დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • კვება
  • დილის უმადობა და საუზმის მნიშვნელობა.

კვება

20 Mar

დილის უმადობა და საუზმის მნიშვნელობა.

  • In კვება

ძალიან კარგია, როდესაც დილით გაღვიძებიდან მალე მადა გიძლიერდებათ და გინდებათ საუზმე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი კუჭნაწლავის სისტემა აქტიურია და დილიდან კარგად გამოგეყოფათ ნაღვლის წვენი.

ცუდია, თუ დილიდან მადა დაქვეითებული გაქვთ და საუზმის მირთმევა არ გინდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი კუჭნაწლავის სისტემაში მიმდინარე პროცესები შენელებულია და ნაღვლის წვენის გამოყოფაც შესუსტებულია.

დილიდან შუადღის სადილამდე უმადობა ხშირად იმის ნიშანია, რომ შეგუბებული გაქვთ ნაღვლის წვენი ან კუჭის წვენში მარილმჟავას ნაკლებობა გაქვთ.

გაღვიძების შემდეგ მადა ყოველთვის იმათ უქვეითდებათ, ვინც დგება დილით 9 სთ. ან უფრო გვიან. ირღვევა საჭმლის მომნელებელი სისტემის ცირკადული რიტმი. დილით გვიან გაღვიძებას თუ სისტემატიური ხასიათი აქვს, მთლიანად ნელდება კუჭნაწლავის სისტემის ფუნქციონირება, უპირველეს ყოვლისა უარესდება ნაღვლის წვენის გამოყოფის სისტემის ფუნქციონირება.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ გაღვიძების შემდეგ ჭამა არ გინდათ?

ასეთ შემთხვევაში მაშველად შეიძლება მოგევლინოთ თბილი მინერალური ან ლიმნიანი წყალი. საჭმლის მომნელებელი სისტემის ასეთი სტიმულაცია სახიფათოა მათთვის, ვისაც აქვს გასტრიტი ან პანკრეატიტი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაცია შესაძლებელია დილის გამამხნევებელი და მუცლის ვაკუუმის ვარჯიშით.

თუ რეგულარულად დილით ადრე გაიღვიძებთ და სტიმულაციას გაუკეთებთ კუჭნაწლავს, თანდათანობით მადა აღგეძვრებათ უფრო ადრე. შესაბამისად მეტაბოლური პროცესები გააქტიურდება და ნაკლებად გექნებათ საღამოს შიმშილის გრძნობა და ჭამის სურვილი.

სისტემატიურად გვიანი ვახშამი არასოდეს მისცემს კუჭნაწლავის სისტემას საშუალებას დილიდან თავის დროზე და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.

რაციონის იდეალური პროპორციებია: საშუალო სიმძიმის (ნაყროვანების) საუზმე, ნოყიერი სადილი და მსუბუქი ვახშამი. საუზმესა და სადილს შორის ან სადილსა და ვახშამს შორის მსუბუქი ხემსი.

საუზმე არის მთელი დღის ფუნდამენტი. არასოდეს გამოტოვოთ ის. ვინც არ საუზმობს, საღამოს ყოველთვის უძლიერდება შიმშილის გრძნობა.

  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

შეგვიძლია თუ არა კვერცხი გავხადოთ ცილის მიღების ძირითადი წყარო?

  • January 24, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in კვება
დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ კვერცხში ბევრი ქოლესტერინია და იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ბოლო დროს ჩატარებული 6 სხვადასხვა...
10 რჩევა კვებაზე მასის სწრაფად მოსამატებლად.
January 22, 2023
რატომ უნდა დავთვალოთ კალორიები და ცცნ.
November 11, 2022
გარდაიქმნება თუ არა ზედმეტი ცილა ცხიმში?
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.