მაგნიუმი (Mg) – სასწაულმოქმედი მინერალი.
მაგნიუმი (Mg) ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე 350-ზე მეტ პროცესში, მათ შორის ენერგოწარმოებაში.
მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს თუთიის, სპილენძის, კალციუმის, კალიუმის, სილიციუმის დეფიციტს და მათ შენაცვლებას მძიმე ტოქსიკური ლითონებით: ტყვიით, კადმიუმით, ალუმინით.
მაგნიუმს შეიცავს ტვინის, ძვლების, გულის, ღვიძლის, თირკმელების, კბილის ემალი და ამ ორგანოების მუშაობა დამოკიდებულია მის რაოდენობაზე.
Mg ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების შეწოვას.
Mg შედის ფერმენტების შემადგენლობაში და ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.
Mg მონაწილეობს ცუდი და კარგი ქოლესტერინის დაბალანსებაში.
Mg სტიმულაციას უკეთებს ნაღველის გამოტყორცნას, აბალანსებს კუჭის მჟავიანობას.
თუ D3 ვიტამინის ნაკლებობა გვაქვს, ცუდად შეიწოვება მაგნიუმი. მაგნიუმის შეწოვას ხელს უშლის ყავა, ჩაი (კოფეინის შემცველი პროდუქტი), ფიტინის შემცველი ბურღულეული, რაფინირებული პროდუქტები, ცომეულობა, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ზედმეტად მარილიანი საკვები, შარდმდენი პრეპარატები. ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდშიც გამოიდევნება მაგნიუმი.
სისხლის ანალიზში შეიძლება მაგნიუმი იყოს ნორმაში, მაგრამ უჯრედები განიცდიდნენ მის დეფიციტს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ რა სიმპტომებს იწვევს ამ მინერალის ნაკლებობას:
1. მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება;
2. უძილობა, ან ღამის განმავლობაში ხშირი გამოღვიძება;
3. თავის ტკივილები და თავბრუსხვევა;
4. კუნთების ტკივილი რომელიც არ არის ვარჯიშთან კავშირში;
5. სპაზმები ფეხის კუნთებში (კრუნჩხვა) წვივში, ბარძაყში ან ტერფში;
6. ტკბილის და განსაკუთრებით შოკოლადის მიმართ ლტოლვა;
7. გაზების წარმოქმნა ნაწლავებში და ტკივილი;
8. დაღლილობა, განსაკუთრებით დილიდან;
9. გულის პრობლემები, არითმია, ტკივილები გულის არეში;
ზემოთ აღნიშნული სიმპტომები შეიძლება დაგვემართოს ძლიერი სტრესის დროს, რადგან სტრესის დროს გამოიყოფა კორტიზოლი და სხვა სტრესის ჰორმონები, ხდება სისხლძარღვების სპაზმირება, რის შედეგადაც ორგანიზმი კარგავს მაგნიუმს. ასეთ დროს ძალიან კარგია სისტმატიურად მივიღოთ დღეში ერთი ჭიქა მინერალური წყალი მაგნიუმის შემცველობით. ის ადვილად აღწევს სისხლში და შესაბამისად ღვიძლში, ღვიძილიდან გადადის ნაღვლის სადინარებში. ასეთი მინერალური წყალი არა მხოლოდ ავსებს ორგანიზმს მაგნიუმით, არამედ აკეთებს ღვიძლის უჯრედების აქტივაციას ნაღვლის გამომუშავებაში, უკეთესად გამოიდევნება დაგროვებული ნაღველი და კუჭ-ნაწლავიც უფრო ენერგიულად იწყებს ფუნქციონირებას.
ქალბატონები, რომლებიც სისტემატიურად მოიხმარენ კონტრაცეპტივებს, დაახლოებით 3 თვის შემდეგ, ორგანიზმში ექმნებათ მიკროელემენტების ნაკლებობა. მაგნიუმის დეფიციტისას მენსტრუაციის პერიოდში ვლინდება ძლიერი მოთხოვნილება ტკბილზე და შოკოლადზე.
მაგნიუმით მდიდარი პროდუქტებია:
გოგრის, მზესუმზირის, სეზამის თესლი;
ნუში, კედრის კაკალი, კეშიუ;
ქინძი, ბაზილიკი, შალფეი, ხმელი ქინძის მარცვალი;
შავი შოკოლადი კაკაოს მაღალი შემცველობით, კაკაო;
მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული;
მწვანე წიწიბურა, ოსპი, ბარდა, ველური ბრინჯი;
ავოკადო;
ლეღვი, ლიმონი, გრეიპფრუტი, ვაშლი, ბანანი, გარგარი;
კამბალა, კობრი, კრევეტები, ზღვის ქორჭილა, პალტუსი, ქაშაყი, სკუმბრია, ვირთევზა;
მაგნიუმი სჭირდება ყველას. თქვენ გახდებით ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი და ენერგიული.