დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვიტამინები და დანამატები
  • ელექტროლიტები.

ვიტამინები და დანამატები

20 მარ

ელექტროლიტები.

  • In ვიტამინები და დანამატები

რა არის ელექტროლიტები.

ელექტროლიტები ელექტრული მუხტის მატარებელი მაკრომინერალებია, რომლებიც დიდი რაოდენობითაა ადამიანის სისხლში, შარდსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. ისინი კანონზომიერადაა განლაგებული თითოეული უჯრედის მემბრანის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე და დიდ როლს ასრულებს უჯრედების, ორგანოებისა თუ ორგანოთა სისტემების ფუნქციონირებაში, ამიტომ სისხლსა და სხვა ქსოვილოვან სითხეებში მათი რაოდენობის ცვლილება, უჯრედის შიგნითა და გარეთა სივრცეებს შორის ბალანსის დარღვევა ორგანიზმზე აისახება და სხვადასხვა ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დისფუნქციით ვლინდება.

ელექტროლიტების ფუნქციები:

აბალანსებენ სხეულში წყლის რაოდენობას;

შეაქვთ უჯრედში საკვები ნივთიერებები და გამოაქვთ ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტები;

განსაზღვრავენ სისხლის მჟავიანობას;

გავლენას ახდენენ კუნთების მუშაობაზე.

უჯრედების ნორმალური ფუნქციონირება სხეულში წყლის და ელექტროლიტების რაოდენობაზეა დამოკიდებული: ნატრიუმზე, კალიუმზე, კალციუმზე, მაგნიუმზე, ფოსფატზე, ქლორზე – რომლებსაც ორგანიზმი საკვებისა და სითხის საშუალებით იღებს. თუ ელექტროლიტური ბალანსი დაირღვა, დაირღვევა კუნთების, გულის, ტვინის სრულფასოვანი მუშაობა.

რა იწვევს დისბალანსს.

წყალი და ელექტროლიტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მათ ყოველდღე ვკარგავთ. სისხლში ელექტროლიტების კონცენტრაციას აკონტროლებს ჰორმონები. მიღებული და გამოყოფილი სითხე ნორმაში თანაბარია. თუ ბალანსი დაირღვა, შესაძლოა მივიღოთ ორგანიზმში სითხის ოდენობის მკვეთრი შემცირება (დეჰიდრატაცია) ან ჭარბი დაგროვება (ჰიპერჰიდრატაცია). სითხის ბალანსი შესაძლოა დაარღვიოს ზოგიერთმა მედიკამენტმა, ფიზიკურმა დატვირთვამ, ღებინებამ, დიარეამ, ოფლიანობამ, დამწვრობამ, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებებმა. ელექტროლიტები სითხესთან ერთად ტოვებენ ჩვენს სხეულს.

ელექტროლიტების დისბალანსის სიმპტომები:

გულის რიტმის დარღვევა;

გულისცემის აჩქარება;

დაღლილობა;

ძილიანობა;

კრუნჩხვა;

გულისრევა;

ღებინება;

დიარეა ან შეკრულობა;

მუცლის მოვლითი ტკივილები;

კუნთების სისუსტე;

კუნთების ტკივილი;

გაღიზიანებადობა;

დაბნეულობა;

თავის ტკივილი;

მგრძნობელობის დაკარგვა და ყურების შუილი.

დისბალანსის ტიპები.

განასხვავებენ ელექტროლიტების დისბალანსის ორ ფორმას – დაქვეითებას – ჰიპო და სიჭარბეს – ჰიპერ.

უნდა ვიცოდეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან გამოფიტვა და აღვიდგინოთ ორგანიზმის ელექტროლიტური ბალანსი. მომდევნო სტატიებში ცალცალკე განვიხილავთ თითოეულ ელექტროლიტს.

Tags:ელექტროლიტები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

მინერალები

მინერალები ბოდიბილდინგში

  • ოქტომბერი 9, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in ვიტამინები და დანამატები
მინერალები არაორგანული ნივთიერებებია და ვიღებთ საკვებიდან. უზრუნველყოფენ ნერვულ გამტარობას, კუნთების შეკუმშვას, წყლოვან-ელექტროლიტურ ბალანსს და ენერგიის გამომუშავებას. კალციუმი და ფოსფორი...
ვიტამინები
ვიტამინები ბოდიბილდინგში
ოქტომბერი 8, 2025
4 ყველაზე მნიშვნელოვანი ვიტამინი კუნთის ზრდისთვის.
ნოემბერი 15, 2022
რჩევები დიდი ბიცეფსების გასაზრდელად.
ნოემბერი 14, 2022

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.