დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • ავოკადო – სასარგებლო ხილი.

კვება

20 Mar

ავოკადო – სასარგებლო ხილი.

  • In კვება

ავოკადოს რბილობი შედგება დიდი რაოდენობით ვიტამინებისაგან (B ჯგუფის, A, C, K, PP, ფოლიუმის მჟავა), მინერალებისგან (კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, რკინა, ნატრიუმი, გოგირდი, სპილენძი, ქლორი, იოდი, მაგნიუმი) და ცხიმოვანი მჟავებისგან, რომლებიც კარგად შეითვისება ორგანიზმის მიერ.

ავოკადოს რაციონში შეტანა ამცირებს ისეთი დაავადებების რისკს როგორიცაა: ათეროსკლეროზი, ინფარქტი, ჰიპერტონია, ანემია. ეს პროდუქტი აუცილებელია ვისაც აქვთ ქრონიკულად ნაწლავების ანთება, კუჭში მჟავიანობის მომატება, შაქრიანი დიაბეტი.

ნივთიერება მანნოგეპტულოზა, რომელსაც შეიცავს ავოკადო, კარგად მოქმედებს ნერვული სისტემის დარეგულირებაზე. აქვეითებს გაღიზიანებას, დაღლილობას, სტრესს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მახსოვრობას, შრომისუნარიანობას და გვიცავს ალცჰეიმერის დაავადებისგან.

ავოკადო დიდი ოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტ A და E ვიტამინს, რომლებიც დადებით ზეგავლენას ახდენენ სახის კანის სტრუქტურაზე, კარგად ასწორებენ პატარა ნაოჭებს და აპატარავებენ სახის კანზე სხვადასხვა ანთებით უბნებს.

ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ავოკადო იცავს ორგანიზმის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და აახალგაზრდავებს მას. მაგალითად 50 გრ. ავოკადო შეიცავს კარიტონოიდების დღიურ ნორმას. კარიტონოიდები არის ცხიმის შემცველი პიგმენტები, რომლებსაც შეუძლიათ უჯრედების დონეზე შეგვინარჩუნონ ახალგაზრდობა. ამ ხილის ხშირი გამოყენება კანის სიმკვრივის და კარგი მხედველობის საწინდარია.

მიუხედავად იმისა რომ ავოკადო ძალიან კალორიულია (100გ ში არის 245 კკალ) მასში არ არის მავნე ცხიმები, ის მდიდარია ოლეინის მჟავით, რომელიც სასარგებლოა და გვიცავს ცუდი ქოლესტერინისგან.  ყოველდღიურად ერთი ცალი ავოკადოს მირთმევა ცუდი ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა და გვეხმარება დავიკლოთ წონაში. ავოკადო ასევე კარგია მათთვის ვისაც მუდმივად აქვს ფიზიკური დატვირთვები. მისი კვებითი ღირებულება ხორცისას უტოლდება, ხოლო თევზისას 2-ჯერ აჭარბებს. აი რატომ უნდა შევიტანოთ რაციონში და ხშირად მივირთვავთ ავოკადო.

როგორ შევარჩიოთ ავოკადო?

ავოკადო არის მწვანე და მუქი ყავისფერი. მუქი ყავისფერი გამოირჩევა უკეთესი გემოთი. თუ გინდათ ავოკადო ბუტერბროდისთვის ან ბოსტნეულის სალათისთვის, მაშინ უნდა შეიძინოთ მწიფე, მაგრამ მაგარი ნაყოფი, თითს რომ დააჭერთ ნაყოფი ოდნავ უნდა ჩაიზნიქოს. თუ ნაყოფი ძალიან ჩაიზნიქა და დიდი ღრმული დარჩა ე.ი. ავოკადო ძალიან მწიფეა და ასეთი ნაყოფისგან შეგიძლიათ მოამზადოთ გუაკამოლე. თუ ნაყოფი ისეთი მაგარია რომ თითის დაჭერის შემთხვევაში ღრმული საერთოდ არ კეთდება ე.ი. ავოკადო მკვახეა, დადეთ ოთახის ტემპერეტურაზე და 3-5 დღეში დამწიფდება.

რა შეგვიძლია მოვამზადოთ ავოკადოთი?

1. ტოსტები – დიეტ. პური + ყველი + ავოკადო + მწვანილები ან სუნელები;

2. ცოცხალი ბოსტნეულის სალათა ავოკადოთი ( განსაკუთრებით უხდება პომიდორის სალათას);

3. შეგიძლიათ ხაჭოს + ავოკადოს პიურე + სხვადასხვა მწვანილები და სუნელები აურიოთ და გადაუსვით დიეტურ პურზე;

4. მოამზადეთ გუაკამოლე – 1-2 ც. ავოკადო + 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი + 2-4 ს.კ. დაჭრილი ქინძი + 2-4 ც პომიდორი + 1-2 ნიორის კბილი + მარილი და წიწაკა გემოვნებით. დააბლენდერეთ ყველაფერი და გემრიელად მიირთვით.

Tags:ავოკადო
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.