დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ცოცხალ ორგანიზმებში. მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.

დამწყებებისთვის

20 Mar

ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ცოცხალ ორგანიზმებში. მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.

  • In დამწყებებისთვის

ორგანული და არაორგანული ნივთიერებები ცოცხალ ორგანიზმებში. მაკრო და მიკრო ნუტრიენტები.

ყველა ნივთიერება იყოფა 2 ჯგუფად, ორგანული და არაორგანული ნივთიერებები. ისინი შედგებიან ერთი და იგივე ქიმიური ელემენტებისგან იმ განსხვავებით, რომ ორგანული ნივთიერებების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს ნახშირბადი, შესაბამისად ყველა დანარჩენი ნივთიერება, რომელშიც არ შედის ნახშირბადი არის არაორგანული, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა – მხუთავი გაზი (CO) და ნახშირორჟანგი (CO2).

ცოცხალი ორგანიზმები შედგება როგორც ორგანული, ასევე არაორგანული ნივთიერებებისგან.

ცოცხალ ორგანიზმებში არის იგივე ქიმიური ელემენტები, რაც არაცოცხალ, უსულო საგნებში, მაგრამ ცოცხალი ორგანიზმებში არის კიდევ ორგანული ნივთიერებები ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები, რომლებიც უზრუნველყოფენ სიცოცხლის წარმოშობას. ისინი პირველად გამოყვეს ცოცხალი ორგანიზმებიდან და ამიტომაც უწოდეს მათ ორგანული ნივთიერებები. ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობაში მთავარ როლს ასრულებენ ნუკლეინის მჟავები (დნმ, რნმ) და ცილები, ისინი უზრუნველყოფენ ორგანიზმში ყველა პროცესების თვითრეგულაციას და მის თვითწარმოქმნას, რაც ნიშნავს თავად სიცოცხლეს.

ორგანიზმებში არაორგანული ნივთიერებებია: წყალი (70-80%) და მინერალური ნივთიერებები (1-1.5%).

ცოცხალი ორგანიზმის თვისებაა ნივთიერებათა ცვლა, ორგანიზმში ყველა ქიმიური რეაქციის ერთობლიობა. ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა უზრუნველყოფს ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, მუდმივ კავშირს გარე სამყაროსთან.

ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები (ნუტრიენტები) იყოფა 6 კლასიფიკაციად, ესენია:

ნახშირწყლები.
ცხიმები.
ცილები.
წყალი.
ვიტამინები.
მინერალები.

აქედან ორგანიზმი მოითხოვს ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების და წყლის დიდ რაოდენობას, ამიტომ ისინი მაკრო ნუტრიენტებია.

მიკრო ნუტრიენტებია ვიტამინები და მინერალები, რადგან მათ ორგანიზმი მოიხმარს მცირე რაოდენობით.

Tags:არაორგანული ნივთიერებებიმაკრო ნუტრიენტებიმიკრო ნუტრიენტები
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.