დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • კვება
  • საშიში პროდუქტები. პროდუქტები რომლებიც ორგანიზმში იწვევენ ანთებით პროცესებს და ნაადრევ დაბერებას.

კვება

20 მარ

საშიში პროდუქტები. პროდუქტები რომლებიც ორგანიზმში იწვევენ ანთებით პროცესებს და ნაადრევ დაბერებას.

  • In კვება

ეს პროდუქტები იწვევს ნაადრევ დაბერებას. ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები და სხვა ბევრი პრობლემები ასეთი პროდუქტების სისტემატიურ მოხმარებასთან არის კავშირში.

1. შაქარი – არ აქვს მნიშვნელობა რა სახით მიიღებთ შაქარს: ყავისფერი შაქარი, ფრუქტოზა, თეთრი რაფინირებული შაქარი, გლუკოზა თუ სხვ. კონცენტრირებული ხილის წვენები და გაზიანი ტკბილი სასმელები.

2. ტრანსხიმები –გვხვდება ყველა იმ ტკბილეულში (შოკოლადი, ნაყინი, ნამცხვარი), გამომცხვარ პროდუქციაში, ცომეულში და ფასფუდებში, რასაც გარეთ საცხობებში და მაღაზიებში ვყიდულობთ. მოერიდეთ სპრედებს, ჰიდროგენიზირებულ ცხიმს და რაფინირებულ ზეთს.

3. გადამუშავებული და რაფინირებული პროდუქტი – გადამუშავებული ხორცეული (სოსისები, ძეხვეული, შებოლილი ხორცი), კანგაცლილი მარცვლეული, თეთრი ბრინჯი, თეთრი ფქვილი, ლაფშა, მაკარონი, სწრაფი მომზადების ბურღული, პეჩენიები, ორცხობილები და გამომცხვარი ფუნთუშეული, პასტერიზებული რძე.

4. შემწვარი, დაბრაწული საკვები – ცილოვანი საკვების წვის დროს ხდება კოლაგენის და გლუკოზის შერწყმა, ამის შედეგად წარმოიქმნება შებრაწული ანუ გლიკირებული ზედა ფენა (კანი). გლიკირების შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით საშიში ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავებში იწვევენ ანთებით პროცესებს.

5. ალკოჰოლი – ალკოჰოლის ხშირი მიღება აზიანებს ღვიძლს და იწვევს ანთებით პროცესებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში.

6. ქიმიური დანამატები – თითქმის ყველა პროდუქტი რასაც აქვს 3 დღეზე მეტი შენახვის ვადა დიდი რაოდენობით შეიცავს ქიმიურ კონსერვანტებს, სხვადასხვა გემოს და სუნის მიმცემ ემულგატორებს. ასეთი დანამატები საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან იწვევენ სხვადასხვა სერიოზულ დაავადებებს.

Tags:საშიში პროდუქტები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • იანვარი 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა კლინიკური...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
იანვარი 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
ნოემბერი 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
მარტი 20, 2022

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.