ცხიმების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის და წონის კლების პროცესში, დაბალცხიმიანი დიეტების ზიანი.
უმრავლესობა წონაში დაკლების მიზნით გადადის მკაცრ დიეტაზე და რაციონში მაქსიმალურად ზღუდავს ცხიმებს. ისინი ფიქრობენ, რომ ცხიმები მავნებელია, ასუქებს და მათი შეზღუდვით უკეთესად დაწვავენ ცხიმს და დაიკლებენ წონაში. მათ არ იციან, რომ უცხიმო დიეტა მავნებელია ორგანიზმისთვის.
რა ფუნქცია აქვს ცხიმებს და რატომაა დაბალცხიმიანი დიეტა საზიანო.
ცხიმებს აქვს სტრუქტურული ფუნქცია. ცილებთან ერთად ცხიმები ყველა უჯრედის მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია, მასში შედის ქოლესტერინიც. როდესაც ადამიანს რაციონში აქვს ჯანსაღი ცხიმები მის უჯრედებს შეუძლიათ კარგად გაატარონ უჯრედში და უჯრედიდან ესა თუ ის ნივთიერება, ისინი ბრძოლისუნარიანები არიან და კარგად ებრძვიან ორგანიზმში ცუდ რადიკალებს.
დაბალკალორიული დიეტის დროს, როცა შეზღუდულია ცხიმები, უჯრედები განიცდიან შიმშილს, სტრუქტურულად იცვლიან ფორმას, კარგავენ თავის დამცველობით ფუნქციას და ბრძოლისუნარიანობას. ამის გამო სხვადასხვა ნივთიერებას ან ცუდ რადიკალს ადვილად შეუძლია შეაღწიოს უჯრედში და შიგნიდან დაშალოს და დაანგრიოს ის. ეს აისახება არა მხოლოდ ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე არამედ გარეგნობაზეც.
ხშირად ასეთი დიეტებს მივყავართ ცუდ შედეგებამდე:
კანის სიმშრალე – დაბერება, თმის ცვენა, ცხოველური ცხიმების მეშვეობით ორგანიზმი იღებს ცხიმში ხსნად A, D, E, K ვიტამინებს. ცხოველური ცხიმები არა მხოლოდ ამ ვიტამინების წყაროა, არამედ მისი მეშვეობით ხდება ამ ვიტამინების ტრანსპორტირება საჭირო ადგილას. ამ ვიტამინების გარეშე კანი კარგავს ტონუსს, ელასტიურობას, შრება და ბერდება. ორგანიზმი ვერ ტენიანდება, თმები ხდება მტვრევადი.
ქვეითდება ორგანიზმის იმუნური ფუნქცია. ცხიმები იცავს ფილტვებს ცუდი რადიკალებისგან. ცხოველური ცხიმები და ვიტამინი A არის ფილტვების მთავარი დამცველი. თუ რაციონში არ გვაქვს ხარისხიანი ცხოველური ცხიმი შეიძლება ადვილად დაგვემართოს ბრონქიტი, ფილტვების ანთება, ასთმა. როცა უჯრედები განიცდიან ცხიმებით შიმშილს, ისინი სუსტდებიან და ამის გამო ერევა ორგანიზმს სხვადასხვა დაავადება. ფილტვებში გამომუშავდება ლორწოვანი ნივთიერება სულფაქტანტები, რომლის მეშვეობით ორგანიზმი ითვისებს ჟანგბადს. სულფაქტანტები ახდენს ორგანიზმში იმუნოსტიმულაციას. ეს ნივთიერება 90 % შედგება ცხიმებისგან. თუ არ ვიღებთ ხარისხიან ცხოველურ ცხიმებს, სულფაქტანტი სრულყოფილი არ არის და ორგანიზმი ნაკლებ ჟანგბადს შეითვისებს. სულფაქტანტებისთვის საჭიროა ისეთი ცხიმოვანი მჟავა (ლინოლევოის) რომელიც არის ერბოში. ლინოლევოის მჟავას ორგანიზმი თვითონ არ გამოიმუშავებს, ამიტომ უნდა მივიღოთ გარედან. ეს მჟავა აუცილებელია ორგანოების და უჯრედების განახლება-რეგენერაციისთვის.
მხედველობის გაურესება, რაციონში ცხიმების შეზღუდვის დროს ორგანიზმი ვერ შეიწოვს ცხიმში ხსნად ვიტამინებს, რის შედეგადაც მხედველობა ქვეითდება.
მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება. ტვინის 80 % შედგება ცხიმებისგან. როდესაც ცხოველური ცხიმების ნაკლებობას განიცდის ორგანიზმი, ტვინის ფუნქციონირება ქვეითდება. გვერღვევა ცენტრალური ნერვიული და გულსისხლძარღვთა სისტემები. ცხიმის მეშვეობით ხდება ნერვიული უჯრედების მიელინური გარსის მშენებლობა, უმჯობესდება ტვინში ელექტროგამტარობა და ადამიანს ეხსნება დაძაბულობა და აღგზნებადობა.
ეს არის სიმპტომები რომლებსაც ძალიან ადვილად ვგრძნობთ და ვხედავთ. გარდა ამ სიმპტომებისა, დიდი ხნით უცხიმო დიეტებზე ყოფნისას ადამიანს შეიძლება დაემართოს ჰორმონალური დისბალანსი.
ცხიმების ერთერთი ფუნქციაა ენდოკრინული ფუნქცია. ორგანიზმში გამოიყოფა 100-ზე მეტი ჰორმონი, რომლებიც არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას და რეპროდუქციულ სისტემას. ცხიმები მონაწილეობენ ჰორმონების სინთეზში. იმისათვის რომ ორგანიზმში ესტროგენების (ქალური ჰორმონი) და ტესტოსტერონის (მამაკაცური ჰორმონი) გამომუშავებისთვის აუცილებელია რაციონში გვქონდეს ცხოველური ცხიმი. თუ ცხიმები არ არის საკმარისი, ამას მივყავართ ენდოკრინული სისტემის დარღვევამდე და ხშირ შემთხვევაში უშვილობამდეც.
ცხოველური ცხიმი ორგანიზმში არის ქოლესტერინის წყარო. ცხოველური ცხიმის და ქოლესტერინის გარეშე არ ხდება D ვიტამინის და ჰემოგლობინის სინთეზი.
D ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ბიოქიმიურ პროცესში. ის გავლენას ახდენს იმუნიტეტის ფორმირებაში. D ვიტამინი გვიცავს ოსტეოპოროზისგან. ორგანიზმში მის გარეშე არ ხდება კალციუმის შეთვისება და საყრდენ მამოძრავებელი სისტემის შენება გაძლიერება. ადამიანებს თუ რაციონში არ აქვთ ცხოველური ცხიმი განიცდიან რკინის ნაკლებობას (ანემია).
ცხიმებს აქვთ ენერგეტიკული ფუნქციაც. 1 გრ. ცხიმი გვაძლევს 9 კკალ. ენერგიას, თუ მივირთმევთ ცხიმიან საკვებს ჩვენ გვჭირდება მცირე რაოდენობით საკვები რათა დავნაყრდეთ და გავხდეთ უფრო ენერგიულები. ცხიმი გვეხმარება რომ ჩვენი ულუფა იყოს მცირე. ნაკლებცხიმიანი ან უცხიმო საკვები ვერ გვანაყრებს და არ გვაძლევს ენერგიას. როცა ნახშირწყლებიდან ვიღებთ ენერგიას ორჯერ მეტი რაოდენობის საკვების მიღება გვიწევს რომ დავნაყრდეთ და ენერგიულები გავხდეთ.
რით განსხვავდება ცხოველური და მცენარეული ცხიმები ერთმანეთისგან.
ცხოველური ცხიმები არის ნაჯერი ცხიმები, ხოლო მცენარეული ცხიმები – არანაჯერი ცხიმები. ცხიმოვანი მჟავები უჯრედებს ამარაგებს სხვადასხვა მინერალებით, ვიტამინებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც მნიშვნელოვანია უჯრედის შენებისთვის. ორგანიზმს სჭირდება როგორც ნაჯერი ასევე არანაჯერი ცხიმები.
ნაჯერი ცხიმები გვაძლევს ენერგიას, ვიღებთ ისეთ ცხიმოვან მჟავებს რომელთა მეშვეობით შენდება ტვინის ნერვიული ბოჭკოები, უჯრედების მემბრანები, სხვადასხვა ჰორმონები. როგორც ზ.ა. ნაჯერი ცხიმები წარმოადგენენ ცხიმში ხსნადი ვიტამინების წყაროს.
არანაჯერი ცხიმებიც ასევე აუცილებელია ორგანიზმისთვის, ისინი იღებენ მონაწილეობას ნივთიერებათა ცვლაში, მაგრამ დიდი რაოდენობით არანაჯერ ცხიმებს მივყავართ გაცხიმოვნებამდე, სისხლის შესქელებამდე, ეს ისევე საშიშია როგორც ცხოველური ცხიმების ნაკლებობა.
რა რაოდენობით უნდა მივიღოთ ცხიმები რომ მივიღოთ მისგან სარგებელი? 1 კგ. მასაზე შეგვიძლია მივიღოთ 1 გრ. ცხიმი.
ცხიმის წვის პროცესში ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება ჟანგბადი. ჭარბწონიანი ადამიანის ორგანიზმი, იმის გამო რომ არასწორად იკვებება და ხშირად მიირთმევს შაქრის შემცველ პროდუქტებს, განიცდის ჟანგბადის ნაკლებობას. წონის კლების პროცესში თუ ჩართავთ რაციონში ცხოველურ ცხიმს – ერბოს (გადამდნარი კარაქი) სახით, ორგანიზმი აივსება ჟანგბადით და ენერგიით. ორგანოები უკეთესად დაიწყებენ ფუნქციონირებას, უკეთესად ივარჯიშებთ, შესაბამისად უკეთესად დაიკლებთ წონაში. ადამიანები რომლებიც მოიხმარენ ჯანმრთელ ცხიმს არ ემუქრებათ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და გაცხიმოვნება.
ცხიმი არ უნდა მიიღოთ შაქრის შემცველ პროდუქტთან ერთად (პური, ცომეულობა, კარტოფილი, თეთრიბრინჯი, ტკბილი სასმელები და ა.შ.).