დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვარჯიშები
  • ძალის პიკზე გასვლა წოლჭიმში.

ვარჯიშები

18 მარ

ძალის პიკზე გასვლა წოლჭიმში.

  • In ვარჯიშები

ძალის პიკზე გასვლა ეს არის სავარჯიშო პერიოდი, რომელიც საშუალებას აძლევს სპორტსმენს სწრაფად გაზარდოს ძალისმიერი მაჩვენებლები და მოახდინოს თავისი ფიზიკური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება შეჯიბრზე. პირველ რიგში ეს არის მისვლებში გამეორებების განსაზღვრული რეჟიმი. გამეორებები ბაზისურ და სპეციალურ დამხმარე ვარჯიშებში შეადგენს 2 – 3-ს, ხოლო საერთო განვითარებისთვის მიმართული ვარჯიშების გამეორებები იცვლება 3-დან 5-მდე. ინტენსიურობა (სავარჯიშო წონები) შეადგენს მაქსიმუმის 60-85%-ს. შესაძლებელია ე.წ. სინგლები, ერთჯერადი გამეორებები, ანუ ვარჯიში სრულდება შეჯიბრების სტილში, ერთი აწევა ერთ მისვლაში მაქსიმუმის 85-90% წონით. მისვლების რაოდენობა შეადგენს 2-5. ასეთია ძალის პიკზე გასვლის პერიოდის სპეციფიკა.

ვთქვათ შეჯიბრებამდე დარჩა 10 კვირა. ამ პერიოდში ძირითადი აქცენტი კეთდება წოლჭიმზე და სპეციალურ დამხმარე ვარჯიშებზე, რომლებიც მიმართულია უშუალოდ წოლჭიმის მახასიათებლების გაუმჯობესებაზე.

ორშაბათი (მძიმე ვარჯიში) გამეორება*მისვლა
1.
წოლჭიმი (60-80%) 3*5
2.
წოლჭიმი 5 სმ–იანი ფიცრიდან (60-80%) 3*5
3.
წოლჭიმი–განგაშლა განტელებით 4*4
4.
ტრიცეპსი ბლოკზე 5*5
ჯამში: 71

ოთხშაბათი (მსუბუქი ვარჯიში)

1. წოლჭიმი (40-50%); 3*5
2.
განტელების წინ აწევა; 4*5
3.
ღერძზე აზიდვა. 5*5
ჯამში: 60

პარასკევი (საშუალო ვარჯიში)

1. წოლჭიმი (60-70%) 3*5
2.
წოლჭიმი ჩარჩოში (60-70%) 3*5
3.
სინგლები (80-90%) 1*5
4.
ტრიცეპსი ბლოკზე 4*5
5.
ბიცეპსი შტანგით ფეხზე დგომში 5*5
ჯამში: 80
საერთო ჯამში: 211

სხვა პერიოდებთან შედარებით აწევების საერთო რაოდენობა არის ცოტა, რადგან ინტენსიურობა/წონები საკმაოდ მაღალია და ჩვენ ვმუშაობთ ცოტა გამეორებებით.

შეჯიბრებამდე 4 კვირით ადრე:

ორშაბათი (მძიმე ვარჯიში) გამეორება*მისვლა
1.
წოლჭიმი (60-85%); 3*5
2.
წოლჭიმი 5 სმ–იანი ფიცრიდან (60-80%); 3*5
4.
ტრიცეპსი ბლოკზე. 5*5
ჯამში: 55

ოთხშაბათი (მსუბუქი ვარჯიში)

1. წოლჭიმი (50-60%); 3*5 15
ჯამში: 15

პარასკევი (საშუალო ვარჯიში)

1. წოლჭიმი (60-75%); 3*5
2.
წოლჭიმი ჩარჩოში (60-75%); 3*5
3.
ტრიცეპსი ბლოკზე; 4*5
ჯამში: 50
საერთო ჯამში: 120

ერთი კვირით ადრე შეჯიბრებამდე:
(
შეჯიბრებამდე 3 დღით ადრე მიზანშეწონილია საერთოდ შეწყვიტოთ ვარჯიში)

ორშაბათი გამეორება*მისვლა
1.
წოლჭიმი (60-75%); 3*5
2.
წოლჭიმი 5 სმ–იანი ფიცრიდან (60-80%); 3*5
4.
ტრიცეპსი ბლოკზე. 5*5
ჯამში: 55

ოთხშაბათი

1. წოლჭიმი (50-60%); 3*5 15
ჯამში: 15

სპეციალური დამხმარე ვარჯიშის სახით ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ ე.წ. სინგლები, ერთჯერადი აწევები. სინგლები საშუალებას მოგვცემს დავამუშავოთ საშეჯიბრო თვისებები, გავიგოთ სპორტსმენის რეალური ძალა, რადგან თუ სპორტსმენი 85-90%-ს აკეთებს ადვილად, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მძიმე წონის შტანგასაც ადვილად აწევს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეჯიბრზე პირველი წონა შევუკვეთოთ ზღვრული მაქსიმალური წონა, შეჯიბრი ყოველთვის უნდა დავიწყოთ მარაგით, რათა პირველი მისვლა ცალსახად ჩავთვალოთ. თუ სპორტსმენი ვერ ჩათვლის პირველ მისვლას, მაშინ ის დაკარგავს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას ამ შეჯიბრზე. ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს არა მარტო ის, რომ მან დაკარგა ერთი ცდა, ასევე იქნება ფსიქოლოგიური ჩავარდნა.

შეჯიბრზე გვაქვს 3-ჯერ მისვლის საშუალება და ამიტომ უკეთესია დავიწყოთ ისეთი წონით, რომელსაც სპორტსმენი დარწმუნებულია რომ დაძლევს, 90% მაქსიმალური წონის. ამ 90%-ს სპორტსმენი ვარჯიშზე უნდა წევდეს თავისუფლად, რომ არ ქონდეს ფსიქოლოგიური ჩავარდნის შიში. ფსიქოლოგიური ჩავარდნა არის როცა ჩვენ ვერ ავწიეთ კონკრეტული წონა, ეს უკვე გარკვეული ბეჭედია სპორტსმენის ფსიქიკაზე. მას ახსოვს, რომ ამ წონამ ერთხელ უკვე დაამარცხა და ეს წინასაშეჯიბრო პერიოდისთვის ძალიან კრიტიკულია. ამ პერიოდის განმავლობაში არ უნდა გვქონდეს წონის ჩაგდება/ვერ აწევა, კუნთის გათიშვა, ამისთვის ვანგარიშობთ პროცენტებს და სინგლების წონები უნდა შეირჩეს ისე, რომ ყველა მისვლა შესრულდეს ადვილად და ამ სინგლების საფუძველზე შესაძლებელი იყოს სპორტსმენის შესაძლებლობების განსაზღვრა. ამიტომ შეჯიბრზეც პირველი მისვლა ჯობია დავიწყოთ 90%-ით, მეორე მისვლა 100% (ჩვენი მაქსიმუმი, რომელიც აწეული გვაქვს) და მესამე მისვლა 100%-ზე ზევით, ჩვენი ახალი რეკორდი (ეს უკვე შეჯიბრის კონკურენციიდან გამომდინარე).

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ივარჯიშოთ რომელიმე კონკრეტული პროგრამით, არ ღირს მისი ბრმად აღება და ერთი ერთში კოპირება, რადგან არ არსებობს უნივერსალური პროგრამები. უნივერსალური პროგრამები რომ არსებობდეს სპორტსმენს აღარ დასაჭირდებოდა მწვრთნელის დახმარება. მწვრთნელმა უნდა გასწავლოთ როგორ მოარგოთ ესა თუ ის პროგრამა თქვენს შესაძლებლობებს.

ეს პროგრამა ანვითარებს ათლეტში იმ თვისებებს (ტექნიკის და კოორდინაციის დახვეწა, მოტორული თვისებების განვითარება), რომლებიც გაიყვანს მას ძალის პიკზე. აქ წარმოდგენილი ვარჯიშები და პროცენტები უნდა შეიცვალოს ინდივიდუალურად, სპორტსმენის მონაცემების გათვალისწინებით. მაგ. სპეციალური დამხმარე ვარჯიშები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ შტანგის აწევისას რომელი წერტილია ათლეტისთვის მკვდარი/კრიტიკული. თუ ათლეტს უჭირს მკერდზე შტანგის დაფიქსირების მერე აწევა, პროგრამაში უნდა ჩავსვათ ვარჯიშები მკერდზე პაუზით, ვთქვათ – აჭიმვა 2 წამი პაუზით, აჭიმვა ძალისმიერ ჩარჩოში მკერდიდან, ჯაჭვებით აჭიმვა. გასათვალისწინებელია ასევე სპორტსმენის გამოცდილება და მომზადების დონე. პროგრამას მუდმივად უნდა ანალიზი და კორექტირება.

  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.
ივლისი 12, 2023
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
ივლისი 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
მაისი 29, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.