დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვარჯიშები
  • მოხრილი ფეხის უკან აქნევა.

ვარჯიშები

20 მარ

მოხრილი ფეხის უკან აქნევა.

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დადექით მუხლებზე. წინ დადეთ გამართული ხელები (ან იდაყვები) იატაკზე მხრების სიგანეზე. მკლავები უნდა იყოს ტანის პერპენდიკულარული. მუხლებმა უნდა შექმნან მართი კუთხე.

შესრულება. ამოსუნთქვაზე ასწიეთ მარჯვენა ფეხი მაღლა, დაძაბეთ დუნდულები, აწიეთ მანამ, სანამ ბარძაყის უკანა მხარე არ გაუსწორდება ზურგს. მუხლი რჩება მოხრილი მართი კუთხით. შეყოვნდით ამ პოზიციაში რამდენიმე წამით. მინიშნება: წარმოიდგინეთ, რომ ტერფით აწვებით პლატფორმას, მოძრაობის ბოლოს ბარძაყი უნდა იყოს იატაკის პარალელური, ხოლო წვივი პერპენდიკულარული.

ჩასუნთქვაზე დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. შეასრულეთ საჭირო რაოდენობის გამეორება ჯერ ერთი ფეხით, შემდეგ მეორეთი.

ყურადღება მიაქციეთ, როგორ იკუმშება და იწელება დუნდულა კუნთი. მთელი სხეული უმოძრაოდაა, მოძრაობს მხოლოდ მუშა ფეხი მენჯ-ბარძაყის სახსარში.

მუშა კუნთებია: დუნდულები

ვარიაციები: გამართული ფეხით აქნევისას დუნდულებთან ერთად მუშაობს ბარძაყის უკანა ზედაპირის კუნთები და დამატებით ერთვება წელი, ხოლო თუ ფეხს მოვხრით მუხლში, მაშინ მეტად იტვირთება დიდი დუნდულა კუნთი. ტერფის სუპინაციით უფრო მეტად იტვირთება დუნდულა კუნთი.

კიდევ ერთი ვარიანტია გამართული ფეხით უკან წრეების შემოხაზვა საკმაოდ დიდი ამპლიტუდით, ფეხს არ ვახებთ იატაკს, რათა დუნდულა კუნთი დარჩეს დაძაბული.

ჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ საჭირო რაოდენობის გამეორებები ერთი ფეხით, შემდეგ მეორეთი. ვარჯიშის გასართულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმძიმეები.

დაშვებული შეცდომები: არ მოამრგვალოთ ზურგი და არ ჩაზნიქოთ წელი. არ ამოძრაოთ ტანი და არ უყუროთ გვერდზე.

Tags:ფეხის უკან აქნევა
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.
ივლისი 12, 2023
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
ივლისი 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
მაისი 29, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.