დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • თავბრუსხვევა ვარჯიშის დროს.

დამწყებებისთვის

18 Mar

თავბრუსხვევა ვარჯიშის დროს.

  • In დამწყებებისთვის

ვარჯიშის დროს თუ გეხვევათ თავბრუ, მიზეზი შეიძლება იყოს სამი:

1. ეს არის ჟანგბადის ცუდი მიწოდება, ჰიპოქსია – როცა ორგანიზმი, ან მისი ნაწილი განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. რაც გამოწვეულია დარბაზის ცუდი ვენტილაციით, ან დარბაზში ბევრია ხალხი და არ ანიავებენ. ინტენსიური ვარჯიშისას ტვინში ჟანგბადის მიწოდება არაა საკმარისი და გეწყებათ თავბრუსხვევა. ამ შემთხვევაში უნდა მიხვიდეთ ფანჯარასთან და ჩაყლაპოთ სუფთა ჰაერი, ან მოძებნოთ სხვა დარბაზი.

2. ჰემოგლობინის დაბალი დონე სისხლში. ჰემოგლობინს სისხლთან ერთად გადააქვს ჟანგბადი და მისი ნაკლებობის შემთხვევაში გვეხვევა თავბრუ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საკვებში რკინის შემცველი პროდუქტების ნაკლებობით, მაგ. ცოტას ჭამთ წითელ ხორცს, კერძოდ საქონლის ხორცს. შეგიძლიათ სისხლის ანალიზით დაადგინოთ ნორმაშია თუ არა ჰემოგლობინი სისხლში. თუ ის დაბალია შეცვალეთ კვება, დაუმატეთ რკინის შემცველი პროდუქტები, მაგ. საქონლის ღვიძლი, ხალვა, ბროწეული, სტაფილო, ჭარხალი.

3. ჰიპოგლიკემია. შეიძლება დაგემართოთ ინტენსიური, ძალისმიერი ვარჯიშის მერე, როცა არ ჭამთ ვარჯიშამდე 2 სთ. ადრე. ასეთი ვარჯიშისას საჭიროა ატფ-ის სწრაფი რესინთეზი, რომ შეძლოთ ინტენსიური ვარჯიში.

ჰიპოგლიკემია არის შაქრის დაბალი დონე სისხლში, რაც ძალიან საშიშია დიაბეტიანებისთვის, ისინი იღუპებიან არა შაქრის მაღალი დონისგან, არამედ ინსულინის გადამეტებული დოზისგან, შაქარის დაცემით გამოწვეული ჰიპოგლიკემიური კომისგან. თავბრუსხვევა ნიშანია ჰიპოგლიკემიის მოახლოების. ინტენსიური ძალისმიერი ვარჯიშისას იზრდება გლუკოზის ხარჯი და იწყება თავბრუსხვავა. როგორ მოვიქცეთ? შევამციროთ ტემპი, რათა მოესწროს ატფ-ის რესინთეზი, ანდა შევამციროთ სავარჯიშო წონები. უკიდურეს შემთხვევაში მიიღეთ რამე ტკბილი, მაგ. შაქარი ან წყალში გახსნილი შაქრის ნატეხი.

Tags:თავბრუსხვევათავბრუსხვევა ვარჯიშის დროსჟანგბადიჰემოგლობინიჰიპოგლიკემიაჰიპოქსია
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.