დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • ცელულიტი – ლიპოდისტროფია.

გახდომა

20 Mar

ცელულიტი – ლიპოდისტროფია.

  • In გახდომა, დამწყებებისთვის

ცელულიტი უმეტეს შემთხვევაში უჩნდებათ ქალებს, რადგან ქალებს მამაკაცებისგან განსხვავებული ჰორმონალური ფონი აქვთ. ცელულიტი აქვს ნებისმიერ ქალს რომელსაც აქვს ჭარბი წონა. ასაკის და წონის მატებასთან ერთად ორგანიზმში იმატებს ცელულიტის რაოდენობაც. ცელულიტს ლიპოდისტროფია ქვია.

რომ გავიგოთ რა არის ცელულიტი უნდა ვიცოდეთ რა ხდება კანქვეშა ცხიმოვან უჯრედებში – ადეპოციტებში. ადეპოციტები გემრიელი საკვების მიღების შედეგად გამოყოფენ ენდორფინებს (ბედნიერების ჰორმონებს), რის შედეგადაც ადამიანს მუდმივად უჩნდება მოთხოვნილება კვლავ მიირთვას ესა თუ ის გემრიელობა. ადეპოციტების ზემოქმედების შედეგად თავის ტვინში დაკმაყოფილების ცენტრში გამოიყოფა ჰორმონი ლეპტინი, რომელიც აძლიერებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის მომატებას. თითოეული კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედი მარაგდება სისხლით. არასწორი კვების შედეგად ცხიმოვანი უჯრედები იზრდებიან და მრავლდებიან, ხდება სისიხლის მიმოქცევის დარღვევა მიკროცირკულაციის დონეზე. სწორედ ამ დროს ყალიბდება ცელულიტი – ლიპოდისტროფია.

ამ დროს ცხიმოვან უჯრედებში ცუდად ხდება საკვები ნივთიერებების მიწოდება. უჯრედები რომლებიც ცუდად მარაგდებიან სისხლით და საკვებით, იცვლიან სტრუქტურას და პატარავდებიან, ხოლო უჯრედები რომლებიც უკეთ მარაგდებიან საკვები ნივთიერებებით იზრდებიან და იბერებიან. ასეთ ზონებში ხდება ლიმფოსტაზი (შეშუპება), გროვდება თავისუფალი რადიკალი და ტოქსინი. ხდება ადეპოციტების გადაგვარება, ჩნდება ფიბროზული შემაერთებელი ქსოვილი, კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოები. შედეგად იმ ადგილებში სადაც ცელულიტი ვითარდება კანი ხდება ფორთოხლისებური.

ცელულიტი არის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ანთებადი პროცესი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა და ხდება დისტროფიული ცვლილებები, რომელიც ძირითადად გამოწვეულია არასწორი კვებიდან და ჰორმონალური ფონის დისბალანსიდან.

 ცელულიტი ჩნდება შემდეგი ფაქტორების გამო:

1. არასწორი კვებითი ჩვევები

2. ჰორმონალური დისბალანსი

3. ქრონიკული სტრესი

4. ქრონიკული დაღლილობა

5. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები

6. ნაკლები წყლის მიღება

7. დიდი რაოდენობით კოფეინის შემცველი სასმელის მიღება

8. ტრანსცხიმების შემცველი პროდუქტის მიღება

9. ჰიპოდინამია – მჯდომარე ცხოვრების წესი

10. დიდი პორციებით საკვების მიღება

11. მოწევა იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას და აუარესებს სისხლის მიმოქცევას

12. მემკვიდრეობა

არ არსებობს ჯადოსნური საშუალება ცელულიტის გასაქრობად. ვერც ერთი ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი ვერ გააქრობს მას. რაც უფრო მსუბუქად არის გამოხატული პრობლემა მით უფრო ადვილია მასთან ბრძოლა. საჭიროა მიზანმიმართული მკურნალობა. 

1. კვების რეჟიმი და საკვები ნუტრიენტები. უნდა მივიღოთ პროდუქტები, რომლებიც გათვლილია ცხიმოვანი უჯრედებიდან ტოქსინების გამოდევნაზე (C ვიტამინი), ლიმფოდრენაჟზე, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაზე და კოლაგენის აღდგენაზე.

2. ვარჯიში – რეგულარული ზომიერი ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს ქსოვილებს, ამკვრივებს კანს. სწორი ვარჯიში და პროფესიონალურად სწორად გაკეთებული მასაჟი შედეგს იძლევა მხოლოდ მაშინ, როცა მკაცრად დაცულია კვების რეჟიმი. არასწორად გაკეთებულ მასაჟს მივყავართ ანთებითი პროცესის გაუარესებისკენ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლისას:

1. წყლის მნიშვნელობა. წყალი მონაწილეობს ცხიმების დაშლაში და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. წყლის ნაკლებობისას მეტაბოლიზმი ნელდება, კანი ბერდება და ზედმეტი წონა ძნელად გვაკლდება.

2. კვება. თუ იკვებებით დაბალანსებულად – რაციონში გაქვთ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და ანტიოქსიდანტები ჯანსაღი პროდუქტიდან ცელულიტს ადვილად დაამარცხებთ.

3. რაციონიდან გამორიცხეთ: ტკბილეულობა, გაზიანი სასმელები, თეთრი პური, ზედმეტი მარილი, ალკოჰოლი და ყავა, გადამუშავებული, შებოლილი პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, ძეხვეული, კონსერვები, მაიონეზი და სხვა სოუსები რაშიც არის ქიმიური კონსერვანტები.

4. მიირთვით ბოსტნეული, ზომიერად ბურღულეული და ხილი, პური უხეშად დაფქვილი ფქვილისგან, პარკოსნები. ეს პროდუქტები მდიდარია კალიუმით და უჯრედისით. კალიუმს ნორმაში მოყავს წყალ- მარილოვანი ბალანსი, ხოლო უჯრედისი არის ცოცხი რომელიც წმინდავს ორგანიზმს.

5. რაციონში შეიტანეთ: თხილეულობა და სხვადასხვა თესლები, რომლებიც კალიუმის და უჯრედისის გარდა შეიცავენ დიდი რაოდენობით არანაჯერ ცხიმოვან მჟავებს.

6. ცივი დაწურვის არარაფინირებული მცენარეული ზეთები მოისხით სალათებზე.

7. მიიღეთ ჯანსაღი რძის პროდუქტები – მაწონი, კეფირი, ხაჭო, ნადუღი, ყველი, რძე, ერბო, კარაქი.

8. არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა სახის თევზი, ცხიმიანი წითელი თევზები რომლებიც შეიცავენ ნახევრად ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს კერძოდ ომეგა3 და აგრეთვე D ვიტამინს.

9. მნიშვნელოვანია კვერცხის მიღება. კვერცხში არის ადვილად ათვისებადი ცილები და შეუცვლელი ამინომჟავები, ლიპიდები, ვიტამინები და მინერალები.

10 . გვირილის ჩაი, აქვს ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტი.

ცელულიტთან საბრძოლველად სხვა გზა არ არსებობს გარდა იმისა, რომ კომპლექსურად სწორი კვებით და სწორი ვარჯიშით ებრძოლოთ მას.

Tags:ლიმფოსტაზილიპოდისტროფიაცელულიტი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სხეულის რეკომპოზიცია. როგორ დავწვათ ცხიმი და მოვიმატოთ კუნთური მასა ერთდროულად.
June 6, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.