დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ვარჯიშები
  • განტელების აწევა ბიცეპსით მკლავების მონაცვლეობით (სუპინაციით).

ვარჯიშები

20 Mar

განტელების აწევა ბიცეპსით მკლავების მონაცვლეობით (სუპინაციით).

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. დადექით სწორად. აიღეთ განტელები ხელისგულებით შიგნით. გაიმართეთ ზურგში და გასწორდით მხრებში, წელი არ ჩააგდოთ. იდაყვები სხეულის გასწვრივ არის ჩამოშვებული, ან სხეულზეა მიბჯენილი. ფეხები მხრების სიგანეზე, მუხლები ოდნავ მოხრილი.

შესრულება. ამოსუნთქვაზე მოხარეთ მარჯვენა ხელი იდაყვში მაჯის სუპინაციით 90 გრადუსით. უმოძრაოდ გააჩერეთ მკლავის ნაწილი იდაყვიდან მხრამდე (მხარი). ამოძრავეთ მხოლოდ წინამხრები იდაყვის სახსარში.

მოძრაობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ბიცეპსი სრულად არ შეიკუმშება და განტელი მხრის დონეზე არ აღმოჩნდება. გააკეთეთ მოკლე პაუზა კუნთის დაძაბვით.

ჩასუნთქვაზე ნელა ჩამოიწიეთ განტელი საწყის პოზიციამდე.

გაიმეორეთ მოძრაობა მარცხენა ხელით.

არ აწიოთ ხელები მაქსიმალურად ზევით და არ დაუშვათ ბოლომდე, რათა დატვირთვა არ მოიხსნას ბიცეპსიდან. მოძრაობა მხოლოდ იდაყვის სახსარში, სხეულის დანარჩენი ნაწილი უმოძრაოდაა. იდაყვების ზევით აწევით მუშაობაში ერთვება წინა დელტები.

მუშა კუნთებია: ბიცეპსი.

დამხმარე კუნთებია: წინამხრები.

ვარიაციები: განტელებს ხელი მოკიდეთ არა შუაში, არამედ წინ, სუპინაციისას უკეთ იგრძნობთ ბიცეპსის შიდა თავს. იდაყვების ზევით აწევით მუშაობაში ერთვება წინა დელტები.

დაშვებული შეცდომები: ჩიტინგი – მთელი სხეულით აწევა ინერციის გამოყენებით. არ იქანავოთ, არ ამოძრაოთ იდაყვები და არ მოხაროთ მაჯები. ხელები არ გაშალოთ ბოლომდე (პატარა წონით შეიძლება, მძიმე წონით მყესები ზიანდება) და არ აწიოთ ძალიან მაღლა, არ მოადუნოთ ბიცეპსი ზედა და ქვედა წერტილში. შეცდომაა განტელის სწრაფი ჩამოშვება.

მსგავსი ვარჯიშები: შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე ვარჯიში სკამზე დამჯდარი, ან ორივე ხელის ერთდროულად მოხრით. ვარჯიშის შესრულების კიდევ ერთი ვარიანტია მკლავების მონაცვლეობა ან ერთდროულად აწევა, მაჯებით წინ.

Tags:ბიცეპსიგანტელებიგანტელების აწევა ბიცეპსით
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.

  • July 12, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვარჯიშები
სქოლიოზი ყალიბდება ბავშვის ზრდასთან ერთად, როცა ძვლები და კუნთები არათანაბრად ვითარდება, ძვლების ზრდასთან ერთად ჩამორჩება კუნთის განვითარება. ეს...
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
July 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
May 29, 2023
მაღალ ინტენსიური ინტერვალური ვარჯიში (მიივ) ცხიმის წვისთვის.
May 19, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.