სეროტონინი.
სეროტონინი ყველაზე ძლიერი ანტიდეპრესანტია, ამიტომ სეროტონინს ბედნიერების ჰორმონსაც ეძახიან. სეროტონინი იწარმოება ამინომჟავა ტრიფტოფანისგან და მისი წარმოებული 5 ჰიდროქსიტრიფტოფანი (5HTP). ტრიფტოფანი შეუცვლელი ამინომჟავაა, ჩვენ ვჭამთ ცილას, რომელიც იშლება ამინომჟავებად, ტრიფტოფანიდან სინთეზირდება 5 ჰიდროქსიტრიფტოფანი (ამ ამინომჟავას საკვებიდანაც ვიღებთ), რომლისგანაც უკვე ვიღებთ სეროტონინს.
სეროტონინის 90% იმყოფება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, დანარჩენი 10% სისხლში და ტვინში. კუჭნაწლავში სეროტონინი მართავს შიმშილის გრძნობას და პერესტალტიკას, ანუ ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.
როგორ მოქმედებს სეროტონინი ცნს-ზე და ტვინის მუშაობაზე? ამისათვის უნდა გავერკვეთ მის რეცეპტორებში. რეცეპტორები მდებარეობენ ნერვული უჯრედების ზედაპირზე, ისინი ბევრია და ყოფენ 7 ძირითად ტიპად, მათ კიდევ რამოდენიმე ქვეტიპებად.
5HT1 – იყოფა კიდევ 5 ქვეტიპად. მოქმედებს ემოციებზე – აგრესიულობაზე ან სიმშვიდეზე, მოქმედებს დოფამინზე, დეპრესია ან სიამოვნება ცხოვრებისგან.
5HT1 აგონისტები (აქტივატორები) ამცირებენ სტრესს, დეპრესიას, აგრესიას, ზრდიან დოფამინს, ნებისყოფას.
ანტაგონისტები მოქმედებენ ამის საპირისპიროდ.
5HT2 არეგულირებს გარეშე ხმებს, ამ რეცეპტორების აქტივაცია აძლიერებს ამ ხმებს. სწორედ ეს რეცეპტორები აქტიურდება ნარკოტიკების მიღების შედეგად. ამცირებს დოფამინს და ნორადრენალინს, რითაც მცირდება მოუსვენრობა. შფოთიანობა, დეპრესია, მადა. ჩნდება შიზოფრენიის ნიშნები.
5HT3 აგონისტები, ანუ ამ რეცეპტორების აქტივაცია იწვევენ სტრესს, მოუსვენრობას, გულისრევას. ალკოჰოლიც ამ რეცეპტორებს ააქტიურებს.
ანტაგონისტებს პირიქით, იყენებენ როგორც გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატებს.
5HT4 აქტივაცია იწვევს ზომიერ ანტიდეპრესიულ მოქმედებას და მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე. ამ რეცეპტორების აგონისტები ხელს უწყობენ ნაწლავებში პერესტალტიკას და ამცირებენ დეპრესიას. ამ რეცეპტორების აგონისტ და ანტაგონისტ პრეპარატებს იყენებენ კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს.
5HT5 ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამცირებს ადრენალინის მოქმედებას.
5HT6 და 5HT7 ამ რეცეპტორების აგონისტები აუმჯობესებენ გონებრივ შესაძლებლობებს, ადამიანი ხდება უფრო მობილიზებული და ენერგიული.
სეროტონინის ნორმაზე მაღალი დონის დადებითი ეფექტებია ანტიდეპრესიული მოქმედება და მეტაბოლიზმის აჩქარება.
როგორ გავზარდოთ სეროტონინი.
სეროტონინი არ შეიქმნება შეუცვლელი ამინომჟავა – ტრიფტოფანის გარეშე. ამიტომ ის უნდა მივიღოთ საკვებიდან ან დანამატებიდან. ტრიფტოფანი და 5HTP იყიდება როგორც დანამატები სეროტონინის გამომუშავებისთვის, მაგრამ მაინც ჯობია უბრალოდ ნორმალურად ვიკვებოთ. ტრიფტოფანი საჭიროა მივიღოთ 1,5 გრ. დღეში.
100 მლ. რძეში 40 მგრ. ტრიფტოფანია
1 კვერცხში – 130 მგრ.
ქათმის ხორცში – 290 მგრ.
მიწის თხილში – 750 მგრ.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ვიტამინი D. ის ტრიფტოფანს ტვინში გარდაქმნის სეროტონინად.
იმისათვის რომ თავს ვგრძნობდეთ კარგად, უკეთესი იქნება გავზარდოთ სეროტონინის დონე ორგანიზმში.
სეროტონინის გამომუშავებას ზრდის რეგულარული ზომიერი ფიზიკური ვარჯიშები, თავის გამოჩენა რაიმე საქმიანობაში, მიღწევები კარიერაში, მუსიკაში, სპორტში თუ სხვ. მაღალი სოციალური სტატუსი საზოგადოებაში.
სეროტონინის დონეს ამცირებს: ალკოჰოლი, სიმსუქნე, მზის სხივების ნაკლებობა, არასრულფასოვანი კვება.