დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვიტამინები და დანამატები
  • ვიტამინი D.

ვიტამინები და დანამატები

18 Mar

ვიტამინი D.

  • In ვიტამინები და დანამატები

ვიტამინი D.

ვიტამინი D მედიცინაში აღიარებულია როგორც ჰორმონი, რომელიც თავისი მნიშვნელობით შეიძლება ტესტოსტერონს გაუთანაბრდეს. ტესტოსტერონის მსგავსად ვიტამინი D პასუხს აგებს ორგანიზმში ცილების სინთეზზე. მამაკაცებს, ვისაც აქვთ ვიტამინ D-ს დაბალი დონე, მათ ტესტოსტერონის დონეც დაბალი აქვთ. ვიტამინი D ასტიმულირებს იმ ფერმენტს, რომელიც წარმოქმნის ტესტოსტერონს. 

ვიტამინი D ზრდის ტესტოსტერონის გამომუშავებას ორგანიზმში. დღეისათვის მამაკაცებში ხშირია ტესტოსტერონის დაბალი დონე, განსაკუთრებით ვისაც აწუხებს სიმსუქნე, წარმოუდგენელია მათი მკურნალობა ვიტამინ D-ს კომპენსაციის გარეშე.

ინსულინრეზისტენტობას და სიმსუქნეს უკავშირებენ ვიტამინ D დეფიციტს. ვიტამინი D ხელს უწყობს გახდომას სწორედ ცხიმის ხარჯზე. გარდა ამისა ის გავლენას ახდენს ჰორმონ ლეპტინზე (დანაყრების ჰორმონი), რითაც ასევე ხელს უწყობს წონის დაკლებას. დაბალკალორიული დიეტის დროს მისი მიღება დაგეხმარებათ 2-ჯერ სწრაფად დაიკლოთ წონაში.

ვიტამინი D საჭიროა ძვლების სიმაგრისათვის, ის ხელს უწყობს კალციუმის ათვისებას, გვიცავს ართრიტისა და ოსტეოპოროზისგან.

ორგანიზმის უჯრედები მელანოციტები გამოიმუშავებენ თავის ენდოგენურ ვიტამინ D-ს, რომელიც დამოკიდებულია მზის გამოსხივებაზე. ასევე საკმარისი არ არის, რომ ჩვენ ორგანიზმში მოხვდეს ვიტამინი D საკვებიდან, ამასთან ერთად ის უნდა გააქტიურდეს. ორგანიზმში ვიტამინი D2 ცირკულირებს და ხვდება კანის ქვეშ, სწორედ აქ ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად ის გარდაიქმნება ვიტამინ D3-ად, რომელიც უკვე აქტიურია. გამოდის რომ მზის გარეშე ვიტამინი D არ არის აქტიური და თუ არ ვართ ხშირად მზის ქვეშ ვიტამინი D არ გვყოფნის.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვიტამინი D მზის სხივებისგან სინთეზირდება და ეს საკმარისია ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა ცხელ ქვეყნებში ვიტამინ D-ს დეფიციტი უფრო საგრძნობია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გარუჯული კანი არ ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის უმეტესი დღეები მზიანია, ჩვენც გვაკლია ვიტამინი D.

რას იწვევს ვიტამინი D-ს ნაკლებობა.

ვიტამინი D-ს დეფიციტი აქვს უმრავლესობას, მისი ნორმა არის 90 ერთეული. მისი ნაკლებობა იწვევს: ონკოლოგიურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს, ჰიპერტონიას, რაქიტს, ასთმას, ართრიტს, დიაბეტს, უძილობას, დეპრესიას, კუნთების ტკივილს, ამცირებს სექსუალურ აქტიურობას.

რა დაავადებებისგან გვიცავს ვიტამინი D.

ვიტამინი D საჭიროა ჩვენი ტვინის ნორმალური მუშაობისათვის, ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისთვის როგორიცაა ალცჰეიმერის და პარკინსონის დაავადებები, გაფანტული სკლეროზი.

ვიტამინი D გვიცავს აუტოიმუნური დაავადებებისგან. ეს დაავადებები აზიანებს ჩვენი ნერვის მიელინურ გარსს, რომელიც იცავს ნერვულ იმპულსს გაფანტვისაგან. ორგანიზმში საკმარისი დოზით ვიტამინი D ამცირებს უმძიმესი აუტოიმუნური დაავადებების რისკს.

ვიტამინი D ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს. ასევე ზრდის იმუნიტეტს ონკოლოგიური დაავადებების მიმართ. გვიცავს გრიპისგან, ის ადამიანები ვინც იღებენ ამ პრეპარატს, ნაკლებად ინფიცირდებიან ვირუსული დაავადებებით.

ვიტამინი D გვიცავს ჰიპერტონიისგან, გულის იშემიური დაავადებებისგან, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტისგან – ამაღლებს უჯრედის რეცეპტორების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, ანუ ამცირებს ინსულინრეზისტენტობას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს როგორც II ტიპის დიაბეტი, ისე გულ–სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები.

ვიტამინ D-ს იყენებენ როგორც ძვლებისთვის საჭირო პრეპარატს, რათა ძვლები არ იყოს დაბრეცილი (რაქიტი).

იყენებენ უშვილობის, მათ შორის მამაკაცური უნაყოფობის მკურნალობისას. ვიტამინი D პასუხს აგებს სპერმატოზოიდის ხარისხზე. სასარგებლოა თვალებისთვის, გვიცავს მხედველობის დაკარგვისაგან. გვიცავს კარიესისგან.

რომელი პროდუქტიდან ვიღებთ ვიტამინ D-ს.

ვიტამინ D-ს ვიღებთ ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან, მაგ. თევზი, ნაღების კარაქი, კვერცხის გული, ხორცის პროდუქტები, სუბპროდუქტები. 3 ცალი კვერცხი შეიცავს ვიტამინ D -ს სადღეღამისო ნორმას. 100 გრ. თინუსში 3 დღის ნორმაა, თევზის ქონი შეიცავს ვიტამინ D-ს.

ვიტამინ D-ს დოზის გადამეტება შეუძლებელია, იმიტომ რომ ღვიძლში შევა იმდენი რამდენიც სჭირდება ორგანიზმს, დანარჩენი გამოვა ორგანიზმიდან. ვიტამინების კომპლექსები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინ D-ს მაქსიმუმ 1000 ერთეულს, როცა საჭირო დოზა იმუნიტეტის გასაზრდელად შეადგენს 5000 ერთეულს. მისი მიღება შესაძლებელია მუდმივად, ის ვერსად გროვდება, ის მიღებისთანავე იხარჯება.

თუმცა არის სამკურნალო პრეპარატები, D ვიტამინის აქტიური ფორმები, ეს უკვე D ჰორმონებია, რომლებიც თირკმელებში წარმოიქმნებიან, ეს პრეპარატები უნდა დანიშნოს მკაცრად ექიმმა და უნდა შემოწმდეს კალციუმის დონე, რომ არ მოხდეს დოზის გადამეტება. ვიტამინი D-ს გადამეტებული მიღება ტოქსიკურია და იწვევს კალციუმის დალექვას სისხლძარღვების კედლებზე. გართულების თავიდან აცილებისათვის საჭიროა ანალიზის ჩატარება და მისი მიღება ექიმის დანიშნულებით.

Tags:ვიტამინ Dინსულინრეზისტენტულობამელანოციტებინერვის მიელინური გარსი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.

  • November 15, 2022
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
ვიტამინი C – კვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინი C-ს ნაკლებობა იწვევს კუნთების დაკარგვას, ხოლო თუ მივიღებთ დღეში 100-150 მგრ....
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
November 14, 2022
4 დანამატი, რომელიც გჭირდება მასის ზრდისთვის.
November 10, 2022
მაგნიუმი.
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.