოლიზმს, 2. ხსნის დიეტით გამოწვეულ ფსიქოლოგიურ სტრესს და 3. საჭმლის მომნელებელი სისტემის განტვირთვისთვის დიდი რაოდენობით ცილებისგან.

Tags:ალფა 2 რეცეპტორებიბეტა 1 რეცეპტორებიდესენსიტიზაციადიეტაინსულინიკატეხოლამინილიპოგენეზილიპოლიზირეცეპტორებიცხიმის დაგროვებაცხიმის დაშლაცხიმის მოშორება მუცლიდან
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.