დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ჰორმონები
  • ენდოკრინული სისტემა.

ჰორმონები

20 Mar

ენდოკრინული სისტემა.

  • In ჰორმონები

ყველა უჯრედის მუშაობას მართავს ენდოკრინული სისტემა ჰორმონების საშუალებით.

ჰორმონები არის უჯრედების ერთმანეთთან სალაპარაკო ენა. ცნობილია 150-ზე მეტი ჰორმონი, რომელთა დონეს შორის ბალანსს ჰორმონალური ფონი ეწოდება.

ჰორმონების წარმოება ხორციელდება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებით, რომლებიც გაერთიანებულია ენდოკრინულ სისტემაში.

ჰორმონებზეა დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა, გუნება-განწყობილება, შესახედაობა, ინტელექტი და მეხსიერება. მისი მუშაობის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს მძიმე შედეგები ორგანიზმისთვის.

ენდოკრინული სისტემა – შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და სპეციალიზირებული სტრუქტურების ერთობლიობაა და წარმოადგენს ორგანიზმის ერთ-ერთ ძირითად მარეგულირებელ სისტემას. ისინი არიან ცნს-ში, სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ჯირკვლებს არა აქვთ სადინარი და მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერება, პირდაპირ გადადის სისხლში და ლიმფაში.

ენდოკრინული სისტემის ცენტრალური ორგანოებია:


1.
ჰიპოთალამუსის ნეიროსეკრეციული ბირთვები;
2.
ჰიპოფიზი;
3.
ჯალღუზისებრი სხეული, ანუ ეპიფიზი.

ენდოკრინული სისტემის პერიფერიული ორგანოებია:


ა) ჰიპოფიზზე დამოკიდებული ჯირკვლები:

ფარისებრი ჯირკვალი,
თირკმლზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერება,
სასქესო ჯირკვლების ენდოკრინული უჯრედები;

ბ) ჯირკვლები, რომლებიც დამოკიდებულნი არ არიან ჰიპოფიზზე:
თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერება,
ფარისებრახლო ჯირკვლები,
პანკრეასის კუნძულები და სხვა ორგანოთა ჰორმონმაპროდუცირებელი უჯრედები.

Tags:ენდოკრინული სისტემა.ეპიფიზითირკმლზედა ჯირკვალიპანკრეასიფარისებრი ჯირკვალიშინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიჯალღუზისებრი სხეულიჰიპოთალამუსიჰიპოფიზიჰორმონალური ფონიჰორმონები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

3 ნივთიერება, რომლებიც მატებს ტესტოსტერონს.

  • October 11, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in ჰორმონები
ამ ნივთიერებების ნაკლებობა იწვევს ტესტოსტერონის დაქვეითებას: ეს არის D ვიტამინი, თუთია და მაგნიუმი. D ვიტამინის...
კორტიზოლი.
March 20, 2022
სეროტონინი.
March 20, 2022
ნორადრენალინი.
March 20, 2022

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.