დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • ძილი, გახდომა და ჰორმონები.

გახდომა

18 Mar

ძილი, გახდომა და ჰორმონები.

  • In გახდომა, ჰორმონები

ცხიმის წვა იწყება ლიპოლიზით. ლიპოლიზი არის ცხიმის უჯრედში ცხიმის დაშლა ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად.

ლიპოლიზი ბიოქიმიური პროცესია. ცხიმის დაშლის სიგნალს აძლევენ ჰორმონები და რომ გავიგოთ, როგორ მოქმედებს ძილი გახდომაზე, უნდა ვნახოთ ძილი როგორ მოქმედებს ჰორმონებზე.

სომატოტროპინი, ანუ ზრდის ჰორმონი წარმოადგენს ლიპოლიტურ ჰორმონს, რომელიც ცხიმის უჯრედს აძლევს სიგნალს ცხიმის დაშლისკენ. ჰიპოფიზის მიერ ზ. ჰ. გამოყოფას აქვს რიტმული ხასიათი და მისი მაქსიმალური სეკრეცია ხდება ძილის საწყის სტადიაზე. ამიტომ, თუ გვიან წვებით ან არ გძინავთ ღამე, ხელს უშლით გახდომას, არ იყენებთ ცხიმის წვის მთავარ ფაქტორს. თუ არ გაქვთ სრულყოფილი ძილი, მაშინ ზ. ჰ. სეკრეცია ეცემა მთელი დღის მანძილზე.

ვნახოთ როგორ მოქმედებს ძილი ჰორმონებზე გრელინი და ლეპტინი. გრელინი აძლიერებს შიმშილის გრძნობას და მადას აღვიძებს ჭამის წინ, ლეპტინი პირიქით – მას ამცირებს. გრელინი მატულობს როცა ადამიანი მშიერია, ხოლო ლეპტინი, დანაყრების ჰორმონი, აძლევს სიგნალს ტვინს დანაყრების შესახებ. უძილობისას გრელინის დონე იზრდება, ხოლო ლეპტინის ეცემა, ანუ შიმშილი მძაფრდება და დანაყრება დგება გვიან, რაც გვაიძულებს ზედმეტის ჭამას. ამიტომაა მნიშვნელოვანი გამოძინება.

მნიშვნელოვანია დროულად დავწვეთ დასაძინებლად და თანაც სიბნელეში, რადგან გრელინის სეკრეცია შეიძლება გამოიწვიოს სინათლემ. 

რა იქნება, თუ დაიცავთ გახდომის მთავარ პირობას – კალორაჟის დეფიციტს და არ შეჭამთ ღამე მიუხედავად შიმშილისა. რა თქმა უნდა ცხიმი ჰაერიდან არ ჩნდება და არ მოიმატებთ, მაგრამ გამოუძინებლობისას ორგანიზმი ცდილობს შეანელოს ნივთიერებათა ცვლა. როცა ცდილობთ ღამე დათრგუნოთ შიმშილი, ეს ზრდის სტრესის დონეს. სტრესის ზრდას მოყვება ჰორმონების კორტიზოლის და კორტიზონის სეკრეცია, რომლებიც ცხიმის დაგროვებას უწყობენ ხელს.

ხანგრძლივი სტრესის დროს ძლიერდება კორტიზონის გამომუშავება, რაც იწვევს მადის გაძლიერებას. ასევე ადამიანები სტრესის მოხსნის მიზნით უმიზეზოდ მიირთმევენ ბევრ საკვებს, რაც წონის მატებას იწვევს. ანუ, სტრესის შემთხვევაში გახდომა შენელდება.

მაშ ასე, უძილობა არღვევს ჰორმონალურ ფონს, ანელებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს შიმშილის გრძნობას და აფერხებს ლიპოლიზს. ამიტომ სწორი კვების გარდა, დროზე დაწექით დასაძინებლად და დაისვენეთ.

Tags:გახდომაგრელინიზრდის ჰორმონიკორტიზოლიკორტიზონილეპტინილიპოლიზისომატოტროპინისტრესიძილიჰორმონები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

3 ნივთიერება, რომლებიც მატებს ტესტოსტერონს.

  • October 11, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ჰორმონები
ამ ნივთიერებების ნაკლებობა იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას: ეს არის D ვიტამინი, თუთია და მაგნიუმი. D ვიტამინის...
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
August 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.