კალიუმი.
კალიუმი აუცილებელია გულის მუშაობისთვის, უზრუნველყოფს ნერვული ქსოვილებისა და კუნთების სწორ მუშაობას.
ჰიპერკალიემია სისხლში კალიუმის სიჭარბეა, ჰიპერკალიემიის მიზეზებია:
ძლიერი დეჰიდრატაცია;
თირკმლის უკმარისობა;
მწვავე აციდოზი, რომელიც მოიცავს დიაბეტურ კეტოაციდოზს;
ზოგიერთი მედიკამენტი. ანტიჰიპერტენზიული საშუალებები და დიურეტიკები (შარდმდენები);
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა, როდესაც ჰორმონ კორტიზოლის დონე ძალიან დაბალია.
ჰიპერკალიემიის სიმპტომებია:
ღებინება;
დაღლილობა;
კუნთების სისუტე;
ყურების შუილი.
ჰიპოკალიემია სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობაა, ჰიპოკალიემია შესაძლოა განპირობებული იყოს:
კვების დარღვევით;
ძლიერი ღებინებითა და დიარეით;
დეჰიდრატაციით;
ზოგიერთი მედიკამენტის: დიურეტიკების, კორტიკოსტეროიდების – მიღებით.
ჰიპოკალიემიის სიმპტომებია:
სისუსტე;
დაღლილობა;
მუცლის ტკივილი;
ყაბზობა (შეკრულობა);
გულის რიტმის დარღვევა.
ჰიპოკალიემია გავლენას ახდენს თირკმელებზე. შესაძლოა, გაგიხშირდეთ შარდვა, შეგაწუხოთ ძლიერმა წყურვილმა.
კალიუმის მარაგის შესავსებად მიირთვით:
კარტოფილი;
ლობიო;
იოგურტი;
ბროკოლი;
სოკო;
ბანანი;
ორაგული;
ისპანახი;
ავოკადო.