თავბრუსხვევა ვარჯიშის დროს.
ვარჯიშის დროს თუ გეხვევათ თავბრუ, მიზეზი შეიძლება იყოს სამი:
1. ეს არის ჟანგბადის ცუდი მიწოდება, ჰიპოქსია – როცა ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. რაც გამოწვეულია დარბაზის ცუდი ვენტილაციით, ან დარბაზში ბევრია ხალხი და არ ანიავებენ. ინტენსიური ვარჯიშისას ტვინში ჟანგბადის მიწოდება არაა საკმარისი და გეწყებათ თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ ფანჯარასთან და ჩაყლაპოთ სუფთა ჰაერი, ან მოძებნოთ სხვა დარბაზი.
2. ჰემოგლობინის დაბალი დონე სისხლში. ჰემოგლობინს სისხლთან ერთად გადააქვს ჟანგბადი და მისი ნაკლებობის შემთხვევაში გვეხვევა თავბრუ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებში რკინის შემცველი პროდუქტების ნაკლებობით, მაგ. ცოტას ჭამთ წითელ ხორცს, კერძოდ საქონლის ხორცს. შეგიძლიათ სისხლის ანალიზით დაადგინოთ ნორმაშია თუ არა ჰემოგლობინი სისხლში. თუ ის დაბალია შეცვალეთ კვება, დაუმატეთ რკინის შემცველი პროდუქტები, მაგ. საქონლის ღვიძლი, ხალვა, ბროწეული, სტაფილო, ჭარხალი.
3. ჰიპოგლიკემია. შეიძლება დაგემართოთ ინტენსიური, ძალისმიერი ვარჯიშის მერე, როცა არ ჭამთ ვარჯიშამდე 2 სთ. ადრე. ასეთი ვარჯიშისას საჭიროა ატფ-ის სწრაფი რესინთეზი, რომ შეძლოთ ინტენსიური ვარჯიში.
ჰიპოგლიკემია არის შაქრის დაბალი დონე სისხლში, რაც ძალიან საშიშია დიაბეტიანებისთვის, ისინი იღუპებიან არა შაქრის მაღალი დონისგან, არამედ ინსულინის გადამეტებული დოზისგან, შაქარის დაცემით გამოწვეული ჰიპოგლიკემიური კომისგან. თავბრუსხვევა ნიშანია ჰიპოგლიკემიის მოახლოების. ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშისას იზრდება გლუკოზის ხარჯი და იწყება თავბრუსხვავა. როგორ მოვიქცეთ? შევამციროთ ტემპი, რათა მოესწროს ატფ-ის რესინთეზი, ანდა შევამციროთ სავარჯიშო წონები. უკიდურეს შემთხვევაში მიიღეთ რამე ტკბილი, მაგ. შაქარი ან წყალში გახსნილი შაქრის ნატეხი.