დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • რა მოხდება, თუ არ შეჭამთ შაქარს.

გახდომა

20 Mar

რა მოხდება, თუ არ შეჭამთ შაქარს.

  • In გახდომა, კვება

შაქრის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევს უამრავ დაავადებას, სიმსუქნეს, ხასიათის ცვლილებას და დამოკიდებულებას შაქარზე. ზოგი დიეტოლოგი შაქარს თვლის უფრო სახიფათოდ, ვიდრე ცხიმს. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, თუ რა რაოდენობის შაქარს ვიღებთ ყოველდღიურად.

რა მოხდება, თუ არ შეჭამთ შაქარს:

1. დაგეკარგებათ შაქარზე მოთხოვნილება და დაძლევთ დამოკიდებულებას შაქარზე, რომელიც ნარკოტიკის დამოკიდებულებაზე ძლიერია. ანუ თუ აღარ მიიღებთ შაქარს, აღარ გექნებათ შაქარზე მოთხოვნილება.

2. შეგიმცირდებათ შიმშილის გრძნობა. სწორედ შაქრის გამო გვაქვს შიმშილის გრძნობა. შაქრის არ მიღებით ნორმალიზდება შაქრის დონე სისხლში. ინსულინი აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში და ზედმეტი შაქარი მიაქვს უჯრედებში. სხეული კი ცდილობს შეზღუდოს შაქრის დონე უჯრედის შიგნით, რადგან თვლის, რომ შაქარი არ არის სასარგებლო, ბლოკავს ინსულინს, უჯრედების რეცეპტორები აღარ რეაგირებენ ინსულინზე, ეს არის ინსულინრეზისტენტობა. თუ უარს იტყვით შაქარზე, სხეულს შეუძლია მიიღოს მეტი საკვები ნივთიერებები, რადგან ინსულინრეზისტენტობა ხელს უშლის საკვების (მიკრო და მაკრო ელემენტების) მიღებას.  

3. სწრაფად შემცირდება წონა. როცა ჭამთ დიდი რაოდენობით შაქარს, განსაკუთრებით ფრუქტოზას, უფრო ხართ მიდრეკილი გადამეტებული ჭამისკენ, კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს მეტ ინსულინს, სხეული აგზავნის ცრუ სიგნალს, რომ საჭიროა წახემსება.

4. ნაკლები გექნებათ დაღლილობა. განსაკუთრებით საკვების მიღების შემდეგ. თუ რეგულარულად იყენებთ შაქარს, იქნებით დაღლილები ჭამის შემდეგ. აღმოაჩენთ, რომ ჭამის მერე დაღლილობა შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ შაქრის დონე შემცირდა, გონებრივ გადაღლას იწვევს სწორედ შაქარი.  

5. გაგიუმჯობესდებათ ძილი. თავიდან გექნებათ მოთენთილობა და ძილიანობა, მაგრამ როცა თქვენი სხეული მიეჩვევა უშაქრობას, უფრო ენერგიული გახდებით მთელი დღის განმავლობაში და უპრობლემოდ დაგეძინებათ.

6. თქვენგან გამოვა ზედმეტი წყალი და ცხიმი. პირველ კვირას გამოვა ბევრი წყალი და ბევრი ცხიმი, შემდგომში ეს იქნება ძირითადად ცხიმი. შაქარის შემცირებით მუცლის და წელის გარშემოწერილობა შემცირდება.

7. გაუმჯობესდება სუნთქვა. შაქარი იწვევს პირის ღრუს და ღრძილების დაავადებებს, ხდება ბაქტერიების კვების წყარო, ეს აჩქარებს ბაქტერიების გამრავლებას, რაც იწვევს პირიდან უსიამოვნო სუნს. შაქარს უკავშირებენ ფილტვების უამრავ დაავადებებს. შაქრის შემცირებით შეამცირებთ ასთმის სიმპტომებს. 

8. მოიმატებს გონებრივი შესაძლებლობები. შაქარი ხელს კი არ უწყობს ახალი მასალის ათვისებას და დამახსოვრებას, როგორც ეს ადრე ეგონათ, არამედ პირიქით, ხელს უშლის. გაუმჯობესდება კონცენტრაცია, გახდებით უფრო ყურადღებიანი.  

9. გაუმჯობესდება მხედველობა. გლუკოზის და ინსულინის მომატებას მივყავართ სისხლძარღვების დაზიანებასთან და თვალების სისხლით ცუდ მომარაგებასთან, რაც იწვევს მხედველობის დაქვეითებას.

 10. გაუმჯობესდება ხასიათი, გუნება განწყობილება.

გახდებით უფრო დამშვიდებული. თავიდან იქნებით გაღიზიანებული, მაგრამ მერე, როცა მიეჩვევით უშაქრობას თავს იგრძნობთ გაცილებით კარგად. ვინც იღებს ცოტა შაქარს, ნაკლებად ემართებათ დეპრესია.

 11. კანის მდგომარეობა გაუმჯობესდება. კანი გაახალგაზრდავდება და გასუფთავდება. გაქრება აკნე – გამონაყარი, რადგან შაქარი პროვოცირებს ანთებას. როცა ჭამთ შაქარს, მატულობს ინსულინი, ქალებში მატულობს მამაკაცური ჰორმონები, რაც იწვევს გამონაყარს. მამაკაცში მაღალი ინსულინი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს, რაც ქმნის ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს.  

12. შემცირდება ანთებები და გექნებათ ნაკლები ტკივილი. შაქრის ამოღებით გადავერთვებით სხვა საწვავზე – ცხიმზე. შეიძლება გაგიმწვავდეთ სიმპტომები 3 დღით, რასაც უნდა გაუძლოთ, ხოლო თუ მიიღებთ B ჯგუფის ვიტამინებს, სიმპტომები აღარ გექნებათ და ყველაფერს ადვილად გადაიტანთ. თქვენ აშენებთ ახალ ფერმენტებს, რათა სხეულმა საწვავის სახით გამოიყენოს ცხიმი.

13. შემცირდება ინსულტის და ინფარქტის რისკი.

შემცირდება ანთება არტერიებში, ეს ხელს უშლის სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას და შეამცირებს ინსულტის და ინფარქტის რისკს. დაიწყება ტვინის უჯრედების წარმოქმნა, შაქრის დეფიციტისას სხეული იწყებს სხვა საწვავზე – კეტონებზე მუშაობას, ისინი ხელს უწყობენ ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნას. შაქრის ზედმეტად გამოყენება ზრდის ინფარქტის რისკს. იშემიური დაავადებების მთავარი მიზეზიც ეს არის. შემცირდება გლუკოზის დონე სისხლში, შესაბამისად შემცირდება გულის პულსი, ეს შეამცირებს წნევას, ამით თავიდან აიცილებთ ინსულტს და ინფარქტს.

14. შემცირდება ცუდი ქოლესტერინი. ბევრი შაქრის გამოყენება ზრდის მავნე ქოლესტერინის დონეს, რაც იწვევს ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნას და სისხლძარღვების ბლოკირებას, ეს კი გულის დაავადებებს იწვევს.

 15. გასუფთავდება ღვიძლი. შეგიმცირდებათ ცხიმი, რომელიც დაგროვილი იყო ღვიძლში და შეძლებთ მის როგორც საწვავის გამოყენებას. ასევე გაეშვება ღვიძლის გასუფთავების პროცესი.

16. უკეთესად ამუშავდება თირკმელები. დიაბეტიანებში სწორედ თირკმელებია დარტყმის ქვეშ, თუ შევამცირებთ შაქარს, თირკმელების მუშაობა გაუმჯობესდება.  

17. მცირდება ალცჰეიმერის დაავადების რისკი. შაქრის გადამეტებული მიღება იწვევს ამ დაავადებას.

18. შემცირდება დიაბეტით დაავადების რისკი. დიდი რაოდენობით შაქრის მიღებისას ვითარდება ინსულინის მიმართ წინააღმდეგობა, შაქარს არ შეუძლია შეაღწიოს უჯრედში და შეიძლება გაიჭედოს სისხლში. ამას მივყავართ დიაბეტთან.

19. შემცირდება სიმსივნით დაავადების რისკი. კუჭქვეშა ჯირკვალის სიმსივნეს ხშირად უკავშირებენ შაქრის გადამეტებულად გამოყენებას.

20. ნაკლებად დაგჭირდებათ მკურნალობა და ექიმები.

დიდი რაოდენობით შაქრის მიღება მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, მას უჭირს გაუმკლავდეს ბაქტერიებს და ვირუსებს. შაქარი აზიანებს კბილებს და ღრძილებს, დაზოგავთ უამრავ ფულს მკურნალობაზე.    

Tags:შაქარი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.