დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვარჯიშები
  • დამოუკიდებელი მოზიდვა ზევიდან ჰამერში. (სახელურები მოძრაობენ დამოუკიდებლად)

ვარჯიშები

20 მარ

დამოუკიდებელი მოზიდვა ზევიდან ჰამერში. (სახელურები მოძრაობენ დამოუკიდებლად)

  • In ვარჯიშები

ვარჯიშის შესრულების ტექნიკა:

საწყისი პოზიცია. მოამზადეთ ტრენაჟორის სკამი თქვენი სიმაღლის მიხედვით და დაარეგულირეთ ფეხების დამაფიქსირებელი. მოკიდეთ ხელები სახელურებს შემობრუნებული, უკუმოჭიდებით. თავი გეჭიროთ სწორად, უყურეთ პირდაპირ, მკერდი აწიეთ მაღლა, პრესი დაჭიმეთ. საწყის მდგომარეობაში უგანიერესი კუნთები გაწელილია, რაც საშუალებას გვაძლევს კარგად დავტვირთოთ ეს კუნთები მთელ ამპლიტუდაზე.

შესრულება. ამოსუნთქვაზე დაიწყეთ მოძრაობა მხრების ჩამოშვებით. ამის მერე იდაყვები მოძრაობენ ქვევით და უკან, სანამ არ გაუსწორდება სხეულს.

მოძრაობის ქვედა წერტილში აერთებთ ბეჭებს, ეს საშუალებას გაძლევთ ფოკუსირება გააკეთოთ ზურგის კუნთებზე, მუშაობაში ერთვება: ტრაპეციული, რომბისებური და უკანა დელტისებური კუნთები.

ვარჯიშის ბოლოს 1-2 წამით ვაფიქსირებთ მოძრაობას, ამ მომენტში მაქსიმალურად ვძაბავთ ზურგის კუნთებს.

ჩასუნთქვაზე ხელები ნელა ბრუნდება საწის პოზიციაში, იგრძენით უგანიერესი კუნთების მსუბუქი გაწელვა.

მუშა კუნთებია: ზურგის უგანიერესი კუნთი, ასევე მუშაობაში ერთვება რომბისებური, შუა და ქვედა ტრაპეციული კუნთები.

დამხმარე კუნთებია: ბიცეპსები, წინამხრები.

ვარიაციები: დამოუკიდებელი მოზიდვა საშუალებას გვაძლევს მოვზიდოთ სახელური ცალი ხელით, მეორე ხელი დავიდოთ მუცელზე, ვიგრძნოთ პრესის დაჭიმულობა. ამ შემთხვევაში აქტიურად ერთვება წელის არეში ხერხემლის სტაბილიზატორი კუნთები. არ შემოვატრიალოთ ტანი, წონასწორობა უნდა შევინარჩუნოთ სტაბილიზატორი კუნთების ხარჯზე.  

დაშვებული შეცდომები: არ ჩამოუშვათ ნიკაპი, მხრებს თუ არ ჩამოუშვებთ იმუშავებს ბიცეპსი. ზედმეტად არ გადახაროთ ზურგი უკან.

მსგავსი ვარჯიშები: ვერტიკალური ბლოკის მოზიდვა, განსხვავება არის იმაში, რომ ჰამერში დატვირთვა ერთნაირია თითოეულ ხელზე. თითოეულ ხელს აქვს თანაბრად განსაზღვრული წონა, ამიტომ ძლიერი ხელი არ მოიპარავს დატვირთვას სუსტი ხელიდან. კუნთები უფრო თანაბრად მუშაობენ.

Tags:მოზიდვა ზევიდან ჰამერში
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.
ივლისი 12, 2023
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
ივლისი 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
მაისი 29, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.