დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • რატომ ვიმატებთ წონაში, როცა ვანებებთ თავს მოწევას?

დამწყებებისთვის

18 Mar

რატომ ვიმატებთ წონაში, როცა ვანებებთ თავს მოწევას?

  • In დამწყებებისთვის

მოწევის თავის დანებებისას წონის მატებაზე მოქმედებს ორი ძირითადი ფაქტორი, ქიმიური ნივთიერება – ნიკოტინი და მავნე ჩვევა, როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორი.

როგორ მოქმედებს ნიკოტინი ორგანიზმზე.

მართალია ნიკოტინი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გახდომისთვის უნდა დაიწყოთ სიგარეტის მოწევა (არსებობს მეტაბოლიზმის აჩქარების უკეთესი მეთოდები, რომლებიც არ ვნებს ჯანმრთელობას). ე.ი. წონის მომატებას იწვევს მეტაბოლიზმის შენელება. 

ნიკოტინი ხელს უწყობს ადრენალინის გამომუშავებას, რომელიც მონაწილეობს ცხიმის წვაში.                       

ნიკოტინი ასევე ართულებს საჭმლის მონელებას და საკვები ნივთიერებების ათვისებას. ახშობს გემოს რეცეპტორებს და ამცირებს მადას.

მცდარია მოსაზრება, თითქოს მოწევა ამშვიდებს ადამიანს, პირიქით, ნიკოტინი აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

მოწევაზე უარის თქმის ფსიქოლოგიური ფაქტორი.

როდესაც ადამიანი თავს ანებებს მოწევას, განიცდის სტრესს. ის ვერ იღებს ფსიქო აქტიურ ნივთიერებას ნიკოტინს. ადამიანი ცდილობს ფსიქო აქტიური ნივთიერებისადმი ლტოლვა შეცვალოს რაიმე საკვებით, თანაც არაჯანსაღი და კალორიულით: კანფეტებით, ჩიფსებით, მზესუმზირით და სხვ. ეს ზრდის მიღებული კალორიების რაოდენობას და აჭარბებს დღიურ ნორმას.

ადამიანი არ აქცევს ყურადღებას მიღებული კალორიების რაოდენობას, სხვადასხვა პროდუქტს იღებს საკმაოდ ხშირად და დიდი რაოდენობით, რაც იწვევს წონის მატებას. ამით ადამიანი უბრალოდ ახშობს ნიკოტინზე დამოკიდებულებას ცხიმიანი და ტკბილი საკვებით. ასეთი საკვების მიღება იწვევს ენდორფინების მომატებას, რაც ამსუბუქებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტობრივად ერთ მავნე დამოკიდებულებას ცვლის სხვა, საკვებზე დამოკიდებულებით.

რა ხდება, როცა ჩვენ თავს ვანებებთ მოწევას.

სანამ ჩვენ განვთავისუფლდებით ნიკოტინზე დამოკიდებულებისაგან, თავიდან შენელდება ნივთიერებათა ცვლა, მოგვემატება მადა, შემცირდება ცნს–ის აღგზნებადობა, შემცირდება გულისცემა. ეს ხელს შეუწყობს წონის მომატებას.

წონის მომატების კიდევ ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავის სრულფასოვანი ფუნქციონირების აღდგენა, რადგან ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. უკეთესად აითვისება საკვები და წონაც შესაბამისად მატულობს.

ამის გარდა გემოს რეცეპტორები, რომლებიც ნიკოტინის ზემოქმედებით იყო ჩახშობილი, იწყებენ მუშაობას, რაც გვაიძულებს კიდევ უფრო მეტი ვჭამოთ.

ეს ყველაფერი ერთად აღებული იწვევს წონის მატებას. თუ ადამიანი არ მიიღებს ზედმეტ კალორიებს და თავს შეიკავებს შეჭამოს რაიმე გემრიელი, ბუნებრივია, წონა არ მოიმატებს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოვიმატოთ წონაში?

როდესაც თავს ვანებებთ მოწევას, ორგანიზმი დროთა განმავლობაში ეჩვევა ყველაფერს და ნიკოტინის არ არსებობასაც ისევე ეჩვევა, როგორც თავის დროზე მიეჩვია. წონის მატება შეჩერდება და ნელნელა დაიწყებთ კლებას, ოღონდ უკვე ჯანსაღად.

პირველ რიგში, არ უნდა შევცვალოთ ნიკოტინზე დამოკიდებულება საკვებზე დამოკიდებულებით. მეორე, რადგან იცვლება მეტაბოლიზმი, უნდა შევამციროთ მიღებული საკვების კალორიულობა და მესამე, დავიწყოთ ფიზიკური აქტიურობა.

მოწევის ჩანაცვლება ფიზიკური აქტიურობით არის სწორი გამოსავალი ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში. მაგ. რამდენჯერაც მოგინდებათ სიგარეტის მოწევა, იმდენჯერ გააკეთეთ რაიმე ვარჯიში, იატაკიდან აზიდვები, გაწელვები, სუნთქვითი ვარჯიშები და ა.შ.

Tags:მოწევანიკოტინი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.