დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • რატომ ვიმატებთ უფრო მეტს ყოველი მომდევნო დიეტის შემდეგ და რატომ ხდება გახდომა უფრო ძნელი.

გახდომა

18 მარ

რატომ ვიმატებთ უფრო მეტს ყოველი მომდევნო დიეტის შემდეგ და რატომ ხდება გახდომა უფრო ძნელი.

  • In გახდომა

საუბარია ე.წ. საქანელაზე, როცა ადამიანი ხან იმატებს წონაში, ხან ხდება. მერე ისევ იმატებს 10 კგ. და ისევ ხდება. მორიგი დიეტის მერე იმატებს უკვე 15 კგ. და ა.შ. ყოველი მომდევნო დიეტის მერე უფრო მეტს იმატებს წონაში და გახდომა თანდათან უფრო ძნელი ხდება.

რატომ არის ასეთი საქანელა ცუდი?

გახდომისათვის, ანუ ცხიმის წვისთვის აუცილებელია კუნთები. რაც მეტი გვაქვს კუნთები, მით მეტ ენერგიას ვხარჯავთ, მით მეტია ჩვენი მეტაბოლიზმი და მით უფრო ადვილად ვწვავთ ცხიმს. რაც უფრო ნაკლებია კუნთები, მით უფრო ძნელია ცხიმის დაწვა. კუნთები ძილშიაც კი მოითხოვენ ენერგიას, ორგანიზმი მუდმივად ხარჯავს ენერგიას კუნთების მუშაობისთვის, მათი შენარჩუნებისთვის. ამიტომ, რაც მეტია კუნთები, მით უფრო ადვილია გახდომა.

გახდომისას დაიცავით სწორი კვება და ივარჯიშეთ, რათა შეინარჩუნოთ კუნთები. ანუ წონაში ისე უნდა დაიკლოთ, რომ დაწვათ უფრო მეტად ცხიმი და არა კუნთები, რადგან გახდომისას კუნთების ნაწილი ყოველთვის იწვება.

რა ხდება დიეტის შემდეგ: დიეტის შემდეგ როცა გადადიხართ ძველებურ კვებაზე და არ ვარჯიშობთ, იმატებს მარტო ცხიმი. როცა ხდებით, ცხიმთან ერთად წვავთ კუნთებსაც და რაც უფრო ხშირად აკეთებთ დიეტას, თანდათან უფრო მეტ კუნთს კარგავთ და აგროვებთ მხოლოდ ცხიმს. ცხიმს წვავს კუნთები და რადგან ისინი უკვე დაწვით, გახდომა თანდათან უფრო რთულდება.

რამოდენიმე ასეთი გახდომის შემდეგ გახდომა უფრო რთული ხდება, რადგან ყოველი მომდევნო გახდომის შემდეგ კუნთები უფრო ცოტა რჩება და ცხიმი უფრო მეტი. აი ეს არის საქანელას ეფექტი.

აქედან არის ერთადერთი გამოსავალი: არ უნდა გახდეთ რაიმე თარიღისთვის, ან მოვლენისთვის, მაგ. ზაფხულისთვის, ან ქორწილისთვის და ა.შ. არასდროს არ დაჯდეთ დიეტაზე და არ დაელოდოთ როდის დამთავრდება დიეტა, რომ დაიწყოთ ჭამა. ერთადერთი გამოსავალია სამუდამოდ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, გადადით სწორ კვებაზე და ივარჯიშეთ.

Tags:გახდომადიეტაკუნთებიცხიმის დაწვა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.