დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • რატომ გვჩხვლიტავს ნეკნების ქვეშ სირბილის დროს.

დამწყებებისთვის

18 მარ

რატომ გვჩხვლიტავს ნეკნების ქვეშ სირბილის დროს.

  • In დამწყებებისთვის, კარდიო

როცა სირბილისას გტკივდებათ მარჯვენა, ან მარცხენა მხარეს ნეკნების ქვეშ, ეს არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას რაიმე საფრთხე შეექმნა. ეს ტკივილი ან ჩხვლეტა ჩნდება მაშინ, როცა მკვეთრად იწყებთ სირბილს დიდი სიჩქარით, ან როცა დიდი ხანი არ გირბენიათ.

რა არის ამ ტკივილის მიზეზი?

შინაგანი ორგანოები, არ არის ჰაერში გამოკიდებული, ისინი მოთავსებულია ფასციებში, რომელიც შედგება შემაერთებელი ქსოვილისგან, ის მკვრივია და არაელასტიური. მარჯვნივ ღვიძლი და მარცხნივ ელენთა ასევე მოთავსებულია ფასციებში.

რა ხდება სირბილის დროს: სირბილისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად ამოქმედდება ატფ-ის რესინთეზი აერობული გლიკოლიზის საშუალებით, ანუ უნდა მივაწოდოთ ჟანგბადის მაქსიმალური რაოდენობა უჯრედების მიტოქონდრიებში (სადაც ხდება ატფ-ის რესინთეზი) სისხლის მეშვეობით. მკვეთრად სწრაფი სირბილის დროს სისხლის სწრაფად მიწოდების შედეგად ზომებში იზრდება მარჯვენა მხარეს ღვიძლი და მარცხენა მხარეს ელენთა. გადიდებული ღვიძლი და ელენთა აწვება შემაერთებელ ქსოვილს, რომელსაც აქვს დიდი რაოდენობით ნერვული დაბოლოებები, ტკივილის რეცეპტორები, რომელიც იწვევს ტკივილს.

რა უნდა ვქნათ, ეს რომ არ მოხდეს?

პირველ რიგში მივაქციოთ ყურადღება სუნთქვას. ჩვენ გვაქვს დიაფრაგმა, რომელიც პასუხს აგებს სუნთქვაზე და სისხლის გამოდინებაზე. იმისათვის, რომ სისხლმა ვენებში და არტერიებში იმოძრაოს კარგად და არ შეფერხდეს ღვიძლში, დიაფრაგმის ამპლიტუდა უნდა იყოს მაქსიმალური, ანუ ჩასუნთქვა უნდა იყოს ღრმა და ამოსუნთქვა ნელი. ხოლო მოკლე, ზედაპირული სუნთქვის დროს დიაფრაგმის მოძრაობის ამპლიტუდა არის პატარა და სისხლი ვერ ასწრებს უკან გამოდენას, რის გამოც სისხლი გროვდება ან ღვიძლში, ან ელენთაში.

მეორე, რაც არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა დავიწყოთ კარდიო დატვირთვა მკვეთრად სწრაფად, გახურების გარეშე. სიჩქარეს მოუმატეთ თანდათანობით, რომ სისხლის მიმოქცევა სისტემაში თანაბრად განაწილდეს.

მესამე, არ უნდა ივარჯიშოთ ახალმა ნაჭამმა. სავსე კუჭი არ აძლევს საშუალებას დიაფრაგმას იმოძრავოს სრული ამპლიტუდით.

აქვე დავამატებ, რომ თუ არ ხართ ნავარჯიშევი, ეს ტკივილი უფრო მეტად ჩნდება, ვიდრე სისტემატიური კარდიო ვარჯიშის შემთხვევაში, რადგან ვარჯიშთან ერთად სისხლის მიმოქცევის მთელ სისტემაში თანაბრად განაწილების უნარიც ვარჯიშდება და უმჯობესდება.

Tags:დიაფრაგმაელენთასირბილიფასციებიღვიძლი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
მაისი 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.