დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • დამწყებებისთვის
  • როგორ ჯობია, ჯერ გავხდეთ და მერე მოვიმატოთ მასა, თუ პირიქით, ჯერ მასა მოვიმატოთ და მერე გამოვშრეთ? შესაძლებელია თუ არა ერთდროულად დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა?

დამწყებებისთვის

18 მარ

როგორ ჯობია, ჯერ გავხდეთ და მერე მოვიმატოთ მასა, თუ პირიქით, ჯერ მასა მოვიმატოთ და მერე გამოვშრეთ? შესაძლებელია თუ არა ერთდროულად დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა?

  • In დამწყებებისთვის

პასუხი ამ კითხვაზე ასეთია: გააჩნია რამდენი ცხიმი გაქვთ, თუ გაქვთ სიმსუქნის პირველი ხარისხი ან ზევით, ან თქვენი სხეულის მასის ინდექსი 30%-ზე მეტია, მაშინ ცალსახად ჯერ უნდა გახდეთ.


სხეულის მასის ინდექსი = მასა (კგ–ში) / სიმაღლე კვადრატში (მეტრებში).

კუნთის ზრდაზე გავლენას ახდენს ტესტოსტერონი, რომელიც გამომუშავდება ძალისმიერი ვარჯიშით. რაც უფრო მეტი ტესტოსტერონია ორგანიზმში, მით მეტად შევძლებთ გავზრდოთ კუნთები. ტესტოსტერონი მამაკაცური ჰორმონია და მის საპირისპიროდ ზოგიერთი ჰორმონი მაგ. ქალური ესტროგენები, ან ჰორმონი ლეპტინი, ხელს უწყობენ ცხიმის დაგროვებას. რაც მეტია ტესტოსტერონი, მით ნაკლებია ცხიმი და მეტია კუნთი და რაც მეტია ესტროგენები და ლეპტინი, მით მეტია ცხიმი.

რა მოხდება, თუ ჩვენ გვაქვს ზედმეტი ცხიმი და დავიწყებთ მასის მომატებაზე ვარჯიშს.

1. ეს არის ფერმენტი არომატაზა, რომელიც გარდაქმნის ტესტოსტერონს ესტროგენებში/ესტრადიოლში. ამ ფერმენტს გამოიმუშავებს ცხიმის უჯრედები და რაც მეტი ცხიმი გვაქვს, მით მეტი არომატაზა გამომუშავდება და მეტი ტესტოსტერონი კონვერტირდება ესტრoგენებში. როცა ვიწყებთ სიმძიმეებით ვარჯიშს, ტესტოს დონე მატულობს, მაგრამ მსუქანი ადამიანის კუნთებამდე ის ვერ აღწევს, უარესიც, ტესტო, რომელმაც ვერ მიაღწია კუნთებამდე, გარდაიქმნა ესტროგენში, უფრო მეტიც, მომატებული ესტროგენები აფერხებენ ტესტოს გამომუშავებას.

2. ლეპტინი – დანაყრების ჰორმონია და ამცირებს მადას. გამომუშავდება ცხიმის ქსოვილით. ნორმაში ლეპტინის მომატება ამცირებს მადას. მაგრამ თუ ლეპტინის მიმართ ორგანიზმი განიცდის რეზისტენტობას (როცა უჯრედები კარგავენ ლეპტინზე მგრძნობელობას) მაშინ ადამიანი ბევრს ჭამს და ვერ ნაყრდება. რაც უფრო იმატებს წონაში, მით მეტს ჭამს, მით მეტად ვითარდება ლეპტინის მიმართ რეზისტენტობა და ქრება დანაყრების შეგრძნება, შედეგად ისევ იმატებს წონაში.

3. ცხიმს აქვს ტესტოსტერონის მიმართ მგრძნობიარე რეცეპტორები. ეს რეცეპტორები იჭერენ ტესტოს და კუნთებამდე მიდის ნაკლები, რაც აფერხებს მათ ზრდას.


შესაძლებელია თუ არა ერთდროულად დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა?

ზ. ჩ. მიზეზებით თუ სმი 30% მეტია, მაშინ ერთდროულად გახდომა და მასის მომატება შეუძლებელია.

იმისათვის რომ გავხდეთ, ჩვენ უნდა მივიღოთ ნაკლები კალორია, ვიდრე ვხარჯავთ, ხოლო თუ გვინდა მასის მომატება, უნდა მივიღოთ მეტი, ვიდრე ვხარჯავთ. ამიტომ მასის მომატებისას იმატებს ცხიმიც. ეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად დამწყებები ერთდროულად წვაენ ცხიმს და იმატებენ კუნთურ მასას.

ერთდროულად ცხიმის დაწვა და კუნთის მომატება ხდება მაშინ, როცა სმი 30%-ზე ნაკლებია, არის დამწყები, გადავიდა სწორ კვებაზე და ვარჯიშობს სწორად. ეს პროცესი უნდა კონტროლდებოდეს არა სასწორით, არამედ სხვა პარამეტრებით. თუ წელის გარშემოწერილობა შემცირდა, ხოლო მხრების და ბიცეპსის გარშემოწერილობამ მოიმატა, ე.ი. თქვენ ცხიმიც დაწვით და კუნთური მასაც მოიმატეთ.

Tags:რეზისტენტობასხეულის მასის ინდექსიფერმენტი არომატაზაჰორმონი ლეპტინი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სავარჯიშო წონები ვარჯიშისას.

  • სექტემბერი 29, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
კუნთის მასის ზრდაზე (ჰიპერტროფიაზე) ვარჯიშისას 8–12 გამეორება ითვლება „ოქროს დიაპაზონად“ ეს დიაპაზონი წარმოადგენს “ოქროს შუალედს” ძალის განვითარებასა (დაბალი გამეორებები,...
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
ივნისი 6, 2023
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
მაისი 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
აპრილი 27, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.