პროტეინი.
ადამიანის ცილა შედგება 20 ამინომჟავასგან. 8 ამინომჟავა (ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ლიზინი, მეტიონინი, ტრეონინი, ტრიპტოფანი, ფენილალანინი, არგინინი, გისტიდინი) არის შეუცვლელი, ორგანიზმს არ შეუძლია მათი სინთეზირება, 12 კი ცვლადი, ორგანიზმს შეუძლია მათი შექმნა სხვა ამინოებისგან.
რომელი პროდუქტია მდიდარი ცილით.
ეს არის კვერცხი, რძის პროდუქტი, ხორცი და თევზი. ასევე თხილეული, პარკოსნები, ხორბალი. სოიოში 35% ცილაა. სოიოს ცილა არ არის სრულფასოვანი. კვერცხის ბიოლოგიური ღირებულებაა 1, მასში არის ყველა შეუცვლელი ამინომჟავები. ხორბალი შეიცავს შეუცვლელი ამინოების ნახევარს და ამიტომ მისი ბიოლოგიური ღირებულება 0.54-ია. ცილის შემცველობა ორივე პროდუქტში კი ერთნაირია, თუმცა ორგანიზმს შეუძლია კვერცხიდან შეითვისოს უფრო მეტი ცილა, ვიდრე ხორბლიდან.
რა მოსდის ცილას, როცა ჩვენ მას ვჭამთ?
ცილა კუჭ-ნაწლავში იშლება ამინოებად. ცილები აუცილებელია კუნთების, ძვლების, ზოგიერთი ჰორმონების და ფერმენტებისთვის.
პროტეინები მზადდება ნატურალური პროდუქტისგან, უბრალოდ მას ასუფთავებენ ზედმეტი მინარევებისგან. პროტეინმა უარყოფითად რომ იმოქმედოს ღვიძლსა და თირკმელებზე უნდა მიიღოთ 300-400 გრ, რაც შეუძლებელია.
როგორი პროტეინები არსებობენ.
პროტეინები განსხვავდებიან ცილების წყაროთი და ათვისების სისწრაფით. არსებობს შრატის, კვერცხის, მცენარეული, ხორცის პროტეინები. ყველაზე ძვირია კვერცხის და ხორცის, იაფია მცენარეული – რომლის ყიდვაც საერთოდ არ ღირს.
შრატის პროტეინი.
დამზადებულია ჩვეულებრივი რძის შრატისაგან. აქვს ყველაზე მაღალი ბიოლოგიური ღირებულება და ორგანიზმი ითვისებს ძალიან მალე. ამიტომ მას იყენებენ ვარჯიშის დამთავრებისთანავე.
არსებობს 3 სახეობის შრატის პროტეინი: კონცენტრატი, იზოლატი და ჰიდროლიზატი. განსხვავება არის გასუფთავებაში. ყველაზე არასუფთაა კონცენტრატი, რომელიც შეიცავს ცხიმებს და ლაქტოზას. უფრო სუფთაა იზოლატი, 90%-მდე ცილაა და გასუფთავება ჯდება ძვირი. ჰიდროლიზატი უფრო სუფთაა და ჯდება ყველაზე ძვირი, ამიტომ ყველაზე მეტად მას აყალბებენ.
კვერცხის პროტეინი.
საკმაოდ ძვირია. აქვს მაღალი ბიოლოგიური ღირებულება, ხოლო შეთვისების ხანგრძლივობა 4-6 სთ.
კაზეინის პროტეინი.
კაზეინი რძისგან მზადდება, აქვს არასასიამოვნო გემო და ცუდად იხსნება წყალში. ბიოლოგიური ღირებულება 80%-ია და 7-8 სთ. აითვისება ორგანიზმის მიერ. მისი მიღება კარგია ძილის წინ.
სოიოს პროტეინი.
ის ძნელად გადამუშავდება, შეიძლება გამოიწვიოს შებერილობა. მისი უპირატესობაა, რომ ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
კომპლექსური პროტეინი.
ყველა პროტეინს აქვს თავის პლიუსები და თავის მინუსები, ამიტომ დაიწყეს კომპლექსური პროტეინის გამოშვება, სადაც გაერთიანებულია ყველა პროტეინი, ამიტომ კომპლექსური პროტეინი უფრო სასარგებლოა.