დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • რა არის ანაბოლიზმი, კატაბოლიზმი და მეტაბოლიზმი.

დამწყებებისთვის

18 Mar

რა არის ანაბოლიზმი, კატაბოლიზმი და მეტაბოლიზმი.

  • In დამწყებებისთვის

მეტაბოლიზმი, ანუ ნივთიერებათა ცვლა არის ქიმიური რეაქციების ერთობლიობა, რომელიც მიმდინარეობს ცოცხალ ორგანიზმში სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს არსებობისთვის (სუნთქვისთვის, ტემპერატურისა და გულისცემის შესანარჩუნებლად) სჭირდება ენერგია.

მეტაბოლიზმს ყოფენ ორ სტადიად:

ყველა პროცესი, რომელიც მიმართულია ახალი ნივთიერებების შესაქმნელად, არის ანაბოლიზმი. ანაბოლიზმის დროს (პლასტიკური ცვლა) სინთეზირდება საკუთარი რთული ნივთიერებები, რაზეც იხარჯება ენერგია (ასიმილაცია). ქსოვილების, უჯრედების, ცილების, ჰორმონების სინთეზი, ცხიმის მარაგების დაგროვება – ეს ყველაფერი არის ანაბოლიზმი.

კატაბოლიზმი ანაბოლიზმის საპირისპირო პეოცესია. კატაბოლიზმისას (ენერგეტიკული ცვლა) რთული ორგანული ნივთიერებები იშლება მარტივ ნივთიერებებად (დისიმილაცია), რის შედეგადაც ვიღებთ ენერგიას.

ზოგს ჰგონია, რომ კატაბოლიზმი ცუდია, მაგრამ ეს ასე არ არის. ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა ენერგიის მისაღებად, ესეც კატაბოლიზმია და ამ ენერგიის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია. მეტიც, ეს ენერგია მიმართულია ახალი უჯრედების შექმნაზე, ახალი ქსოვილების სინთეზზე და ორგანიზმის აღდგენაზე, ანუ იმავე ანაბოლიზმზე.

როგორ მიმდინარეობს მეტაბოლიზმი ეტაპობრივად:    

1. საკვებიდან ვიღებთ ორგანულ ნივთიერებებს (ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები) და ვშლით მოლეკულებად. ეს არის ჩვენი ქსოვილების საშენი მასალა და ენერგიის წყარო. ამით არის დაკავებული საჭმლის მომნელებელი სისტემა.

2. მიღებული საშენი მასალის გაგზავნა უჯრედებში სისხლის მიმოქცევის სისტემით.

3. საშენი მასალიდან და ძირითადად ნახშირწყლების დაშლისგან მიღებული ენერგია მოიმარაგოს ატფ-ის სახით.

4. დარჩენილი საშენი მასალისგან (ამინომჟავები, ცხიმოვანი მჟავები, მარტივი საქარიდები) ააშენოს საკუთარი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.

5. თუ გვაქვს საკვების ზედმეტი რაოდენობა, მაშინ ვიმარაგებთ გლიკოგენს – ღვიძლსა და კუნთებში, ცხიმს – კანქვეშ. მომავალში თუ არ გვექნება საკვები და დაგვჭირდება ენერგია, შეგვეძლება ავიღოთ ის მარაგებიდან. ამიტომ, გარკვეული პერიოდი ადამიანს შეუძლია იარსებოს საკვების გარეშე.

Tags:ანაბოლიზმიასიმილაციადისიმილაციაენერგეტიკული ცვლაკატაბოლიზმიმეტაბოლიზმინივთიერებათა ცვლაპლასტიკური ცვლა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.