დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვიტამინები და დანამატები
  • მელატონინი – ძილის ჰორმონი.

ვიტამინები და დანამატები

18 Mar

მელატონინი – ძილის ჰორმონი.

  • In ვიტამინები და დანამატები

ჰორმონ მელატონინს გამოიმუშავებს ტვინში გირჩისებური ჯირკვალი – ეპიფიზი. მელატონინი პასუხს აგებს ძილზე და ძილის ხარისხზე, რომლის სეკრეციაც დამოკიდებულია განათებაზე. ამ ჰორმონის გამომუშავების პიკი მოდის ღამის 12 საათიდან 3 საათამდე სიბნელეში. სწორედ ამიტომ, როცა იწყება შებინდება, ჩვენ ძილი გვერევა.

რა შემთხვევაში არ გამომუშავდება ან ცუდად გამომუშავდება მელატონინი? როცა თქვენ არ გძინავთ სიბნელეში. ამ ჰორმონის სეკრეცია დამოკიდებულია სადღეღამისო რიტმზე და ძილის პირობებზე. თუ თქვენ გძინავთ ოთახში, სადაც არ არის სიბნელე, ან გარედან შემოდის განათება, ჩართულია ტელევიზორი, კომპიუტერი, მელატონინი არ გამომუშავდება და როცა იღვიძებთ თქვენ ხართ გამოუძინებელი.

აფთიაქებში იყიდება პრეპარატი მელატონინი. მელატონინის გამოყენება კარგია მათთვის, ვისაც აქვს არანორმირებული სამუშაო და ღამე უწევთ მუშაობა. ესეთი რეჟიმი ანგრევს მთელ ჰორმონალურ რიტმს და გახდომა ძალიან ძნელდება. მელატონინი დაგირეგულირებთ სადღეღამისო რიტმს როცა გაწუხებთ უძილობა. ის შეგიცვლით უძილობის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს. ასაკის მომატებასთან ერთად მელატონინის გამომუშავება მცირდება, ამიტომ ხანშიშესულ ადამიანებსაც უწერენ მელატონინს.

მელატონინი არის ანტიოქსიდანტი. ჩვენს უჯრედებში წარმოიქმნება მავნე ნივთიერება – თავისუფალი რადიკალები, რომლებიც აზიანებენ როგორც უჯრედის კედლებს, ასევე დნმ-ს, რომელსაც მიყავს უჯრედი გადაგვარებამდე. მელატონინი იჭერს თავისუფალ რადიკალებს და ისინი ვეღარ მოქმედებენ დნმ-ზე. მელატონინი საგრძნობლად ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. მელატონინი ბლოკავს უჯრედის რეცეპტორებს, რომლებიც ახდენენ მის გაყოფას და ეს პირველ რიგში ეხება ავთვისებიან უჯრედებს. მელატონინი მოქმედებს იმუნურ სისტემაზეც, იმუნური სისტემის უჯრედები – ლეიკოციტები ცირკულირებენ სისხლში და თუ ჩვენ ორგანიზმში ხვდება რომელიმე ინფექცია, ლეიკოციტები ანეიტრალებენ მას. მელატონინი ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედებს და მათი რაოდენობა იზრდება. ვისაც აწუხებს დეპრესია, დაქვეითებული აქვს მელატონინის დონე და მისი მიღებით მცირდება დეპრესია.

მელატონინი ანტისტრესული პრეპარატიცაა. სტრესის დროს გამოიმუშავდება კორტიზოლი, რომელიც ანგრევს ორგანიზმს. მელატონინი ბლოკავს ამ პროცესს და კორტიზოლის დონეც ეცემა. მიმდინარეობს კვლევები მელატონინზე, როგორც სიცოცხლის გახანგრძლივების პრეპარატზე.

Tags:ანტიოქსიდანტიგირჩისებური ჯირკვალიეპიფიზითავისუფალი რადიკალებიმელატონინიძილის ჰორმონი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.

  • November 15, 2022
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
ვიტამინი C – კვლევებით დადგინდა, რომ ვიტამინი C-ს ნაკლებობა იწვევს კუნთების დაკარგვას, ხოლო თუ მივიღებთ დღეში 100-150 მგრ....
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
November 14, 2022
4 დანამატი, რომელიც გჭირდება მასის ზრდისთვის.
November 10, 2022
მაგნიუმი.
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.