ავოკადო – სასარგებლო ხილი.
ავოკადოს რბილობი შედგება დიდი რაოდენობით ვიტამინებისაგან (B ჯგუფის, A, C, K, PP, ფოლიუმის მჟავა), მინერალებისგან (კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, ნატრიუმი, გოგირდი, სპილენძი, ქლორი, იოდი, მაგნიუმი) და ცხიმოვანი მჟავებისგან, რომლებიც კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ.
ავოკადოს რაციონში შეტანა ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ინფარქტი, ჰიპერტონია, ანემია. ეს პროდუქტი აუცილებელია ვისაც აქვთ ქრონიკულად ნაწლავების ანთება, კუჭში მჟავიანობის მომატება, შაქრიანი დიაბეტი.
ნივთიერება მანნოგეპტულოზა, რომელსაც შეიცავს ავოკადო, კარგად მოქმედებს ნერვული სისტემის დარეგულირებაზე. აქვეითებს გაღიზიანებას, დაღლილობას, სტრესს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მახსოვრობას, შრომისუნარიანობას და გვიცავს ალცჰეიმერის დაავადებისგან.
ავოკადო დიდი ოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ A და E ვიტამინს, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ სახის კანის სტრუქტურაზე, კარგად ასწორებენ პატარა ნაოჭებს და აპატარავებენ სახის კანზე სხვადასხვა ანთებით უბნებს.
ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ავოკადო იცავს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და აახალგაზრდავებს მას. მაგალითად 50 გრ. ავოკადო შეიცავს კარიტონოიდების დღიურ ნორმას. კარიტონოიდები არის ცხიმის შემცველი პიგმენტები, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედების დონეზე შეგვინარჩუნონ ახალგაზრდობა. ამ ხილის ხშირი გამოყენება კანის სიმკვრივის და კარგი მხედველობის საწინდარია.
მიუხედავად იმისა რომ ავოკადო ძალიან კალორიულია (100გ ში არის 245 კკალ) მასში არ არის მავნე ცხიმები, ის მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც სასარგებლოა და გვიცავს ცუდი ქოლესტერინისგან. ყოველდღიურად ერთი ცალი ავოკადოს მირთმევა ცუდი ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა და გვეხმარება დავიკლოთ წონაში. ავოკადო ასევე კარგია მათთვის ვისაც მუდმივად აქვს ფიზიკური დატვირთვები. მისი კვებითი ღირებულება ხორცისას უტოლდება, ხოლო თევზისას 2-ჯერ აჭარბებს. აი რატომ უნდა შევიტანოთ რაციონში და ხშირად მივირთვავთ ავოკადო.
როგორ შევარჩიოთ ავოკადო?
ავოკადო არის მწვანე და მუქი ყავისფერი. მუქი ყავისფერი გამოირჩევა უკეთესი გემოთი. თუ გინდათ ავოკადო ბუტერბროდისთვის ან ბოსტნეულის სალათისთვის, მაშინ უნდა შეიძინოთ მწიფე, მაგრამ მაგარი ნაყოფი, თითს რომ დააჭერთ ნაყოფი ოდნავ უნდა ჩაიზნიქოს. თუ ნაყოფი ძალიან ჩაიზნიქა და დიდი ღრმული დარჩა ე.ი. ავოკადო ძალიან მწიფეა და ასეთი ნაყოფისგან შეგიძლიათ მოამზადოთ გუაკამოლე. თუ ნაყოფი ისეთი მაგარია რომ თითის დაჭერის შემთხვევაში ღრმული საერთოდ არ კეთდება ე.ი. ავოკადო მკვახეა, დადეთ ოთახის ტემპერეტურაზე და 3-5 დღეში დამწიფდება.
რა შეგვიძლია მოვამზადოთ ავოკადოთი?
1. ტოსტები – დიეტ. პური + ყველი + ავოკადო + მწვანილები ან სუნელები;
2. ცოცხალი ბოსტნეულის სალათა ავოკადოთი ( განსაკუთრებით უხდება პომიდორის სალათას);
3. შეგიძლიათ ხაჭოს + ავოკადოს პიურე + სხვადასხვა მწვანილები და სუნელები აურიოთ და გადაუსვით დიეტურ პურზე;
4. მოამზადეთ გუაკამოლე – 1-2 ც. ავოკადო + 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი + 2-4 ს.კ. დაჭრილი ქინძი + 2-4 ც პომიდორი + 1-2 ნიორის კბილი + მარილი და წიწაკა გემოვნებით. დააბლენდერეთ ყველაფერი და გემრიელად მიირთვით.