დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • როგორ გავარჩიოთ „ნატურალი“ ბბ-რი ქიმიკოსისგან.

დამწყებებისთვის

18 Mar

როგორ გავარჩიოთ „ნატურალი“ ბბ-რი ქიმიკოსისგან.

  • In დამწყებებისთვის

სტატიაში გამოყენებულია მასალები საიტიდან: nattyornot.com სტატია „50 ხერხი, როგორ გავარჩიოთ ნატურალი ქიმიკოსისგან“. 1. თუ ვინმე შოულობს ფულს საკუთარი სხეულით, დიდი ალბათობით ფარმაზეა.
2. შევსებული ზედა მკერდი, მრგვალი და მასიური მხრები, ძალიან დიდი ტრაპეციები და თხელი კანი – ეს ყველაფერი ქიმიის შედეგია.
3. თუ ვინმე მეტია წონაში, ვიდრე სიმაღლეს მინუს 100 და არის გამომშრალი 8%-ზე ქვევით, ის ვერ იქნება ნატურალი.
4. თუ ვინმე თავის სახელში იყენებს ნატურალური ბბ-რი, მაშინ ის ქიმიაზეა.
5. თუ ქალს აქვს მამაკაცის ხმა, თუნდაც კროსფიტერი იყოს, უჩანს რელიეფი პრესზე და ვენები ფეხებზე, დიდი მხრები და სავსე ზედა მკერდი, მაშინ ის ქიმიაზეა.
6. თუ ვინმე არის საკმაოდ გამომშრალი და წოლჭიმს აკეთებს 180 კგ-ზე ზევით, ან უჯდება სამმაგ საკუთარ წონას, მაშინ ის ქიმიაზეა.
7. თუ ვინმეს აქვს დიდი კუნთები და იმავე დროს ქალის ძუძუები (საუბარია გინეკომასტიაზე), ან დაბერილი ძუძუები, მაშინ ის ქიმიაზეა.
8. თუ რომელიმე ბბ-რი გეუბნებათ, თქვენ არ ხართ ისეთივე დიდი როგორც ის, იმიტომ რომ არ ითვლით კვებისას მაკრონუტრიენტებს – ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, რომ მთავარია 6-ჯერადი კვება, რძე, რომ მოიმატა პროტეინით და კრეატინით, cell-tech-ით და ბევრ ფულს ხარჯავს კვების დანამატებზე, აქვს საიდუმლო მეთოდიკა, თქვენც გახდებით იმხელა, თუ გააკეთებთ ჩაჯდომებს და ამოწევებს დიდი წონებით, მაშინ ის ქიმიაზეა.
9. ყველა პროფესიონალი ბბ-რი, სპორტსმენი ძალისმიერ სპორტში, ან სპორტში, სადაც მოითხოვება საკმაოდ დიდი კუნთები, ძალა, სისწრაფე ან გამძლეობა, იყენებს სტეროიდებს.
10. ყველა ასაკოვანი ათლეტი, რომელსაც აქვს დიდი კუნთები და ამავე დროს რელიეფი, ქიმიაზეა.
11. თუ გასახდელში ვინმესგან მოდის ეთილის სპირტის სუნი, ე.ი. მან ეხლახანს დაირჭო შპრიცი და გაიკეთა დეზინფექცია.
12. თუ ვინმე ხშირად იმატებს და იკლებს მასას, მაშინ ის ქიმიაზეა.
13. თუ ვინმეს პატარა სათესლე ჯირკვლები აქვს, მაშინ ის ქიმიაზეა.
14. თუ ვინმე, რომელსაც აქვს 50 სმ-ზე მეტი ბიცეპსი გეუბნებათ, რომ ხელებისთვის მთავარია სკოტის სკამზე ვარჯიში, მაშინ ის ქიმიაზეა.
15. თუ ვინმემ ძალიან სწრაფად მოიმატა მასა 2 წელზე ნაკლებ დროში, მაშინ ის ქიმიაზეა.
16. ყველა ბბ-რი, რომელიც მონაწილეობდა შეჯიბრებებში 1950 წლიდან, იყენებდა ქიმიას.
17. თუ ვინმეს აქვს რელიეფური დუნდულები და ამავე დროს დიდი ხელები, მაშინ ის ქიმიაზეა.
18. თუ ვინმე, დიდი, განვითარებული მკერდის კუნთებით გეუბნებათ, რომ განგაშლა დიდი წონებით მთავარი ვარჯიშია მკერდის გასაზრდელად, ან ყოველდღე მკერდის დაბომბვით თქვენ არ გადაამეტებთ, მაშინ ის ქიმიაზეა და სტეროიდებით ვაჭრობს.
19. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ციხეში, ან ქუჩაში ვარჯიშით საკაიფოდ მოიმატა მასა შტანგების და სიმძიმეების გარეშე, მაშინ ის ქიმიაზეა.
20. ყველა სპორტსმენი, რომლებიც წარმოდგენილია საიტებზე simplyshredded.com, t-nation.com, ქიმიაზე არიან.
21. თუ ვინმე ვარჯიშობს და სახეზე გამოიყურება 10-15 წლით მეტად, მაშინ ის სავარაუდოდ ქიმიაზეა, სტეროიდები აბერებს სახეს.
22. თუ დაიჭირეთ თქვენი „კაჩოკი“ ბიჭი შპრიცით ხელში და თქვენ დაიჯერეთ, რომ ეს ვიტამინებია, მაშინ იდიოტი ხართ.
23. თუ ვინმე დიდი კუნთებით რეგულარულად იღებს გასაიდუმლოებულ ამანათებს, მაშინ ეს არ არის კვების დანამატები, უფრო სტეროიდებია.
24. და ბოლოს: ძალიან დიდი კუნთები = სტეროიდებს!

Tags:ნატურალისტეროიდებიქიმიკოსი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.