დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა მსუქანი და როდის უნდა დავიწყოთ გახდომა?

დამწყებებისთვის

20 Mar

როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა მსუქანი და როდის უნდა დავიწყოთ გახდომა?

  • In დამწყებებისთვის

უმეტეს შემთხვევებში ადამიანებმა არ იციან, როდის უნდა დაიწყონ გახდომა. ზოგიერთს საერთოდ არ სჭირდება გახდომა და მაინც იწყებს დიეტას, ზოგი კი სანამ 100 კგ-ს არ გასცდება და სანამ დიაბეტი, ინსულტი, ინფარქტი ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არ შეაწუხებს, მანამდე არ ფიქრობს, რომ დროა დაიწყოს წონის დაკლებაზე ზრუნვა.

როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა მსუქანი და როდის უნდა დავიწყოთ გახდომა?

ყველაზე პოპულარული და მარტივი ფორმულა იდეალური მასის გამოსათვლელად არის:

სხეულის ოპტიმალური წონა მამაკაცებისათვის = სიმაღლე – 100

სხეულის ოპტიმალური წონა ქალებისათვის = სიმაღლე – 110

სხეულის მასის ინდექსის (სმი) გაანგარიშება.

სმი, არის ინდიკატორი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად შეესაბამება თქვენი წონა სიმაღლეს. მისი გამოთვლა არ არის რთული.

ს.მ.ი. = მასა (კგ–ში) / სიმაღლე (მეტრებში) კვადრატში. 

ჯ მ ო – ს მიერ შემუშავებული ცხრილით:

16 და ნაკლები – შესამჩნევი წონის დეფიციტი

16-18.5 – არასაკმარისი წონა

18.5-25 – ნორმა

25-30 – ჭარბი წონა

30–35 – პირველი ხარისხის სიმსუქნე

35-40 – მეორე ხარისხის სიმსუქნე

40 და ზევით – მესამე ხარისხის სიმსუქნე (ავადმყოფი)

თუ სმი აღემატება 25 – ს, უკვე უნდა იფიქროთ წონის დაკლებაზე. ბოლო წლებში ბევრმა ექიმმა გააკრიტიკა სმი-ის გამოყენებით ჭარბი წონის განსაზღვრა. ფაქტია, რომ სმი პირობითი მაჩვენებელია. ის შეუფერებელია სპორტსმენებისთვის: მათ აქვთ ძალიან განვითარებული კუნთები, ამის გამო ისინი ბევრს იწონიან, მაგრამ ამ წონას არ შეიძლება ჭარბი ეწოდოს. სმი არ ითვალისწინებს ასაკს, სქესს და სხვა მახასიათებლებს. ამიტომ, ახლა სმი– ს გარდა, ითვალისწინებენ სხეულის შემადგენლობას. ჭარბი წონა არის მხოლოდ ცხიმოვანი ქსოვილი, ეს არ არის არც კუნთების და არც წყლის ჭარბი რაოდენობა. უნდა მოხდეს სწორედ ცხიმის გამოვლენა. ჭარბი ცხიმი ხშირად აქვთ ნორმალური სმი–ის მქონე ადამიანებს. მათ ასევე უნდა იზრუნონ სხეულის კორექციაზე.

სხეულის ცხიმის პროცენტული მაჩვენებელი.

მნიშვნელოვანია წელის გარშემოწერილობა! 

ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად დიდ როლს ასრულებს ის, თუ სად მდებარეობს ცხიმი. განსაკუთრებით საშიშია წელის გარშემო ცხიმი. ის შეიძლება დაგროვდეს როგორც კანქვეშ, ისე შინაგანი ორგანოების გარშემო. ეს მნიშვნელოვნად ართულებს მათ მუშაობას, რაც იწვევს ორგანიზმში სერიოზულ დარღვევებს. მუცლის სიმსუქნე სერიოზულად ზრდის დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა კატასტროფების რისკს.

გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა: მამაკაცებში, მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 94 სმ-ს, ქალებში – 80 სმ-ს. თუ ის უფრო დიდია, წონა უნდა დაიკლოთ.

სხეულის ცხიმის %-ული შემცველობა შეგიძლიათ ელექტრონული სასწორით ცხიმის განსაზღვრის ფუნქციით. მაგრამ ისინი ნაკლებად ზუსტია, მაგ. მათ შეიძლება ცხიმის მასას ორგანიზმში შემავალი წყალი მიათვალონ.

წონის დაკლების დინამიკის დასადგენად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ ერთი ყველაზე მარტივი და ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდებს შორის შედარებით ზუსტი მეთოდი. ეს არის სტატიაში თანდართულ ფოტოზე წარმოდგენილ სურათებთან საკუთარი სხეულის შედარების მეთოდი. თუ თქვენი სხეულის ფორმები ახლოს არის 25%-თან მამაკაცებისთვის და 35%-თან ქალებისათვის, მაშინ დროა იზრუნოთ ცხიმის დაწვაზე, დაიცვათ სწორი კვება და ივარჯიშოთ.

Tags:სხეულის მასის ინდექსი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.