დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • გახდომა
  • აერობული ვარჯიშის წესები გახდომისას.

გახდომა

20 მარ

აერობული ვარჯიშის წესები გახდომისას.

  • In გახდომა, ვარჯიშები, კარდიო

ვარჯიშის დაწყებისას თანდათან გაზარდეთ დატვირთვა, რათა სხეული შეეგუოს დატვირთვას.

ივარჯიშეთ კვირაში სულ მცირე 3-ჯერ. რაც უფრო ხშირად ივარჯიშებთ, უკეთეს შედეგს მიაღწევთ.

აერობული ვარჯიშისთვის საუკეთესო დროა დილით, უზმოზე ვარჯიში. დილით მეტაბოლიზმი დაჩქარებულია ჰორმონების გააქტიურების გამო.

ჯობია ივარჯიშოთ ერთსა და იმავე დროს, რადგან ორგანიზმის ცირკადული სადღეღამისო რიტმები გადაეწყობა ფიზიკური აქტივობის რეჟიმზე.

აერობული ვარჯიშის მინიმალური ხანგრძლივობაა 30 წთ, ოპტიმალურია 1 სთ. რაც მეტს ივარჯიშებთ უფრო მეტ ცხიმს დაწვავთ.

არაფერი ჭამოთ აერობული ვარჯიშის დაწყებამდე 1 სთ. ადრე და 1 სთ. გასვლამდე ვარჯიშის მერე. თუ საჭმელს შეჭამთ ვარჯიშის წინ, დაწვავთ საჭმლის ენერგიას, ხოლო ცხიმი არ დაიწვება. ვარჯიშის შემდეგ სისხლში არის ბევრი ცხიმოვანი მჟავა და თუ არ შეჭამთ, ეს ცხიმები დაიწვება, ხოლო თუ შეჭამთ, ცხიმოვანი მჟავები კვლავ დაბრუნდება ცხიმოვან ქსოვილში.

აერობული ვარჯიშის ეფექტურობაში მნიშვნელოვანია ინტენსივობა. ინტენსივობაზეა დამოკიდებული პულსის სიხშირე. წონის დაკლებისთვის პულსი არ უნდა იყოს 120-ზე ნაკლები წუთში. 

მაქსიმალური შედეგისთვის გამოიყენეთ ინტერვალური ტრენინგი. ვარჯიში დაიწყეთ ნელი ტემპით, რათა ორგანიზმი მოამზადოთ დატვირთვისთვის. შემდეგ გააგრძელეთ ტალღისებური ინტენსივობით: მოუმატეთ და დაუკელით ინტენსივობას ყოველ 10 წთ. ვარჯიში დაასრულეთ თანდათანობით ტემპის შემცირებით.

გახდომისთვის ძირითადად შეასრულეთ აერობული ვარჯიშები, რადგან ძალისმიერი ვარჯიში ნაკლებ კალორიებს წვავს. 

Tags:აერობული ვარჯიშებიაერობული ვარჯიშის ინტენსივობაინტერვალური ტრენინგიკატექოლამინები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
შესაძლებელია თუ არა ერთ თვეში 10 კგ. ცხიმის დაწვა?
ოქტომბერი 2, 2025
ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.
აგვისტო 2, 2023
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
ივლისი 25, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.