დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani GymTidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
Back
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • ბლოგი
  • ვარჯიშები
  • ტრიცეპსის ვარჯიშები. ფრანგული ჭიმი. ხელების გაშლა ზედა ბლოკის ტრენაჟორზე.

ვარჯიშები

20 მარ

ტრიცეპსის ვარჯიშები. ფრანგული ჭიმი. ხელების გაშლა ზედა ბლოკის ტრენაჟორზე.

  • In ვარჯიშები

ტრიცეპსი – მხრის სამთავა კუნთი, აქვს სამი თავი: გრძელი, გვერდითი (ლატერალური) და მედიალური.
ძირითადი ფუნქცია – წინამხარის გაშლა იდაყვის სახსარში.

ტრიცეპსები, ისევე როგორც სხვა კუნთები უკეთესად ვითარდება ბაზისური ვარჯიშებით, მაგ. წოლჭიმი ვიწრო მოჭიდებით და ორძელზე აზიდვები.

იზოლირებული ვარჯიშები ტრიცეპსზე:

1. ფრანგული ჭიმი (ჟიმი).

თუ შტანგის გრიფი ჩამოგვაქვს შუბლთან, მაშინ უფრო მეტად მუშაობენ ტრიცეპსის მედიალური და ლატერალური თავები, ხოლო თუ თავს უკან ჩამოგვაქვს, მაშინ უმეტესად იტვირთება ტრიცეპსის დიდი თავი.
EZ შტანგით ჯობია ვარჯიში.
საწყისი მდგომარეობა: დაწექით ჰორიზონტალურ სკამზე, ბოლომდე გაშალეთ იდაყვი, გადაწიეთ ხელები უკან 45 გრადუსზე ვერტიკალური ხაზიდან.

მხრებში არ ამოძრავოთ ხელები, მოხარეთ იდაყვში და ჩამოიტანეთ ან შუბლთან, ან თავს უკან. ქვედა მდგომარეობაში იდაყვის სახსარში კუთხე უნდა შეადგენდეს 90 გრადუსს. ქვედა წერტილიდან დააბრუნეთ შტანგა საწყის მდგომარეობაში, გაშალეთ ხელები იდაყვში ისე, რომ არ ამოძრავოთ მხრები და იდაყვები, ისინი უნდა იყონ დაფიქსირებული, მოძრაობა მხოლოდ იდაყვის სახსარში.
ვარჯიში შეასრულეთ ნელა, ინერციის გარეშე – აკონტროლეთ შტანგა, არ გაშალოთ იდაყვები განზე, არ ჩაზნიქოთ წელი, ამოსუნთქვა აწევისას.

2. ხელების გაშლა ზედა ბლოკის ტრენაჟორზე თოკით.

ამ ვარჯიშში დატვირთვა გადატანილია ტრიცეპსის ლატერალურ თავზე.
საწყისი პოზიცია: მოკიდეთ ხელი თოკის სახელურს, ერთი ფეხი წინ, იდაყვები გვერდებთან, ხერხემალი ნეიტრალურ მდგომარეობაში, მხრები მოდუნებული. ფეხები მუხლებში ოდნავ მოხრილი.

ხელების იდაყვის სახსარში გაშლისას თოკის სახელურები ჩამოიტანეთ ბარძაყთან და ერთდროულად გაშალეთ გვერდზე, გამოიყენეთ მაქსიმალურად შესაძლებელი ამპლიტუდა. არ გაშალოთ იდაყვები გვერდზე. მხრები რჩება უმოძრაო მდგომარეობაში. არ გამოიყენოთ ინერცია, მოძრაობა ნელი და კონტროლირებადი. უნდა მუშაობდნენ მხოლოდ ტრიცეპსები. ჩამოწევისას ამოსუნთქვა. ნელნელა დააბრუნეთ წინამხრები საწყის პოზიციაში.

3. ხელების გაშლა ზედა ბლოკის ტრენაჟორზე სწორი სახელურით.

ამ ვარჯიშში ტრიცეპსის სამივე თავია ჩართული, დატვირთვა უფრო მეტად გადატანილია მედიალურ თავზე. სამივე თავი რომ დაიტვირთოს, საჭიროა წონის მომატება.
საწყისი პოზიცია: მოკიდეთ ხელი სახელურს, ერთი ფეხი წინ, იდაყვები გვერდებთან, ხერხემალი ნეიტრალურ მდგომარეობაში, მხრები მოდუნებული. ფეხები მუხლებში ოდნავ მოხრილი.

ხელების იდაყვის სახსარში გაშლისას სახელური ჩამოიტანეთ ბარძაყის წინა ნაწილთან, გამოიყენეთ მაქსიმალურად შესაძლებელი ამპლიტუდა. მძიმე წონებზე მყარი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის ოდნავ წინ გადმოიხარეთ, სხეულის სიმძიმე გადაიტანეთ წინა ფეხზე, არ გაშალოთ იდაყვები გვერდზე. მხრები რჩება უმოძრაო მდგომარეობაში. არ გამოიყენოთ ინერცია, მოძრაობა ნელი და კონტროლირებადი. უნდა მუშაობდნენ მხოლოდ ტრიცეპსები. ჩამოწევისას ამოსუნთქვა. ნელნელა დააბრუნეთ წინამხრები საწყის პოზიციაში.

Tags:ტრიცეპსიფრანგული ჟიმი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

რომელი ვარჯიში წვავს ცხიმს ყველაზე კარგად?

  • ოქტომბერი 5, 2025
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
არის ერთი ვარჯიში, რომელიც წვავს ცხიმს ყველაზე კარგად. ამ ვარჯიშს ქვია ბარფი. მასში ჩართულია მთელი სხეული, ის აერთიანებს ჩაჯდომას,...
რა არის და რატომ ჩნდება სქოლიოზი.
ივლისი 12, 2023
ვარჯიშები გულმკერდის დეფორმაციისას (ქათმის მკერდი).
ივლისი 5, 2023
6 საუკეთესო ვარჯიში ფეხის ბიცეფსისთვის.
მაისი 29, 2023

Leave A Reply კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (67)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (98)
  • ვიტამინები და დანამატები (24)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.