სტრესის ჰორმონები. ადრენალინი და კორტიზოლი.
სტრესი იწვევს 30-ზე მეტი ჰორმონის გააქტიურებას, მათ შორის მთავარი ადრენალინია. ძლიერი შიში სიგნალს აძლევს ორგანიზმს, რომ მან ან უნდა დაიცვას თავი, ან გაიქცეს. სტრესულ სიტუაციაში ადამიანს შეუძლია გამოავლინოს უფრო მეტი ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა ვიდრე ჩვეულებრივში. სტრესული გამაღიზიანებელი გარდაიქმნება ნერვულ იმპულსში, რომელიც აღწევს ჰიპოთალამუსს და ჰიპოფიზის გავლით ააქტიურებს თირკმელზედა ჯირკვლებს, რომლებიც გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობის ადრენალინს. ადამიანში სტრესის დამახასიათებელი ნიშანია გახშირებული სუნთქვა და გულისცემა.
ადრენალინი სწრაფად ვრცელდება მთელ სხეულში სისხლის მეშვეობით, რაც იწვევს გულისცემის გახშირებას, ოფლიანობას, აქტიურდება კუჭ-ნაწლავი, ფართოვდება ბრონქის ტოტები, რათა უზრუნველყოს ჟანგბადის ჭარბი მიწოდება. ორგანიზმი ემზადება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის, ან გაქცევისთვის.
როცა სისხლში ადრენალინის დონე მატულობს, ადამიანი თავს გრძნობს აღგზნებულად, აქვს ენერგიის მოზღვავება, მომატებული მხნეობა. ვინც უშიშარია და თავის თავზე გამოსცადა ადრენალინის ზემოქმედება, ხდება დამოკიდებული მისი გამოყოფით მიღებულ სიამოვნებაზე. ეს არ არის დაავადება ან პათოლოგია, ეს უფრო არის ორგანიზმის მოთხოვნილება გაერთოს – დაძლიოს თავის თავი და გადალახოს შიში.
ორგანიზმის რეაქცია ხანმოკლე სტრესზე არის დაღლილობა და მოდუნება. ყველა ძალის და რესურსის ასეთი დროებითი მობილიზაცია არ აყენებს ადამიანს ზიანს და შეიძლება იხსნას სიკვდილისგან. მაგრამ თუ სტრესი ხანგრძლივია, მაშინ ზედმეტი ჰორმონები მუდმივად მიეწოდება ორგანიზმს და სასარგებლო ადრენალინი შეიძლება გადაიქცეს მკვლელად.
სტრესი არის ორგანიზმის შეგუება შეცვლილ პირობებზე. სტრესს ყოფენ 2 სახეობად: ეოსტრესი, როცა ჩვეულებრივ პირობებში ვრეაგირებთ, მაგრამ ეს არ იწვევს გართულებას, ანუ ვეგუებით შეცვლილ პირობებს. მაგრამ არსებობს ასევე ძალიან მკვეთრი აღმგზნებები, რომლებიც იწვევენ დიდ, მძიმე შედეგებს, ეს უკვე დისტრესია, რომელსაც მივყავართ სხვადასხვა პათოლოგიებთან.
თურმე ადამიანის ტვინი ვერ არჩევს რეალურ საშიშროებას ვირტუალურისგან. კომპიუტერული თამაშები აიძულებენ ჩვენს თირკმელზედა ჯირკვლებს გამოყოს არანაკლები ადრენალინი, ვიდრე სიცოცხლისათვის მოულოდნელი საფრთხისას.
რაც უფრო ხშირად განიცდის ადამიანი განგაშს, შიშს, მძვინვარებას და სხვა ემოციებს, რომლებიც დაკავშრებულია სტრესთან, მით მეტი ადრენალინია ორგანიზმში. თუ ადამიანს ყველაფერი წესრიგში აქვს, ეს ეფექტი გრძელდება მოკლე დროით, ყველაფერი უბრუნდება ნორმას და ადრენალინიც მცირდება. მაგრამ ქრონიკული სტრესისას, როდესაც ადამიანს ხშირად უწევს გამკლავება საშიშროებასთან, სტრესულ სიტუაციებთან, ადრენალინი რჩება მომეტებულ დონეზე. მომატებული წნევა და გახშირებული პულსი ხდება ჩვეულებრივი მოვლენა. სტრესის ჰორმონების ჭარბი რაოდენობა იწვევს ცხიმოვანი მჟავების და შაქარის მომატებას სისხლში. იზრდება სისხლის შედედების და ტრომბის წარმოქმნის საშიშროება. ამ ფაქტორების ხანგრძლივი მოქმედება ძალიან საშიშია. ჩვენ ვერ შევძლებთ ვმართოთ სტრესის ჰორმონების სინთეზი, მაგრამ აუცილებელია შევძლოთ გადავერთოთ სხვა ემოციებზე და დავისვენოთ.
ადრენალინის მოქმედება ორგანიზმზე.
ადრენალინს ხშირად ეძახიან ბრძოლის და გაქცევის ჰორმონს. ადრენალინი იწვევს კანის და ნაწლავების სისხლძარღვების შევიწროებას, ხოლო ტვინის, გულის და ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვების გაფართოებას. ადრენალინი აჩქარებს გულისცემას, ზრდის არტერიულ წნევას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამას გარდა ადრენალინი ზრდის გლუკაგონის აქტიურობას და ამ სახით ზრდის სისხლში გლუკოზის დონეს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ადამიანის მობილიზაციას, მისი აქტიურობის და მოძრაობის კოორდინაციის გაძლიერებას. ადრენალინის მომატების ტიპიური ნიშნებია პირის სიმშრალე, გახშირებული გულისცემა და დისკომფორტი კუჭის არეში.
ადრენალინი გამოდის ორგანიზმიდან შემდეგნაირად: მაგ. შიშის ნიადაგზე ცხოველები მოშარდვას ან ნერწყვის გამოყოფას იწყებენ, ადამიანებს ასხავთ ცივი ოფლი, ან იწყებენ ტირილს და ცრემლთან ერთად გამოდის ადრენალინი. ზედმეტი ადრენალინისგან გასათავისუფლებლად ადამიანმა შეიძლება დაიწყოს ფიზიკური აქტიურობა, მაგ. იატაკიდან აზიდვები. იაპონიაში უფროსებისადმი აგრესიის შესაჩერებლად უკიდიათ ფიტულები, რომლებსაც ურტყავენ გაბრაზებული თანამშრომლები, ისინი ოფლიანდებიან და ამით ამცირებენ ადრენალინის დონეს – ადრენალინი გამოდის ორგანიზმიდან.
ადრენალინი მცირე დოზით არის მოტივაციის, მობილიზაციის მომცემი, მაგრამ ერთბაშად დიდი დოზით გამოყოფის შემთხვევაში იქცევა შხამად და ადამიანი შეიძლება მომენტალურად მოკლას. ყველა ჰორმონი არის მჟავის ბუნების და ისინი ძალიან ტოქსიკურია, წამლავენ ორგანიზმს და ამ დროს წყლის დალევით შეიძლება ამ მჟავის ნეიტრალიზება.
ადრენალინის შემდეგ გამოიყოფა ნორადრენალინი.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ჰორმონია კორტიზოლი.
კორტიზოლი გვიმატებს წონას, რომელიც ანადგურებს მადის დამთრგუნველ ჰორმონებს. სტრესი აძლიერებს მადას, სწორედ კორტიზოლის დონის შესამცირებლად ადამიანი იწყებს ჭამას. კორტიზოლი მკვეთრად ამცირებს გლუკოზის დონეს სისხლში, ამ დროს ტვინი განიცდის შიშის, პანიკის შეგრძნებას და ემზადება მოქმედებისთვის/ბრძოლისათვის. კორტიზოლის ხანმოკლე მომატებაც კი იწვევს მეხსიერების დაქვეითებას. ამიტომაა, რომ თუ ხშირად უწევს ადამიანს სტრესის გადატანა, ის თანდათან კარგავს მეხსიერებას.
კორტიზოლი არღვევს ძილს, აყალიბებს უარყოფით აზროვნებას, ადამიანს ჩვევაში გადასდის ნეგატიური აზროვნება, ყველაფერში ხედავს ცუდს. ეს იწვევს ტვინის დაბერებას. კორტიზოლი იწვევს თავისუფალი რადიკალების მომატებას, პრაქტიკულად კლავს ტვინის უჯრედებს. ამიტომ კორტიზოლი არის ძალიან საშიში ჰორმონი, განსაკუთრებით, როდესაც ის გამოიყოფა სხვა ჰორმონებთან ერთად დოფამინთან, ადრენალინთან, ტესტოსტერონთან ერთად. ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს მანიაკალური პიროვნება.