დაგვიკავშირდით: 593 39 02 23
tidanigym@gmail.com
ქ.თბილისი პოლიტკოვსკაიას #4
Tidani Gym Tidani Gym
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • მთავარი
  • ფასები
  • ჩვენს შესახებ
  • ჩვენი სერვისები
  • ბლოგი
  • ფიტნეს სკოლა
  • Home
  • გახდომა
  • ცხიმისმწველი გრეიფრუტი – საშიში ციტრუსი.

გახდომა

20 Mar

ცხიმისმწველი გრეიფრუტი – საშიში ციტრუსი.

  • In გახდომა, კვება

გრეიფრუტზე ძალიან ბევრი დადებითი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, მაგრამ სინამდვილეში ის არც ისე სასარგებლო ციტრუსია ყველასათვის.

ძალიან ბევრ ადამიანს წონის დასაკლებად ყოველდღიურ რაციონში შეაქვს გრეიფრუტი და სისტემატიურად მიირთმევს. გრეიფრუტი შეიცავს ფლავანოიდებს, რომლებიც ზოგიერთი ადამიანისთვის საშიშია, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებმაც არ იციან, თუ რა დონეზეა მათ ორგანიზმში ესტროგენების დონე. ქალები, რომლებიც წონაში იკლებენ გრეიფრუტის სისტემატიური მოხმარების შედეგად, ესტროგენების დონე აქვთ დაბალი. გრეიფრუტში შემავალი ფლავანოიდების მოქმედების შედეგად ესტროგენების დონე იწევს მაღლა, შესაბამისად ჰორმონალური ფონი ბალანსირდება და წონაში იკლებენ. მაგრამ თუ ქალს ესტროგენების დონე ნორმაში აქვს და იწყებს გრეიფრუტის სისტემატიურ მოხმარებას ხდება ესტროგენების დონის მომატება, რაც ძალიან საშიშია 35 წლის ან ამ ასაკის ზევით მყოფი ქალბატონებისთვის.

ქალებს რომლებიც არიან 35-40-50 წლის ასაკში და სისტემატიურად მოიხმარენ გრეიფრუტს ესტროგენების დონე აქვთ მაღალი. ასეთი ქ-ების 96%-ს ექმნებათ ქალური ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები, მკერდი) ონკოლოგიური დაავადებების საშიშროება. ამიტომ ქალებმა, რომლებმაც არ იციან თავიანთი ჰორმონალური ფონის მდგომარეობა თავი უნდა შეიკავონ სისტემატიურად გრეიფრუტის მოხმარებისგან.

გრეიფრუტის სისტემატიური მოხმარება ქოლესტერინის დონეს წევს დაბლა და როდესაც ორგანიზმში ქოლესტერინი ბალანსირდება ადამიანი ადვილად იკლებს წონაში. მაგრამ ამავდროულად გრეიფრუტი ამცირებს ღვიძლში იმ ცილის მოქმედებას, რომელიც ჩართულია ამა თუ იმ მედიკამენტის მეტაბოლიზმში. თუ ჩვენ ექიმის დანიშნულებით ვიღებთ გარკვეულ მედიკამენტს და თან ყოველდღურად მივირთმევთ გრეიფრუტს, ამ მედიკამენტის კონცენტრაცია ორგანიზმში შეიძლება იმ დონეზე გაიზარდოს, რომ ის გახდეს ტოქსიკური. გრეიფრუტის სისტემატიური მოხმარება ხელს უშლის ისეთი პრეპარატების მოქმედებას როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, წნევის დამწევი, სტატინები, ალერგიის საწინააღმდეგო და სხვა პრეპარატები.

გრეიფრუტის შემადგენლობაში ყველაზე ცუდი ნივთიერება არის ფურანოკუმარინი რომელსაც შეუძლია 230-250%-ით აამაღლოს წნევის დამწევი პრეპარატის მოქმედება. ამიტომ ვინც სისტემატიურად იღებს წნევის დამწევ პრეპარატებს თავი შეიკავეთ გრეიფრუტის მოხმარებისგან. 

გრეიფრუტის და ყავის ერთდროული მოხმარება ცუდად მოქმედებს სისხლძარღვთა სისტემაზე და იწვევს თავის ტკივილს ან გულის აჩქარებას. ვინც იღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს და მიირთმევს გრეიფრუტს შეიძლება შინაგან ორგანოებში დაემართოს სისხლდენა ან სხეულზე გაუჩნდეს სისხლჩაქცევების ლაქები.

ყოველივე ზ.ა. გათვალისწინებით იყავით ფრთხილად, სანამ გადაწყვეტთ გრეიფუტის სიტემატიურად კვების რაციონში ჩართვას წონის დაკლების მიზნით. 

Tags:გრეიფრუტი
  • Share:
Tidanygymadminmanager

You may also like

ცხიმისმწველი წრიული ვარჯიში ერთი გირით.

  • August 2, 2023
  • by Tidanygymadminmanager
  • in გახდომა
ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ ცხიმის დასაწვავად შეგიძლიათ გააკეთოთ წრიული სავარჯიშო კომპლექსი ერთი გირით, ამით თქვენ ააჩქარებთ მეტაბოლიზმს და ვარჯიშის...
როგორ გავზომოთ კანქვეშა ცხიმი კალიპერით.
July 25, 2023
სავარჯიშო კომპლექსი მუცლის და გვერდების მოსაშორებლად.
May 28, 2023
როგორ მოვიშოროთ გვერდები.
May 28, 2023

Leave A Reply Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

კატეგორიები

  • Uncategorized (1)
  • გახდომა (65)
  • დამწყებებისთვის (122)
  • ვარჯიშები (97)
  • ვიტამინები და დანამატები (23)
  • კარდიო (16)
  • კვება (69)
  • მასის მომატება (41)
  • მუცლის პრესი (8)
  • პროგრამები (11)
  • ქალები (19)
  • ძალა (11)
  • ჰორმონები (20)

რუკა

სამუშაო საათები

ყოველდღე 8 საათიდან 22 საათამდე

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ: 593 39 02 23
მეილი: tidanigym@gmail.com

მისამართი

თბილისი პოლიტკოვსკაიას ქ. 4 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა) მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან 300 მეტრში.

Coaching Wordpress Theme by ThimPress. Powered by WordPress.