მოტივაცია და გახდომა. როგორ ვიპოვოთ სწორი მოტივაცია წონის დაკლებისთვის. (მეორე ნაწილი)
რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ – წონაში დაკლება, ენის შესწავლა, სამუშაოს შეცვლა –უნდა დაიწყოთ სწორი მოტივაციით, რადგან სწორი მიდგომა წარმატების საწინდარია!
წონის დაკლებისთვის სწორი მოტივაციის პოვნა უკვე გარანტიაა, რომ მიაღწევთ მიზანს და წონაში დაიკლებთ ისე, როგორც ჩაიფიქრეთ.
წონაში დაკლების მოტივაციის ძირითადი ტიპები.
წონაში კლების მოტივაციის პოვნის რამდენიმე გზა არსებობს. მოტივაციას წარმოშობს მოთხოვნილება. ქვემოთ მოყვანილია ყველა სახის მოთხოვნილება,
რომლებიც მოქმედებას იწვევს:
1. ჯანმრთელობის მოთხოვნილება
2. სიყვარულის, მეგობრობის, ურთიერთობის მოთხოვნილება
3. თვითშეფასების, აღიარების, გარშემომყოფთა პატივისცემის მოთხოვნილება
4. პიროვნული სრულყოფილების, თვითგამოხატვის, განვითარების მოთხოვნილება
საიდან დავიწყოთ?
1. ჩამოწერეთ მიზეზები, რის გამოც გადაწყვიტეთ წონაში დაკლება. ჩამოწერეთ მინიმუმ 10 მიზეზი, რატომ გინდათ გახდომა და რა მსხვერპლზე შეგიძლიათ წახვიდეთ, რომ მიაღწიოთ მიზანს, მაგ:
მინდა ვიყო ჯანმრთელი და დიდხანს ვიცოცხლო
მინდა მოვეწონო ქალებს/მამაკაცებს
არ მინდა დამცინონ სიმსუქნის გამო
მინდა მერგებოდეს ძველი ტანსაცმელი
არ მინდა სიმსუქნემ ხელი შემიშალოს სამსახურის მოძებნაში
დაქალები გახდნენ და მეც მინდა გახდომა
სიმსუქნის გამო მაქვს ხალხში გამოჩენის კომპლექსი
ეს მიზეზები უნდა გახდნენ თქვენი მოტივაცია, როცა მოგბეზრდებათ კვების დაცვა და დაგეზარებათ ვარჯიში. გაიხსენეთ ის მიზეზები, თუ რატომაც დაიწყეთ გახდომა და ეს არ მოგცემთ საშუალებას გადახვიდეთ არჩეული გზიდან.
2. ჩამოწერეთ რა მსხვერპლზე შეგიძლიათ წახვიდეთ გახდომისთვის, მაგ:
შემიძლია საერთოდ არ ვჭამო და ვიშიმშილო, ოღონდ გავხდე.
შემიძლია ყველაზე მკაცრი დიეტა დავიცვა, ოღონდ ვერ ვივარჯიშებ.
მზად ვარ გადავიხადო ფული გახდომაში, დავიქირავო დიეტოლოგი, ტრენერი, ვიყიდო ცხიმისმწველები და სხვა.
შემიძლია უარი ვთქვა ტკბილზე და ცომეულზე.
3. აიღეთ ფურცელი და გაყავით შუაზე, მარცხენა მხარეს დაწერეთ რატომ გინდათ გახდომა, ანუ ტკივილით მოტივაცია და მარჯვენა მხარეს რისთვის გინდათ გახდომა, ანუ მიზნით მოტივაცია.
მარცხენა მხარეს წერთ მიზეზებს რატომ გინდათ გახდომა, ჩამოწერეთ ყველა ტკივილი რაც სიმსუქნემ მოგაყენათ:
შემირყია ჯანმრთელობა,
ვერ ვირგებ ტანსაცმელს,
აღარ მოვწონვარ გარშემომყოფებს,
ვერ ვიკრავ ფეხსაცმელს,
ვერ ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და სხვ.
მეორე მხარეს ვწერთ ამის საპირისპიროს, ანუ რას მივიღებ თუ გავხდები:
დავიბრუნებ ჯანმრთელობას,
მომერგება ლამაზი ტანისამოსი,
მოვეწონები ყველას,
ისევ შევიკრავ ფეხსაცმელს,
თავისუფლად ვისარგებლებ ტრანსპორტით და ა.შ.
4. მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ წონის დაკლების პროცესს იწყებთ არა ხვალიდან ან ორშაბათიდან, არამედ ახლავე.
5. წონაში დაკლების მოტივაცია დიეტის დაცვას, ან/და სირბილს გვაფიქრებინებს, მაგრამ დიეტის დაცვა ან/და სირბილი არ არის გახდომის ერთადერთი საშუალება.
შეცვალეთ დღის რეჟიმი – გამოასწორეთ ძილის რეჟიმი, დაიწყეთ ფეხით სიარული და გადადით სწორ კვებაზე.
6. დასასრულს, დაივიწყეთ სიტყვა “ვერ შევძლებ”.
აი კიდევ რა დაგჭირდებათ:
1. ცვლილებების ზუსტი სცენარი. დეტალურად აღწერეთ, თუ როგორ შეიცვლებით თქვენ და თქვენი ცხოვრება მიზნის მიღწევის შემდეგ. რა შესაძლებლობები გაგიჩნდებათ და რა საფრთხეებს აიცილებთ თავიდან ამ ცვლილებების შედეგად. აღწერეთ, თუ როგორი ადვილი გახდება ცხოვრება ცვლილებების შემდეგ, მაგ:
გახდებით უფრო ჯანმრთელი, ენერგიულები და მხნე;
დაიმსახურებთ გარშემომყოფთა პატივისცემას;
გაგიჩნდებათ საკუთარი თავით კმაყოფილების გრძნობა;
გაგიჩნდებათ საკუთარი თავის რწმენა, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრებაში რთული მომენტების გადალახვაში;
გექნებათ პოზიტიური დამოკიდებულება ცხოვრებისა და ადამიანების მიმართ;
გაგიჩნდებათ ბევრი თანამოაზრე;
მიიღებთ მეტ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას;
ადვილად იშოვით ახალ სამსახურს;
გაგეზრდებათ შემოსავალი;
იპოვით ახალ სიყვარულს;
2. თუ პოზიტიური სცენარი არ გიჩენთ მოტივაციას, მაშინ წერთ რა მოხდება, თუ ყველაფერს დატოვებთ ისე, როგორც არის. როგორი იქნება თქვენი ცხოვრება გახდომის გარეშე, რა საფრთხეებს შეგიქმნით სიმსუქნე, რა შესაძლებლობებს დაკარგავთ გახდომის გადადებით:
პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, რადგან ისინი ელიან თქვენგან გადამწყვეტ მოქმედებებს;
დაგეუფლებათ სიზარმაცე, მოწყენილობა, გექნებათ რუტინული ცხოვრება;
უკმაყოფილება ცხოვრების მიმართ;
უკმაყოფილება გარშემომყოფების მიმართ;
შიში და უნდობლობა საკუთარი თავის მიმართ, რომ ვერ გახდებით;
3. შეადგინეთ მოქმედების გეგმა – როდის უნდა მიხვიდეთ დიეტოლოგთან, როდის დაიწყებთ ფიტნეს კლუბში ვარჯიშს, ჩაინიშნეთ დრო, როდისთვის გინდათ საბოლოო შედეგის მიღება, შედარებისთვის თვეში ერთხელ გადაიღეთ სურათი და აიღეთ პარამეტრები, ვიზუალიზაციისთვის დახატეთ თქვენი სურათი დასაწყისში და საბოლოო შედეგი როგორი გინდათ იყოთ.
4. ბოლო ნაბიჯი – დაიწყეთ მოქმედება მტკიცედ და არ გადაუხვიოთ დაწყებული გზიდან! დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში და ყოველთვის წინ იარეთ! თქვენ ხომ ამ გზის გავლის შემდეგ უსაზღვროდ მადლიერები იქნებით საკუთარი თავის. მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა მიიღოთ ამ სამყაროდან ყველაფერი, რასაც იმსახურებთ!
გახდომის სურვილი და შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. მხოლოდ ნებისყოფით და მაღალი ხარისხის მოტივაციითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა და წონაში დაკლება.