დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • ლიპოლიზი.

გახდომა

18 Mar

ლიპოლიზი.

  • In გახდომა

კანქვეშა ცხიმი რომ დავწვათ, ჯერ უნდა წავიდეს ლიპოლიზის პროცესი ცხიმის უჯრედში, მის გარეშე ცხიმს ვერ დავწვავთ. ლიპოლიზი უზრუნველყოფს ყველაზე ბევრი ატფ-ის სინთეზს.

ცხიმი ჩვენ ორგანიზმში ინახება ცხიმის უჯრედებში ტრიგლიცერიდების სახით. ცხიმები შედგება გლიცერინისგან და 3 ცხიმოვანი მჟავასაგან. ლიპოლიზი არის ფერმენტ ლიპაზას ზემოქმედებით ტრიგლიცერიდების ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად დაშლის პროცესი. ეს ფერმენტები გამოიყოფა 30-40 წთ. აქტიური დატვირთვის შემდეგ. ლიპაზა მგრძნობიარეა ისეთი ჰორმონების მიმართ, როგორიცაა ზრდის ჰორმონი და ადრენალინი.

ცხიმის წვის, ლიპოლიზის პროცესს აქვს 3 სტადია:

როდესაც ორგანიზმში მატულობს ადრენალინის და ზრდის ჰორმონის დონე, აქტიურდება ფერმენტი ლიპაზა, რომელიც განაცალკევებს ცხიმოვან მჟავებს გლიცერინიდან. როგორც კი ცხიმოვანი მჟავები განთავისუფლდება, ისინი გამოყენებული უნდა იქნან როგორც ენერგიის წყარო, რადგან მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ ცხიმის უჯრედში და ისევ გაერთიანდნენ ტრიგლიცერიდებად. 

ცხიმოვანი მჟავების წვის ყველაზე კარგი ხერხია ვარჯიში. როცა ცხიმოვანი მჟავები გათავისუფლდებიან ტრიგლიცერიდებიდან, საჭიროა ისინი მოხვდნენ კუნთის უჯრედის მიტოქონდრიაში. ამისათვის საჭიროა ჰორმონების დონის აწევა. ყველაზე კარგი ხერხია ინტერვალური ვარჯიში, რომელიც იწვევს ადრენალინის და ზრდის ჰორმონის მოზღვავებას, ხელს უწყობენ ლიპოლიზს, ცხიმოვანი მჟავები ხვდება სისხლში და კარნიტინით ტრანსპორტირდება მიტოქონდრიებში. მიტოქონდრიებში ცხიმოვანი მჟავები იჟანგება და გამოიყოფა CO2, წყალი და ატფ. (1 მოლეკულა ცხიმის დაჟანგვით წარმოიქმნება 131 მოლეკულა ატფ, ეს უფრო ეფექტურია, ვიდრე ნახშირწყლების დაწვით მიღებული ატფ-ის 34 მოლეკულა). თუ არ მოხდა ცხიმოვანი მჟავების გამოყენება, ისინი ხელახლა დეპონირდება ცხიმის ქსოვილში და გლიცერინთან გაერთიანდება ტრიგლიცერიდებში.

გასათვალისწინებელია თუ რამდენი ნახშირწყალია კუნთებში. ვარჯიში და დაბალ ნახშირწყლოვანი დიეტა გამოფიტავს კუნთის უჯრედებს გლიკოგენისგან, რის მერეც მიტოქონდრიები იყენებენ ცხიმოვან მჟავებს.

მნიშვნელოვანია მიტოქონდრიების რაოდენობა უჯრედში, თუ მცირეა, გექნებათ დაბალი მეტაბოლიზმი და ცხიმს ეფექტურად ვერ დაწვავთ.

როგორ გავზარდოთ მიტოქონდრიების რაოდენობა უჯრედებში?

ინტერვალური ვარჯიში ზრდის მათ რაოდენობას, ამავე დროს ის ზრდის ცხიმოვანი მჟავების რაოდენობასაც, რადგან გაეშვება ლიპოლიზის პროცესი. ინტერვალური ვარჯიშის მერე შეგიძლიათ გააგრძელოთ ცხიმოვანი მჟავების გამოყენება ჩვეულებრივი სიარულით. თუ ინტერვალური ვარჯიშის მერე გადახვალთ სიარულზე და არა სირბილზე (სირბილით დაწვავთ კუნთებს), ეს გააგრძელებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას.

ლიპოლიზს ეწინააღმდეგება ინსულინი. თუ მიიღებთ საკვებს ცხიმის და ნახშირწყლების შემცველობით, ამით დაბლოკავთ მიტოქონდრიების მიერ ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირების და დაჟანგვის უნარს, ისინი დაბრუნდებიან უკან ცხიმის ქსოვილებში. ამიტომ მაღალნახშირწყლოვანი ცხიმიანი საკვები არ გვაწყობს თუ გვინდა გახდომა. მოკლედ, ხელი რომ შეუწყოთ ლიპოლიზს, უნდა დაიცვათ დაბალნახშირწყლოვანი დიეტა და ივარჯიშოთ. ამიტომ აერობული დატვირთვის მერე რეკომენდირებულია არ მივიღოთ საკვები 2 საათის განმავლობაში.

Tags:გლიცერინიინსულინიინტერვალური ვარჯიშიკარნიტინილიპოლიზიმიტოქონდრიებიტრიგლიცერიდებიფერმენტი ლიპაზაცხიმოვანი მჟავები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.