სპორტული გული.
(გული შედგება 4 კამერისაგან, მარცხენა წინაგული და მარცხენა პარკუჭი, მარჯვენა წინაგული და მარჯვენა პარკუჭი. ყველაზე ძლიერი ამათგან არის მარცხენა პარკუჭი, რომელიც წარმოადგენს კუნთოვან ქსოვილს, მას ასევე უწოდებენ მიოკარდს. მიოკარდის სისქე შეადგენს 10-12 მმ-ს. ყველა ადამიანს აქვს ერთნაირი ზომის გული სხეულის ფართობთან შეფარდებით)
სპორტული გული ეს არის გულის მდგომარეობა, როდესაც მრავალწლიანი ვარჯიშის შედეგად გულის კამერების ზომები და სისქე იზრდება. გული დიდდება ორნაირად, ის შეიძლება გასქელდეს და შეიძლება მოიმატოს მოცულობაში (კედლების გასქელების გარეშეც). გასქელებისას იზრდება მარცხენა პარკუჭის კედლის სისქე, ანალოგიურად იცვლება გულის ყველა კამერა, მაგრამ გულის ფუნქცია შენარჩუნებულია. ხდება გულის რემოდელირება.
გულის ჰიპერტროფია.
როცა ვვარჯიშობთ, ვარჯიშებდება როგორც კუნთები, ასევე გული, ანუ გული იზრდება მოცულობაში და ჰიპერტროფირდება. გულის შიგნით შეიძლება შეიცვალოს ბოჭკოს დიამეტრი/სისქე, ასევე მისი სიგრძე. ამიტომ არსებობს გულის კუნთის განვითარების 2 ტიპი: ლ ჰიპერტროფია (ექსცენტრიული ჰიპერტროფია), როცა სიგრძეში იზრდება კუნთის ბოჭკო და იზრდება გულის მოცულობა და დ ჰიპერტროფია (კონცენტრიული ჰიპერტროფია), როცა იზრდება კუნთის ბოჭკო სისქეში, ანუ იზრდება გულის კუნთის ძალა.
როცა სქელდება გულის კამერების კედლები, ეს ამცირებს კამერის მოცულობას, სადაც სისხლი უნდა იყოს ისეთი მოცულობით, რომ შეძლოს გადაქაჩვა მთელ ორგანიზმში და სისხლი მიაწოდოს სხეულის ყველა ნაწილს და ორგანოს. კედლების გასქელება აძნელებს გულის მუშაობას. როცა საუბარია გულის ჰიპერტროფიაზე, უფრო იგულისხმება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. გულის ჰიპერტროფიას ავლენს ეხო კარდიოგრაფია.
როგორც წესი, ხანგრძლივი ვარჯიში დარტყმით მოცულობაზე იწვევს გულის მოცულობის გაზრდას, ანუ გული უფრო ელასტიური ხდება, კუნთი ქაჩავს სისხლს და გული დიდი რაოდენობის სისხლისგან იწელება/ფართოვდება. გულის კუნთის დარტყმითი მოცულობა ყველასთვის ინდივიდუალურია, ჩვეულებრივ ეს არის 100-120 დარტყმა წუთში, ზოგიერთისთვის 150 დარტყმა წუთში. ამიტომ ლ ჰიპერტროფია არ იწვევს პრობლემებს, პრობლემები ჩნდება დ ჰიპერტროფიის დროს, რომელიც წარმოიქმნება 180 დარტყმა წუთში პულსის დროს. როცა ვვარჯიშობთ მაღალი პულსით, გული ვერ ასწრებს მოდუნებას, ხდება დიასტოლის ეფექტი (სისტოლა – შეკუმშვა, დიასტოლა – გაფართოება, გულის მოდუნება). გული მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია და როცა ის დაძაბულია, სისხლი ცუდად მიდის გულის კუნთთან და მიდის ანაერობული გლიკოლიზი, ანუ ჟანგბადის უკმარისობა რძემჟავას წარმოქმნით. რძემჟავა წარმოადგენს გულის კუნთის ბოჭკოს შიგნით მიოფიბრილების გაზრდის ერთერთ ფაქტორს, ანუ გაიზრდება მიოკარდის ძალა და სისქე. თუ ხანგრძლივად ვვარჯიშობთ მაღალი ინტენსივობით, 180 დარტყმაზე მაღალი პულსით, გულის კუნთის უჯრედები კვდებიან, გული იღებს პატარა მიკროინფარქტებს, ისინი მერე ცუდად იწელება, გულის კუნთი ცუდად ატარებს ელექტრულ იმპულსს და ეს შეიძლება გახდეს სპორტსმენის მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.
გულის ჰიპერტროფია ხანგრძლივი პროცესია, ჰიპერტროფიის წარმოქმნის მიზეზებია გენეტიკური და მაღალი წნევა (ჰიპერტონიკები რომლებიც არ აკონტროლებენ წნევას აიძულებენ გულს დიდი წნევით გადაქაჩოს სისხლი, კუნთი ხდება სქელი და კამერის მოცულობა, კამერაში სისხლი და გადაქაჩული სისხლი მცირდება). სიმპტომები არის ქოშინი, შეშუპება – გულის უკმარისობის პირველი ნიშანი.
ჰიპერტროფიამ შეიძლება გამოიწვიოს მოციმციმე არითმია, რომელიც კიდევ უფრო ართულებს გულის მუშაობას.
რატომ ვითარდება სპორტული გული.
1. თანდაყოლილი გულის მანკი.
2. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები.
არსებობს 2 სახის ფიზიკური დატვირთვა: აერობული და ანაერობული, რაზეც უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში.
აერობული ხასიათის დატვირთვა ზრდის გულის მოცულობას, სისქე თითქმის არ მატულობს, ძალისმიერი ვარჯიში კი ასქელებს გულის კედლებს. მძიმე წონის აწევისას იძაბებით, კუნთები ცდილობენ გააჩერონ გულის კუნთი, გულს უწევს ამასთან ადაპტირება კედლების სისქის მომატებით, რათა გადაქაჩოს სისხლი, მაგრამ კედლები ხდება სქელი და ნაკლებადგაწელვადი, კარგავს ელასტიურობას. ანაერობული ტიპის დატვირთვების დროს იზრდება მიოკარდის მასა, მაგრამ არა მკვეთრად გაზრდილი მოცულობა.
ორივე სინდრომი ითვლება უარყოფითად, გულის ზრდა ორივე შემთხვევაში პათოლოგიაა და არ არის სასურველი, განსაკუთრებით კედლის გასქელება.
უმეტესი სპორტის სახეობებისთვის დამახასიათებელია შერეული ტიპის ფიზიკური დატვირთვები. გულის რემოდელირების ზომა, ტიპი და სისწრაფე დამოკიდებულია დატვირთვების ხასიათზე და ვარჯიშების ინტენსიურობაზე.
რით განსხვავდება გულის კუნთი სხვა კუნთებისგან და რატომ არის საშიში რეგულარული გადატვირთვა.
კუნთებში ხდება ავტომატური გადართვა აერობულ და ანაერობულ მეტაბოლიზმს შორის. ანაერობულ პირობებში მუშაობას მივყავართ გულის იშემიურ დაავადებებთან. კუნთის ჰიპერტროფია, ის რაც ჩონჩხის კუნთებს ხდის ძლიერს, გულისთვის არის უკუჩვენება, გულის კუნთი სქელდება და გაძლიერების მაგივრად მასში ვითარდება სკლეროტული ცვლილებები, ანუ ირღვევა ნივთიერებათა ცვლა მიოკარდში და მიდის შეუქცევადი პროცესები, მიოკარდის უჯრედები კვდება და ვიღებთ დაზიანებული კერების გროვას, სადაც მკვდარი კუნთივანი ქსოვილი იცვლება შემაერთებელი ქსოვილით, რაც ამცირებს გულის შრომისუნარიანობას, ვითარდება გულის უკმარისობა. გულის კედლების გასქელება იწვევს კამერების ზომის/მოცულობის შემცირებას, რასაც მივყავართ იქამდე, რომ გულს მოუწევს უფრო ხშირად შეკუმშვა, უფრო ხშირად შეკუმშვას მძიმე დატვირთვის დროს მივყავართ გულის პათოლოგიის კიდევ უფრო მეტად განვითარებასთან.
ბბ-სთვის სიტუაცია გართულებულია კიდევ მაღალი წნევით. წნევის მკვეთრი მომატება შეიმჩნევა სპორტსმენებში, რომლებიც იკავებენ სუნთქვას დიდ წონებზე მუშაობისას. მუდმივად წნევის მომატებას განიცდის ის სპორტსმენი ვინც არის სტეროიდებზე,
ამიტომ გულის პრობლემების რისკი გაცილებით მატულობს მათთვის, ვინც კურსზეა.
2-3 წლის განმავლობაში ყოველდღიური ვარჯიშით სპორტსმენების 80%-ზე მეტს უვითარდებათ
ბრადიკარდია – როცა გულის პულსი 60 დარტყმაზე ქვევით ჩამოდის. პროფესიონალ სპორტსმენებში გულსისხლძარღვთა დაავადებებისაგან მოულოდნელი სიკვდილიანობის რისკი 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებში. ეს და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი გახდა იმის საფუძველი, რომ დიაგნოზი სპორტული გული გადავიდა საშიში პათოლოგიების რიგში.
ეს პროცესი არ ხდება უცბათ, ერთ დღეში, ის დროშია გაჭიმული და გულის ფუნქციის დაქვეითება შეიძლება აიცილოთ თავიდან, თუ დატვირთვების ინტენსიურობას შეათანხმებთ ექიმთან.
როდესაც ყოფილი ძალოსანი, ან პაუერლიფტერი ანებებს თავს ვარჯიშს, მას რამოდენიმე კვირაში უწევს წნევა, ეს ხდება იმიტომ, რომ გულის კამერა პატარავდება კედლების გასქელებისგან, ის ცუდად იწელება, რადგან ძალისმიერი დატვირთვების შედეგად ის გადაიქცა შემაერთებელ ქსოვილად და მას სჭირდება დატვირთვა რომ გაიწელოს. როცა იწყებთ ძალისმიერ ვარჯიშს გულის კუნთი ისევ იწყებს გაწელვას და წნევა რეგულირდება ნორმამდე. ასეთ დროს კარდიო დატვირთვა ვერ გიშველით, საჭიროა კვირაში ერთხელ მაინც ძალისმიერი ვარჯიში. გარდა ამისა თუ დაანებებთ ძალისმიერ ვარჯიშს თავს, გულის კუნთი არა მარტო შემაერთებელ ქსოვილად იქცევა, ცოტა ხანში გაცხიმიანდება. ასე ემართებათ ყოფილ ძალისმიერ სპორტსმენებს, რომლებიც სრულიად ანებებენ თავს ძალისმიერ ვარჯიშებს და ადრე იღუპებიან გულის დაავადებისგან.
რაც შეეხება სირბილს, აერობულ დატვირთვებს, აქ სიტუაცია არც ისე რთულია, თუმცა აქაც აქვთ პრობლემები, მაგრამ შეგიძლიათ გააგრძელოთ სირბილი, ამ შემთხვევაში ძალისმიერი ვარჯიში არ დაგჭირდებათ.
თუ რეგულარულად და ინტენსიურად დაკავებული ხართ სპორტით და გაქვთ რისკის ფაქტორები ამ პათოლოგიის განვითარების, ისეთების როგორიცაა მემკვიდრეობა (კარდიოლოგიური დაავადებები ახლო ნათესავებში), ქოშინი, გაქვთ აჩქარებული პულსი, ან ტკივილი გულის არეში, თავბრუსხვევა, კარგავთ გონებას, გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ან ადრეულ ასაკში გქონდათ გულში ხმაური, ყველა ამ შემთხვევაში უნდა გაესინჯოთ კარდიოლოგს. კარდიოლოგის კუნსულტაციის გათვალისწინებით შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის უსაფრთხო ფიზიკური დატვირთვების ინტენსიურობა.
როგორ ავიცილოთ თავიდან გულის პრობლემები ვარჯიშის დროს.
სანამ დაიწყებთ ძალისმიერ ვარჯიშებს, შეამოწმეთ გულის მდგომარეობა კარდიოლოგთან. არასწორი ვარჯიშით ადვილად შეიძლება დაიზიანოთ გული. ასევე, რაც უფრო მეტია სპორტსმენის წონა, მით მეტი შანსია დაიავადოს გული. დიდ წონას სჭირდება მეტი ჟანგბადი, უფრო ინტენსიურად მუშაობს გული როგორც მშვიდ მდგომარეობაში, ისე დატვირთვის დროს.
იმისათვის, რომ დაიცვათ გული ზედმეტი დატვირთვებისგან და მაღალი წნევისგან საჭიროა:
1. აკონტროლეთ პულსი. არ დაუშვათ ვარჯიშზე პულსის მომატება 180 დარტყმაზე ზევით და ასეთი პულსით ხანგრძლივად მუშაობა. არ დაიწყოთ შემდეგი ვარჯიში მანამ, სანამ პულსი არ დაიწევს 100 დარტყმამდე წუთში.
2. აკონტროლეთ სუნთქვა. ისუნთქეთ სწორად ვარჯიშის დროს (ამოსუნთქვა დატვირთვის დროს) და არ დაუშვათ სუნთქვის შეკავება.
3. ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა. კალიუმის დეფიციტი ძალისმიერი სპორტის წარმომადგენლებს წარმოეშვებათ დიდი რაოდენობით ოფლის გამოყოფის ან შარდმდენების გამოყენების გამო. რაც ჩვეულებრივი ამბავია შეჯიბრისწინა პერიოდში, როცა უნდათ წონის დაკლება საშეჯიბრო წონამდე, ამ პერიოდში ჭარბობს აერობული ვარჯიშები. კალიუმის დეფიციტი იწვევს გულის მუშაობის რიტმის დარღვევას, სწორედ ეს გახდა რამოდენიმე სპორტსმენის მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი (დიურეტიკების ბოროტი გამოყენება და ჰიპოკალიემია). ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება ასპარკამი, მას ხშირად იყენებენ მედიცინაში გულის რიტმის დარღვევის და სტენოკარდიის დროს. მაგრამ თუ იღებთ კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეტიკებს, მაშინ ასპარკამის მიღება არ ღირს, რომ თავიდან აიცილოთ
ჰიპერკალიემია, რაც ისევე სახიფათოა, როგორც ჰიპოკალიემია. აქვე ვიტყვი, რომ ორგანიზმის გაუწყლოვნება ცუდად მოქმედებს გულის მუშაობაზე სისხლის გასქელების გამო.
4. გულის პულსის და წნევის დამარეგულირებელი პრეპარატები. ეს პრეპარატები დაგჭირდებათ, თუ პულსი დიდი ხნის მანძილზე არ დგება ნორმაში მძიმე მისვლების შემდეგ, ან მშვიდ მდგომარეობაში გაქვთ პულსი 85 დარტყმაზე მეტი. ადამიანი, რომელიც სტეროიდებზეა, ან იყენებს ცხიმისმწველებს, ჩნდება ანალოგიური პრობლემა, როგორც წესი იყენებენ ბეტა ადრენაბლოკატორებს, ეს პრეპარატები ეფექტურად წევენ დაბლა მიოკარდის მიერ ჟანგბადის მოხმარებას, ამცირებს გულის პულსის სიხშირეს და წნევას, ყველაზე გავრცელებულია მეტაპრალოლი. ამ პრეპარატის დოზირება მკაცრად უნდა იყოს გაწერილი ექიმის მიერ, რადგან გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ბრადიკარდია, ან სულაც გულის გაჩერება.
საჭიროა თუ არა გულის ვარჯიში და როგორ უნდა ავარჯიშონ გული სპორტსმენებმა?
ტერმინი – სპორტული გული ორაზროვანია. ის შეიძლება აღნიშნავდეს გულის მეტ შრომისუნარიანობას და შეიძლება აღნიშნავდეს პათოლოგიურ ცვლილებას გულში, გულის შემცირებული შრომისუნარიანობით.
როგორც უკვე ზ. ა. გულის შეგუება დატვირთვებისადმი შეიძლება განვითარდეს 2 გზით. მიოკარდის გასქელებით და მარცხენა პარკუჭის მოცულობის გაზრდით – დილატაციით. მიოკარდის ჰიპერტროფიაზე უკვე ვისაუბრეთ, აქვე ავღნიშნავ, რომ ვარჯიშის დროს თუნდაც დაიცვათ ზედმეტი გადატვირთვისგან გული, სტეროიდების გამოყენება მაინც მიგიყვანთ მიოკარდის ჰიპერტროფიამდე.
გულის კამერების მოცულობის გაზრდა რაღაც დონემდე შეიძლება განიხილებოდეს დადებით მომენტად, ამ დროს იზრდება სისხლის სარეზერვო მოცულობა (სისხლი, რომელიც რჩება კამერებში სისტოლის-შეკუმშვის შემდეგ), შესაბამისად ინტენსიური ვარჯიშის დროს როდესაც მთელი სისხლი გადაიქაჩება გულიდან, სპორტსმენის მოცულობაში გაზრდილი გული ყველა შეკუმშვაზე გადაისვრის გაცილებით მეტ სისხლს, ამის გამო გულს უწევს ნაკლებად შეკუმშვა როგორც მშვიდ მდგომარეობაში, ასევე დატვირთვის დროს. ციკლური სპორტის სახეობებისთვის გულის პულსი ეცემა 50 დარტყმამდე წუთში. ასეთი ბრადიკარდია ჩვეულებრივი ადამიანისთვის წარმოადგენს პათოლოგიას, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს კარგია, საშუალებას აძლევს გულს უფრო ეკონომიურ რეჟიმში იმუშაოს.
ბბ-სთვის ასეთი ეკონომია მიუღწეველია, ნავარჯიშევ გულსაც კი მოუწევს შეიკუმშოს უფრო ხშირად, რათა უზრუნველყოს ჟანგბადით გაცილებით დიდი მასა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გულის ვარჯიშის აუცილებლობას.
გულის ვარჯიში მიმართული გულის პულსის შემცირებაზე და სისხლით უკეთეს მომარაგებაზე როგორც მშვიდ მდგომარეობაში, ასევე დატვირთვის დროს, ანუ გულის მოცულობის გაზრდა აუმჯობესებს მთლიანად ორგანიზმის სისხლით მომარაგებას.
ამრიგად, მნიშვნელოვანია გულის სწორად ვარჯიში. მთავარია არ დავუშვათ ცუდი პათოლოგია, გულის კუნთის ცუდი ჰიპერტროფია. სასურველია გული ავარჯიშოთ კვირაში 3-ჯერ 40 წუთის განმავლობაში გულის პულსის წუთში 120-140 დარტყმის ფარგლებში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია გულის კამერების სასარგებლო გაზრდა (დილატაცია) და მიოკარდის ჰიპერტროფია, ამასთან ერთად გახდეთ უფრო გამძლე. ვარჯიშებიდან ყველაზე კარგია არა სირბილი, ან ცურვა, არამედ ფეხით სიარული აღმართზე, ასეთი დატვირთვის დროს სირბილისგან განსხვავებით მცირდება დარტყმები ხერხემალზე და უფრო ადვილია პულსის კონტროლი. ვინც სტეროიდების კურსზეა, მათთვის რეკომენდირებულია ჩართონ ბალდენონი, რომელიც ერითროციტების მომატებას უწყობს ხელს, რაც თავისთავად უკვე კარგია კუნთების ჟანგბადით მომარაგებისთვის, ასევე ხელს უწყობს კაპილარების ქსელის განვითარებას. დანამატებიდან კარგია თევზის ქონი.
არასდროს არ ივარჯიშოთ 170 დარტყმაზე მაღალი პულსით, რომ არ გაგივითარდეთ მიოკარდის ჰიპერტროფია და მაღალინტენსიური ვარჯიში არ გააკეთოთ კვირაში ერთზე ხშირად.
არ დაიწყოთ ინტენსიური ვარჯიში ავადმყოფობის დროს, ან მაშინვე ავადმყოფობის გრიპის, ანგინის, ვირუსული დაავადების და ა.შ. მერე, იმიტომ რომ ავადმყოფობის დროს ორგანიზმის ინტოქსიკაცია აქვეითებს გულის ფუნქციას და ამ დროს ვარჯიშით უფრო სწრაფად შეიძლება განვითარდეს მიოკარდის ჰიპერტროფია.
და ბოლოს, იკვებეთ სწორად, შეამცირეთ მარილი, გამორიცხეთ ალკოჰოლი, შეამცირეთ ზედმეტი წონა და ივარჯიშეთ ზომიერად. რაციონალურად ორგანიზებული სავარჯიშო პროცესი, რომელშიც ჩართულია ციკლური და გონივრული დატვირთვა, ასეთი ვარჯიში თქვენი გულის ჯანმრთელობის საწინდარია.