დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • დამწყებებისთვის
  • როგორ დავწიოთ ქოლესტერინი სისხლში.

დამწყებებისთვის

20 Mar

როგორ დავწიოთ ქოლესტერინი სისხლში.

  • In დამწყებებისთვის

ქოლესტერინის დასაწევად ექიმები გვირჩევენ უცხიმო დიეტას, ხორცის შემცირებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი დიეტა არ მუშაობს. არის შემთხვევები, როცა ადამიანები ჯდებიან უცხიმო დიეტაზე, ჭამენ ნაკლებ ხორცს და ქოლესტერინი დაბლა დაწევის ნაცვლად ზევით იწევს და ხდება პირიქითაც, როცა იწყებენ ხორცის ჭამას, ცხიმიანი საკვების მიღებას და ქოლესტერინი იკლებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმი თავად არეგულირებს ქოლესტერინის დონეს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობით ჭირდება მას ქოლესტერინი.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ რეალურად დავწიოთ ქოლესტერინი:

1. თუ იღებთ პრეპარატებს წაიკითხეთ მათი ანოტაცია, ბევრი წამალი (მაგ. წნევის, ჰორმონალური და ა. შ.) უმატებს ქოლესტერინს სისხლში და რაც არ უნდა გააკეთოთ ქოლესტერინი მაინც იქნება მაღალი. ეცადეთ ასეთი წამლები შეცვალოთ სხვა წამლებით.

2. უფრო ხშირად იყავით მზეზე, იმიტომ რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით ქოლესტერინისგან სინთეზირდება ვიტამინი D, ჩვენ ერთდროულად ვამცირებთ ქოლესტერინის დონეს და ნორმაში მოგვყავს ვიტამინი D.

3. არ დაგვავიწყდეს წყლის დალევა, დღეში მინიმუმ 1.5-2 ლიტრი, წყალს გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი ორგანიზმიდან.

4. ჭამეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ პექტინს. ეს არის ვაშლი, ციტრუსები, ჭარხალი, დიდი რაოდენობით მწვანილი, ქატო და სხვ. ეს პროდუქტები ასუფთევებენ სისხლძარღვებს ზედმეტი ქოლესტერინისგან. 

5. გამოიყენეთ პრეპარატები, რომელსაც გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და ქოლესტერინი, მაგ. აქტივირებული ნახშირი, ან მსგავსი პრეპარატები. მიღების წესი 3-4 დღე მიღება, 2 კვირა შესვენება და ასე 2-3 თვის განმავლობაში.

6. შეამცირეთ სწრაფი კვების პროდუქტები. ესენია ფასფუდი და ხორცის ნახევარფაბრიკატები.

7. გამოიყენეთ წურბელებით მკურნალობა, ეს ასუფთავებს სისხლს და ამცირებს ქოლესტერინს.

8. თავი დაანებეთ სიგარეტის მოწევას. შეამცირეთ ყავის გამოყენება 1-2 ფინჯანამდე.

სიგარეტის კვამლი და ყავის ხშირი გამოყენება ზრდის ქოლესტერინის დონეს, თანაც ვერ დადგინდა, ყავის შემთხვევაში კოფეინი რა როლს თამაშობს, უკოფეინო ყავაზეც იგივე შედეგია.

9. ქოლესტერინის დასაწევად კარგია ფიზიკური დატვირთვები. ფიზიკური დატვირთვები ცხიმს იყენებს როგორც ენერგიის წყაროს, ასევე აწარმოებს უამრავ ჰორმონს, რომლებიც წარმოიქმნება ქოლესტერინისგან. ამიტომ, რაც უფრო მეტს ვვარჯიშობთ, მით მეტი ცუდი ქოლესტერინი იხარჯება ჰორმონების შექმნაზე.

10. ჩაიტარეთ გამოკვლევა, ზოგიერთი დაავადება იწვევს ქოლესტერინის მომატებას, მაგ. შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, თირკმელების და ღვიძლის დაავადებები.

როგორ ავწიოთ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები სისხლში.

როცა ვაბარებთ ანალიზს ქოლესტერინზე, ეს არის ჯამი მაღალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და მათი თანაფარდობა იქნება იმის მაჩვენებელი, ქოლესტერინი მავნეა, თუ სასარგებლო.

დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ცუდი ქოლესტერინის) დანიშნულებაა ქოლესტერინის გადატანა ღვიძლიდან სხვა ადგილებში. როცა გროვდება ზედმეტი ქოლესტერინი, საჭიროა მათი მოშორება, რისთვისაც არსებობს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (კარგი ქოლესტერინი), მათ მოაქვთ არამოთხოვნადი ქოლესტერინი პერიფერიებიდან უკან ღვიძლში და ნაღველში. ამიტომ ცუდია არა მაღალი ქოლესტერინი, არამედ ცუდი თანაფარდობა მსლ-სა და დსლ-ს შორის. მაშინაც კი, თუ ანალიზებში გაქვთ დაბალი ქოლესტერინი, მაგრამ დსლ მეტია, ვიდრე მსლ, ეს მაინც ცუდია, უნდა ვეცადოთ, რომ მსლ იყოს მეტი.

დსლ-თან ბრძოლაში პირველ ადგილზეა ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვება. თუ ადამიანს კვების რაციონში აქვს მცირე რაოდენობის ცილა და არ ვარჯიშობს, აქვს მცირე კუნთური მასა, ამავე დროს მას შეიძლება ქონდეს ცხიმის დიდი შემცველობა. ეს არის ნაჯერი ცხიმები, რომლისგანაც სხეული ქმნის ქოლესტერინს. თუ არ მივიღებთ საკმარისად ცილებს, მაშინ გვექნება მაღალი დსლ, ხოლო თუ ვიღებთ საკმარის ცილას, მსლ იქნება სქელკედლიანები და მასში იქნება ცოტა ქოლესტერინი, ის ზომითაც უფრო პატარაა, ვიდრე დსლ. თუ მივიღებთ ზედმეტ ცილას, ამან შეიძლება გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ამიტომ ცილა უნდა მივიღოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა.

უნდა შევამციროთ სისხლის შედედების საშიშროება. არ უნდა დავუშვათ ორგანიზმის გაუწყლოვნება, მივიღოთ ომეგა 3-ის შემცველი საკვები. ომეგა 3 ამცირებს ცუდ ქოლესტერინს, ათხელებს სისხლს და ეწინააღმდეგება ანთებით პროცესებს. ზედმეტი ცხიმი ორგანიზმში იწვევს ქრონიკულ ანთებით პროცესებს, რომელსაც ვერანაირი ანალიზი ვერ აჩვენებს, მაგრამ ეს ფაქტია. ამიტომ ვიკვებებით ცივ წყლებში მობინადრე და არა წყალსაცავში ხელოვნურად გამრავლებული თევზით, ან ვიღებთ ომეგა 3-ს საკვები დანამატებიდან.

ახალი მეცნიერული მონაცემები ქოლესტერინზე.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცუდი ქოლესტერინიც არ არის საშიში!

ე. წ. ცუდი ქოლესტერინიც კი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. დსლ–ები ანეიტრალებენ სახიფათო ბაქტერიულ ტოქსინებს. ანუ ცუდი ქოლესტერინი ეხმარება იმუნურ სისტემას ებრძოლოს სახიფათო მიკროორგანიზმებს და შხამებს.

ჩატარდა მაშტაბური სამეცნიერო კვლევა (60 წელს გადაცილებულ 68 ათას ადამიანზე) ქოლესტერინზე, კვლევა გამოქვეყნდა British Medical Journal

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცუდი ქოლესტერინი – დსლ არ ზრდის ინსულტის და ინფარქტის რისკს და არ ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ასევე დადგინდა, რომ ქოლესტერინს შეუძლია დაგვიცვას ისეთი ნევროლოგიური დაავადებებისაგან როგორიცაა ალცჰეიმერის სინდრომი და პარკინსონის დაავადება.

Tags:კარგი ქოლესტერინიცუდი ქოლესტერინი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.

  • June 6, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in დამწყებებისთვის
ალბათ გსმენიათ, თუ გინდა ცხიმის დაწვა, საჭიროა კალორიების დეფიციტი, ხოლო მასის მომატებისთვის აუცილებელია კალორიების პროფიციტი და შეუძლებელია გამოშრობა...
როგორ ვებრძოლოთ უძილობას.
May 15, 2023
დუნდულა კუნთების ვარჯიში. (პრაქტიკული ნაწილი)
April 27, 2023
კუნთის ბოჭკოები. (თეორიული ნაწილი)
April 27, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.